"ეს ამერიკული სამაშველო კორპუსის ვერტმფრენია. 9 მლნ დოლარი ღირს - მღვდლებისთვის ყოველწლიურ ხარკად 25 მლნ ლარი რომ არ გვეხადა, ყოველ წელს თითო ასეთ ვერტმფრენს შევიძენდით! იძახეთ ახლა "ნათელი და სანთელი დაუმკვიდრე"
ბიზნესმენი და პუბლიცისტი, ანდრო ტოროტაძე გუდაურში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით წერს:
"ეს MH - 65 (Dolpin) ამერიკული სამაშველო კორპუსის ვერტმფრენია. 9 მლნ დოლარი ღირს.
ჩვენი ბედოვლათი მთავრობების გამოისობით (თუ ნაცების და თუ ქოცების) მღვდლებისთვის ყოველწლიურ ხარკად 25 მლნ ლარი რომ არ გვეხადა, ყოველ წელს (!)
თითო ასეთ ვერტმფრენს შევიძენდით!
და უკვე 20 გვეყოლებოდა.
ჩვენ კი რა ვაკეთეთ!
უთავბოლოდ ეკლესიები ვაშენეთ და "ტრუბა კვადრატის" და "არმატურის" ჯვრები ვარჭეთ ქუჩებში და მოედან-სკვერებში!
და "ნიკოლოზის დროინდელ" რუსულ ნარემონტალ МИГ 8 ვერტმფრენებზე შევსვით მაშველები....
იძახეთ ახლა "უფალო შეიწყალე" "ნათელი და სანთელი დაუმკვიდრე" "დიდება მათ ხსოვნას "და წერეთ "ამინები"!",- წერს ტოროტაძე.
30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, გუდაურთან, 29 ივლისს ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა.
შსს-ს ინფორმაციით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.
დაშავებულია პარაპლანის ინსტრუქტორი, მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი კი გარდაცვლილია.
საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.
ასევე დაგაინტერესებთ:
1793370572
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ის, რაც გიორგი გახარიამ მაშინ იკადრა და გააკეთა, იყო პრაქტიკულად იმავე საფრთხის წინაშე ჩვენი ქვეყნის დაყენება, რაც 2008 წელს, სააკაშვილმა და მისმა მოღალატეობრივმა რეჟიმმა გააკეთა
პოლიტიკური სპეკულაციები და ფაქტების დამახინჯების მცდელობა - ასე აფასებს „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში გახარიას პარტიის წარმომადგენლის გამოსვლას. კოლეგიის წინაშე ახსნა-განმარტებებით ბერდი...
1793369312
ახალი ამბებიალუდა ღუდუშაური: ALDE-ს აქამდე არასდროს დაუგმია ძალადობა საქართველოში, თუმცა მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს და ქომაგობს „ლელოს“, რომლის წევრიც, ბატონი ელისაშვილი გახლავთ მსჯავრდადებული ტერორიზმის მუხლით
„ALDE მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს და ქომაგობს „ლელოს“, რომლის წევრიც, ბატონი ელისაშვილი გახლავთ მსჯავრდადებული ტერორიზმის მუხლით“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომი...
1793367369
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძე ჯანმოს გენერალური დირექტორობის კანდიდატ ჰანს კლუგეს შეხვდა
მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორობის კანდიდატს, ჰანს კლუგეს, შეხვდა. ჰანს კლუგე წლების განმავლობაში ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ამ...
1793365931
ახალი ამბებიდონალდ ტრამპი ირანის ომზე: ის მალე დასრულდება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომი მალე დასრულდება, თუმცა არ აკონკრეტებს, როგორ შეიძლება, ეს მოხდეს. „ყველაფერი მალე დასრულდება. ჩვენ გარანტია გვჭირდება, რომ ბირთვული იარაღი...
1793365902
საზოგადოება1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5992 ლარი გახდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 30 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.5992 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5959 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...




























