"გეკითხებით: ბატონი ზვიადი ცოცხალი რომ იყოს, ცოტნეს ასე ხომ ვერ მოექცეოდით? - გასაკვირია, დედას ვეხვეწებოდეთ საკუთარი შვილის გადარჩენას" - ლეგენდარული მფრინავის მიმართვა მანანა არჩვაძეს

სოციალურ ქსელში ვრცელდება ლეგენდარული მფრინავის, ზაურ ბედიას წერილი მანანა არჩვაძე-გამსახურდიასადმი:

"ეს წერილი გადმომცა ლეგენდარულმა მფრინავმა ბატონმა ზაურ ბედიამ.
უნდა იცოდეს საქართველომ:

ეს , ის ადამიანია, ვინც, დევნილი პრეზიდენტი ოჯახთან ერთად, ერევნიდან გროზნოში სასწაულებრივი მანევრებით ჩააფრინა, იერიშების ფონზე!

მის თვითმფრინავს გენერალ შარაშენიძის თხოვნით, (რასაც, მოგვიანებით, თავადვე, აცხადებდა პრესაში დიდი სიამაყით) ერევანში განლაგებული რუსული ავიაგამანადგურებლები დაედევნა.
 
== მიმართვა ქ-ნ მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ==

"ნება მომეცით, მოგმართოთ თქვენს ბიოლოგიურ შვილთან, ცოტნე გამსახურდიასთან დაკავშირებით!

მე, ვერ დავრჩები გულგრილი, იმის მიმართ, რაც ხდება და რა მდგომარეობაშიაცაა დღეს, დიდი კონსტანტინეს შვილიშვილი, ჩვენი ქვეყნის პირველი და დღემდე განუმეორებელი,საქართველოს სულიერად აღმაშენებელი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას და თქვენი შვილი ,ცოტნე გამსახურდია.

მე ვერ გავჩუმდები მისი გამოჯანმრთელების ხელისშემშლელ გარემოებებზე.

მთელი საქართველო, ყველა ჭეშმარიტი ქართველი დღეს, ცოტნესთვის ლოცულობს.

იმედია უფალი შეისმენს ამ, საყოველთაო ლოცვას, მაგრამ, ღმერთიც ვერ გვიშველის, თუ პირველ რიგში, საკუთარი დედა არ გაუწევს დედობას განსაცდელში მყოფ შვილს.

ვერასდროს წარმოვიდგენდი ამას.

დაუჯერებელია, რასაც თქვენ აკეთებთ. (დედის ვალია,გაჭირვებაში შვილის გვერდით და პირიქით, შვილი დედის გვერდით იდგეს).

ალბათ, ვინმე გიბიძგებთ ასეთი მოქმედებისკენ , ან ჰიპნოზს გიკეთებთ.

ისინი პირადად თქვენი და გამსახურდიების ოჯახის დაუძინებელი მტრები არიან.

მე ,ჩემს თავს ვაძლევ ამის თქმის უფლებას,რადგან დიდი წვლილი მიმიძღვის თქვენი და თქვენი შვილების სიცოცხლის გადარჩენაში!

დიახ,თქვენ და თქვენი ღირსეული შვილები ცოცხლები რომ ხართ, ეს ჩემი დამსახურებაა.

ამას არ გაყვედრით, ჰაერში, ცაში გამანადგურებელ ბომბდამშენებს შორის შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი მხოლოდ ეს იყო: ან, სიცოცხლე, ან სიკვდილი!

ამიტომ, თქვენი ბიოლოგიური შვილები ჩემი სულიერი შვილები არიან, თქვენ კი, - სულიერი და.

ამიტომ, ნუ გაახარებთ ჩვენი საერთო მტრების გულს.

მე გეკითთხებით: ბატონი ზვიადი ცოცხლალი რომ იყოს, ცოტნეს ასე ხომ ვერ მოექცეოდით?

თქვენ, წინ ეღობებით და სასტიკად ებრძვით ინვალიდის ეტლში მყოფი ცოტნეს მამა-პაპისეულ კოშკში დაბრუნებას, იქ, სადაც დაიბადა, სიარული ისწავლა, სადაც პირველმა შვილმა პირველად „დედა“ დაგიძახათ.

კოლხური კოშკი ხომ მისი მამის, დიდი ზვიადის (ანდერძით) დანატოვარია ცოტნესათვის და გიორგისთვის.

მათთვის, ხომ არსად არ არსებობს სხვა ჭერი და საცხოვრისი ამ დედამიწაზე.

ამავე დროს, მინდა გამოვაცხადო, რომ, თქვენ და ჩვენც,მადლობა უნდა ვუთხრათ ქალბატონ ანა ჯაბაურს,
,რომ მძიმე მდგომარეობაში კი არ მიატოვა ძვირფასი ადამიანი, ძმებთან ერთად იბრძვის მისი სიცოცხლისთვის.

იგი ცოტნესთვის თავდადებული მეუღლეა(მას დედა ტერეზას დავარქვი) რომელსაც ამოძრავებს, მხოლოდ თქვენი შვილის ცოტნე გამსახურდიას სიცოცხლის შენარჩუნება და არავითარი მატერიალური დაინტერესება არ აქვს.

(ოფიციალურად, სასამართლოთი დაადასტურა ეს).

მე და ყველა ჭეშმარიტი ქართველს თხოვნა გვექნება, რომ გაუხანგრძლივოთ სიცოცხლე თქვენს ბიოლოგიურ შვილს, ნუ შეუშლით ხელს ცოტნეს , თავის საყვარელ მეუღლესთან ანა ჯაბაურთან ერთად თავის ოდაბადეში შესვლას

.როგორც ექიმს,ძალიან კარგად მოგეხსენებათ, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ამას მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისათვის.

(გასაკვირია, დედას ვეხვეწებოდეთ საკუთარი შვილის გადარჩენას.)

ჩვენ, მშობლებს, რისთვის და ვისთვის გვინდა მატერიალური სიმდიდრე, თუ არა, შვილებისათვის და შვილიშვილებისათვის.

სად უნდა წავიდეს ცოტნე? სულ, წეროვანის ჰოსპიტალში უნდა იყოს, თქვენს გამო?
სანამ დროა, სასამართლოებით დავას თავი დაანებეთ.

ნუ,აწუხებთ მოსამართლეებს, ყოველ წუთს მნიშვნელობა აქვს ცოტნესთვის და ნუ გაგყავთ დრო!

დიდი პატივისცემით: სოხუმის გაერთიანებული ავიახაზის ტუ- 134 ხომალდის მეთაური,
საქართველოს სახალხო მფრინავი ორესტი (ზაური) ბედია. 28/05.2022.",- აღნიშნულია მიმართვაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

* პოლიციამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა

ცოტნე გამსახურდია უცხოეთში მკურნალობის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788281842

ახალი ამბები

სვანეთში დაკარგული 20 წლის ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

სვანეთში დაკარგული 20 წლის ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულის შესახებ newshub.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. არსებული ცნობით, ცხედარი ჭალათის მყინვარის მიმდებარედ ნახეს....

ლენტი ლენტი

1788279677

მსოფლიო

ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 050-მდე გაიზარდა

ნეპალში, კატასტროფული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 1 050-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ CNN წერს. კატასტროფების რისკის შემცირების მართვის სააგენტოს (NDRRMA) მონაცემებით, ნეპალში, სულ...

ნეპალში წყალდიდობა

1788277123

ახალი ამბები

ლევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით საჯარო სტრუქტურებში გამოცხადებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა მოიცავს 3 000-ზე მეტ ვაკანსიას, სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, გამოცხადდა საჯარო სტრუქტურებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, აღნიშნული მოიცავს 3 000-ზე მეტ ვაკანსიას, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროს...

ლევან ჟორჟოლიანი

1788276565

ახალი ამბები

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა გაიმართა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში შეხვდ...

ქართულმა ოცნება

1788275376

ახალი ამბები

ბათუმში ზღვაში გაუჩინარებული ქალის ცხედარი იპოვეს

4-დღიანი ძებნის შემდეგ ბათუმის ზღვაში დაკარგული ქალის ცხედარი იპოვეს. ქალის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ცნობისთვის, 29 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალი წყალში შე...

დაჭრა, შემთხვევა, სამართალი,