"გამარჯობა, უკვე კანკუნიდან... 18 საათი ვიყავით კანკუნის აეროპორტში, დაგვაბრუნეს უკან. ამხელა გზა, ნერვიულობა ბავშვთან ერთად, არ ვიცი, ისეთ მდგომარეობაში ვიყავი სიტყვებით ვერ აღვწერ!" - გზა საქართველოდან აშშ-მდე მექსიკის გავლით

ჯგუფში "მექსიკიდან ამერიკაში", მორიგი ისტორია გამოქვეყნდა, თუ რა გზის გავლა უწევთ ქართველ ემიგრანტებს, საქართველოდან აშშ-მდე. 

პოსტის ავტორი, მარიამ მაქაცარია, რომელიც უკვე ჩავიდა დანიშნულების ადგილამდე, ახლა უკვე, სხვებს აძლევს რჩევას.

"მეგობრებო, გამარჯობა, უკვე კანკუნიდან 🙏

ვინც აპირებთ მექსიკაში წამოსვლას თქვენი გზით გადამყვანის დახმარების გარეშე ((მექსიკის ტურიზმის საბუთით)) ჩემი გულწფელი თხოვნა იქნება, რომ თავი შეიკავოთ. დიდათ არ მეჯერა გადამყვანის ვინც კანკუნის აეროპორტში ეხმარება ხალხს, მაგრამ ფაქტია, რომ მართლაც გვეხმარება გადამყვანი.

3 ოქტომბერს წამოვედით - მე, მეუღლე და პატარა, თბილისი-ფრანქფურტი-კანკუნის რეისით. ყველაფერი ნაყიდი მქონდა-წინა გზა, უკანა გზა, სასტუმრო, სამედიცინო დაზღვევა, მექსიკის შიდა ტურებიც კი.

თბილისიდან არანაირი პრობლემა არ გვქონია, იმის მიუხედავად, რომ ყველა ბილეთი საქართველოში გვქონდა ნაყიდი. ფრანქფურტშიც ასევე არანაირი პრობლემა არ გვქონია, თავისუფლად ავედით კანკუნის ბორტზე.

პრობლემები შეგვექმნა თვითონ მექსიკის საზღვარზე, საერთოდ არანაირი მიზეზიი არ ჰქონიათ, რომ ქვეყანაში არ შევეშვით.

როგორც კი გადმოვედით აეროპორტში მივედით პასპორტ კონტროლზე დაინახეს თუ არა ქართული პასპორტი, გადაულაპარაკეს ერთმანეთს ოფიცრებმა. გამოიძახეს უფროსი, გადაგვიყვანეს სხვა ოთახში, სადაც მოგვიწყვეს დაკითხვა. უკანა გზის ბილეთი, სასტუმრო, ყველაფერი შეგვიმოწმეს ნაყიდი გვქონდა თუ არა. ასევე, თანხა რამდენი გვქონდა, სად ვაპირებდით დროის გატარებას. შეძლებისდაგვადად ყველაფერზე გავეცით ნორმალური პასუხი.

4 საათიანი დაკითხვის შემდეგ გვეუბნებიან, რომ ჩვენ არასასურველი სტუმრები ვართ. პირველივე რეისით დაგვაბრუნებენ უკან ფრანქფურტში!

რას გავხდებოდით ვერც ვერაფერი, ფულის შევთავაზეთ, მაგრამ ძალიან გაიკვირვეს თანხსი შეთავაზებაზე!

18 საათი ვიყავით კანკუნის აეროპორტში, დაგვაბრუნეს უკან. ამხელა გზა, ნერვიულობა ბავშვთან ერთად, არ ვიცი, ისეთ მდგომარებაში ვიყავი სიტყვებით ვერ აღვწერ!

ვინც აპირებთ ამ გზის გავლას მცირე ბიუჯეტით როგორც ჩვენ ნამდვილად არ გირჩევთ, რომ გარისკოთ ამხელა გზაზე გადამყვანის გარეშე წამოსვლა.

ბილეთები, სასტუმრო, მექსიკის შიდა ტური ყველაფერი 3 ადამიანზე გადახდილი გვქონდა 8200 დოლარი.

ვინც გამიკეთა საბუთები, მამია ხეცურიანმა, თავიდანვე ამიხსნა ყველაფერი, რომ 50/50 იქნებოდა ჩვენი მგზავრობა. გაგვიჭირდებოდა გადმოსვლა კანკუნში დახმარების გარეშე, მაგრამ არ მჯეროდა ვერ ვანალიზებდი გადამყვანის დახმარების გარეშე, როგორ არ შემეძლო, რომ გადავსულიყავი კანკუნში!

((( ანუ ვინც მექსიკაში დასასვენებლად მიდის რეალურად ყველას გადამყვანი ხომ არ ყავს თქო, რაშიც თურმე ძალიან ვცდებოდი. მექსიკა არაა ქართველებისთვის გათვლილი დასასვენებელი ადგილი )))

დავურეკეთ მამიას, ავუხსენით, რაც შეგვემთხვა, ძალიან გულთან მიტანა ჩვენი მდგომარება.

რაც ამ ადამიანმა გაკეთა ჩვენთვის რომ დღეს ჩვენ კანკუნში ვართ ამას დედმამიშვილი არ გაუკეთებს ერთმანეთს 🙏

რეალირად თანხა აღარ გვქონდა დარჩენილი 15 000$ გვქონდა მეტი არა. არანაირი გზა არ გვქონდა უკან წასვლის საქართველოში, ამხელა ვალების შემდეგ.

დაველაპარაკე მამიას, ჟენიას, მათი დახმარებით წამოსვულიყავით მეორედ, რამდენად შესაძლებელი იქნებოდა რომ დაგვხმარებოდნენ, ასევე თანხაზეც აუხსენით ჩვენი მდგომარება პრობლემა. ყველაფერი გაითვალისწინეს.

ერთი ადამიანის გადმოყვანა 9 000$ გვითხრეს 3 ზე ადამიანზე 24 000$.

დაგვიგეგმეს მგზავრობა ფრანქფურტი-ბარსელონა-კანკუნი. ბარსელონაში გავჩერდით ერთი  ღამე. ბარსელონადან მათთვის სასურველი რეისის ბილეთები ვიყიდეთ, კანკუნის აეროპორტში შემოვედით უპრობლემოდ 🙏

მთავარი რაც არის, კიდევ არის ადამიანობა შემორჩენილი, გადაყვანის თანხა 24,000$ რის საშუალებაც არ გვქონდა ჩვენ ერთი თვის განმავლობაში გვაცდიან 🙏 მეუღლის ძკამაცია ჩაგვიდგა შუაში ❤️🙏 ემოციებს ვერ გამოვხატავ ისეთი გახარებული ვარ 🙏🙏

ყველა არ გადის კი ნამდვილად ერთი და იგივე გზას, ყველა სხვადასხვა გზას გადის. 

მაგრამ იცოდეთ რომ ეს არის ძალიან დიდი სიმწარე, იმედგაცრუება, ადამიანის დამცირება, რასაც განიცდი. უკან გატრიალების დროს ქვეყანა რომ არ გაძლევს ქვეყანაში შესვლის საშუალებას.

წარმატებას გისურვებთ ყველას",-წერს, მარიამ მაქაცარია.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵რა გელოდება დღეს? - 9 ოქტომბრის ჰოროსკოპი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

🔵"ისეთი ცოლი უნდა მოვიყვანო მთელი საქართველო საუბრობდეს ჯადო გაუკეთაო, დაიცადეთ ცოტაც და😀👑" -გიორგი მასხულია

🔵"ისე კი ბო*ად ვითვლებოდი, "ვარცხვენდი" ქართუს და "ჩრდილს ვაყენებდი" გოიმთა ასრულებული ოცნების შეულახავ "იმიჯს"  - იუნა შაფათავა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789673487

ახალი ამბები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად, აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ლევან დარახველიძემ აჭარაში მიმდინარე და...

ზურაბ პატარაძე

1789670970

ახალი ამბები

ვატო შაქარიშვილი: გუშინ ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენის ყოველწლიური გამოსვლა ჩაძირვის პირას მყოფი ტიტანიკის სცენას ჰგავდა, როდესაც აღსასრულის მოახლოების მიუხედავად ორკესტრი დაკვრას, მგზავრები კი ცეკვას განაგრძობენ

იმ ადამიანებს მაინც მოვუსმინოთ, ვინც შიგნიდან ხედავს რეალურ სურათს და მაქსიმალურად შორს დავიჭიროთ თავი, დეგრადაციის შეუქცევად პროცესში მყოფი ევროკავშირისგან, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“აღმ...

ვატო შაქარიშვილი

1789669153

ახალი ამბები

სამგორის რაიონში ე.წ. სამხედრო დასახლებაში დედაქალაქში სიდიდით მეორე პარკი გაიხსნა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, აბაშვილის ქუჩა N3-ში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, 16 ჰექტარ ტერიტორიაზე პარკის მოწყობა დაასრულა. რეკრეაციული სივრცე დედაქალაქში სიდი...

. სამხედრო დასახლება

1789668187

ახალი ამბები

ზვიად შალამბერიძე „ფარაზე“: ვფიქრობ, სულ ახლო მომავალში, თითქმის ყველა სახელმწიფოს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თავისი სუვერენიტეტი, თავის კანონმდებლობაში მსგავსი და ძალიან მკაცრი კანონი ექნება

„ვფიქრობ, სულ ახლო მომავალში, თითქმის ყველა სახელმწიფოს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თავისი სუვერენიტეტი, თავის კანონმდებლობაში მსგავსი და ძალიან მკაცრი კანონი ექნება“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“...

ზვიად შალამბერიძე

1789664187

ახალი ამბები

კახა კალაძე FARA-ს გამკაცრებაზე: ეს აბსოლუტურად გასაგებია მთელ მსოფლიოში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება FARA-ს რეგულაციების გამკაცრების შესახებ გასაგებია იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც დღეს მთელ მსოფლიოშია. როგორც კალაძემ მედიას განუცხადა...

კახა კალაძე