„გაყიდვა-გაშვილების სქემის „მსხვერპლი" უკარგეს ოჯახში აღვიზარდე, საოცარ ადამიანებთან და მადლობას ვეტყვი ოდესმე ჩემს ბიოლოგიურ მშობლებს, თუ ვიპოვე“ -ჟურნალისტი გიგა გელხვიძე პირველი არხის დირექტორს მიმართავს
ჟურნალისტი გიიგა გელხვიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს:
„დიდი ხანია მინდა დავწერო და როგორც იქნა ამისთვისაც მოვიცალე...
ალბათ ახლა, ეს თემა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია ქვეყანაში...
მოგეხსენებათ ათწლეულების მანძილზე საქართველოში კარგად შემუშავებული ბავშვების გაყიდვა-გაშვილების სქემა მუშაობდა, რომლის დამსახურებითაც ათასობით დედა დღეს თავის მკვდრად გამოცხადებულ (რეალურად ცოცხალ და გაყიდულ) შვილს ეძებს, ასევე არიან გაშვილებული და გაყიდული ,,ბავშვებიც".
ეს სქემა როგორც იქნა გაიშიფრა და ეს თემა დაიძრა საქართველოში, თავდაპირველად არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს თემა ერთ-ერთმა პირველმა ჟურნალისტმა მაია ასათიანმა, თავის გადაცემა ,,პროფილში" წამოჭრა, შემდეგ გადაცემის ფორმატი რაღაცნაირად შეიცვალა და ეს ამბები ყველას მიავიწყდა, თუმცა რამდენიმე ადამიანის დაკავშირების შემდგომ, რომლებიც ერთი და იგივე ფიქრით და ოცნებით სულდგმულობდნენ, ეპოვათ თავიანთი ბიოლოგიური ახლობლები, შეიქმნა ჯგუფი ,,ვეძებ", შემდგომში კი უკვე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც სათავეში Tamuna Museridze უდგას და ძალიან კარგ საქმეს აკეთებს.
ამის შემდგომ ქართულ სატელევიზიო სივრცეში გაჩნდა იმავე სახელწოდების გადაცემა ,,ვეძებ", რომლის დახმარებითაც არაერთმა ადამიანმა იპოვე ერთმანეთი.
სამწუხაროდ უსახსრობის გამო დღეს გადაცემა ეთერში აღარ არის, სპონსორების თემა მოგეხსენებათ, არც ისე კარგად არის ამ ქვეყანაში.
ამ დროისთვის ჯგუფში ,,ვეძებ" 185 256 ადამიანია გაწევრიანებული, რომლებიც ეძებენ თავის ახლობლებს, სხვის ახლობლებს და უბრალოდ დაინტერესებულები არიან იმით, რომ კეთილი საქმე გაკეთდეს, დაკარგულმა ადამიანებმა ერთმანეთი იპოვონ და რაც ყველაზე მძიმე აღსაქმელია, თავიდან იქნას აცილებული ე.წ. ინცესტის საკითხი.
მე, ერთმა რიგითმა მოქალაქემ, რომელიც ამავდროულად არის იმ ცნობილი გაყიდვა-გაშვილების სქემის ,,მსხვერპლი" (ბრჭყალები იმიტომ, რომ უკარგეს ოჯახში აღვიზარდე, საოცარ ადამიანებთან და მხოლოდ მადლობას ვეტყვი ოდესმე ჩემს ბიოლოგიურ მშობლებს, თუ ვიპოვე) მინდა მივმართო პირველი არხი - ს და მის დირექტორს Tinatin Berdzenishvili - ს.
თუ გავითვალისწინებთ, არხის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელის ვასილ მაღლაფერიძის 2021 წლის 7 სექტემბრის პარლამენტში გამოსვლას, თითოეული მოქალაქის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებელი თვეში 1,30 ლარით ფინანსდება, ანი ჯგუფ ,,ვეძებ"-ის წარმომადგენლების ოდენობას თუ გავითვალისწინებთ და ზუსტად გადავთვლით, თვეში 240 832,8 ლარით ფინანსდება. ახლა ისმის სრულიად ლეგიტიმური კითხვა, ვის თუ არა და საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ვალდებულება, რომ მსგავსი ტიპის სოციალური თემატიკის გადაცემა გააკეთოს და გაუშვას ეთერში?
ალბათ იტყვით, რომ არსებობს მაუწყებლის ეთერში სოციალური თემატიკის გადაცემა ,,რეალური სივრცე" (ჩემი უდიდესი პატივისცემა ნინო ზაუტაშვილს, ძალიან კარგი პროექტია), მაგრამ ,,რეალური სივრცე" არის სოციალურ პოლიტიკური და ამ თემატიკას სჭირდება კონკრეტული გადაცემა.
გარდა ამისა, ბავშვების დიდი ნაწილი გაყიდულია უცხოეთში, ასევე არსებობს ჩვენი საამაყო ემიგრაცია, რომლებსაც სატელევიზიო სიხშირით ხელი მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე მიუწვდებათ, არც ეს ადამიანები უნდა დავივიწყოთ.
იმედია დაფიქრდებით ამ საკითხზე. არ დავწერდი ამ პოსტს, რომ არა თინათინ ბერძენიშვილის არხის ხელმძღვანელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, საგრძნობლად შეცვლილი (სასიკეთოდ) ბადე და საინტერესო გადაცემები.
მადლობა ყურადღებისთვის...“, - წერს ჟურნალისტი გიგა გელხვიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
1789586275
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: თამაზ ბორაშვილი 20 წელია უსაფრთხოების სისტემაშია, პირველი თანამდებობიდან უკვე ხელმძღვანელობამდე, ყველა ეტაპი გავლილი აქვს, ეს მნიშვნელოვანია ინსტიტუციის მდგრადობისა და პროფესიონალიზმისთვის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „ღამის კურიერში“, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე ცვლილებებისა და ახლად არჩეული ხელმძღვანელის შესახებ ისაუბრა. პაპუაშვილის...
1789585622
მსოფლიოაშშ-მა ვენესუელა იმ ქვეყნების სიიდან ამოიღო, რომლებიც ნარკოტიკების კონტროლის ვალდებულებებს ვერ ასრულებდნენ
ვაშინგტონმა ვენესუელა ამოიღო იმ ქვეყნების სიიდან, რომლებიც, მისი შეფასებით, ნარკოტიკების კონტროლის ვალდებულებებს ვერ ასრულებდნენ და მიანიშნა, რომ მომავალ წელს შესაძლოა კოლუმბიის ჯერიც დადგეს, თუ მისი...
1789583771
ახალი ამბებისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისძვრა დღეს თბილისის დროით 22:20-ზე ქალაქ დმანისიდან დასავლეთით 20კმ-ში, სოფელი მამიშლარიდა...
1789583127
საზოგადოებაშაკო კუჭაშვილი „ვოლტის“ რეკლამაში DJ კორძის მონაწილეობაზე: კომპანია, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობის მაგინებელს საკუთარ პლატფორმას უთმობს, მასობრივ და ორგანიზებულ ბოიკოტს იმსახურებს
კომპანია, რომელიც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მაგინებელს საკუთარ პლატფორმას უთმობს, ფულს უხდის და მიიჩნევს, რომ მისი სიფათი სარეკლამო კამპანიისთვის გამოდგება, მასობრივ და ორგანიზებ...
1789578479
საზოგადოებაკობა კობალაძე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს სახანძრო და სამაშველო ინსტიტუტს ესტუმრა
ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, გენერალ-მაიორ კობა კობალაძის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება. 15 სექტემბერს, გენერალი კობალაძე და მისი თანმხლები დელეგაცია,...


























