"გოგაშვილი ერთ-ერთი საცოდავი ჭანჭიკია მთელ ამ სურათში. ეს მოუწევთ ბოლოს უკანონო ბრძანებების შემსრულებლებს, ეს მაინც კარგად დაიმახსოვრეთ"

ჟურნალისტი ელისო ჯანაშია სოციალურ ქსელში სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის დაკავებას ეხმაურება და წერს:

"როგორ მეზიზღებოდა ეს გოგაშვილი მაჩალიკაშვილის ტრაგედიის გამო.

იმ დროს როგორ ვნატრობდი მის დაკავებას, ოღონდ არა ივანიშვილის ღალატის, არამედ 19 წლის ბიჭის მკვლელობის და მერე ტერორისტად გამოცხადების გამო. 

მან კი ყველაფერი იცოდა და საწყალი, გამწარებული მშობლები რამდენი წელი სახით მიწაზე ახოხა სიმწრით, აყვირა, ახავლა, სამართალი მოუსპო.

თავად ამ ნაბიჭვრობებით ნაშოვნი ფულით აშენებულ სასახლეში იჯდა თბილად  და ხელშეუხებელად ცხოვრობდა.

ახლა, როცა კარმის მიერ დაწერილმა სამართალმა ურმით მოაკითხა, მეცოდება და აღარ მომწონს ამ სურათის ნახვა.

რადგან სისტემის უარესი ბოროტება იკვეთება და ეს გოგაშვილის კი არა, კიდევ ერთხელ საზოგადოების დასჯაა, ქვეყნის დასჯაა, ყველა სამართლისთვის მებრძოლი ადამიანის და მაჩალიკაშვილების ოჯახის შეურაცხყოფაა.

როგორ მრცხვენია მაგ წესიერი ხალხის, ერთხელ ქუჩაში ბოდიშიც მოვუხადე, რომ ვერაფერი შევძელით მათთვის.

ვირთხებმა დაიწყეს დაჭმა და თითქოს უნდა მიხაროდეს, მაგრამ პირიქით განცდა მაქვს, რადგან ეს  ნიშნავს, რომ სამართლებრივი სისტემა კი არა, ბანდიტების, ყველაფერზე წამსვლელი და საშიში ხელისუფლება გვყავს.

გოგაშვილი ერთ-ერთი საცოდავი ჭანჭიკია მთელ ამ სურათში. 

ეს მოუწევთ ბოლოს გოგაშვილისნაირ უკანონო ბრძანებების შემსრულებლებს, ეს მაინც კარგად დაიმახსოვრეთ!",- წერს ჯანაშია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი სპეცოპერაციის შედეგად საკუთარ სახლში გვიან ღამით აიყვანეს.

ცნობისთვის, სოსო გოგაშვილმა გუშინ დაწერა, რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ჰქონდა, რომელიც "შესაბამის ორგანიზაციას" გადასცა. რამდენიმე დღის წინ კი გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც მთავარი არხის ჟურნალისტების ფარული მიყურადებით იყო მოპოვებული. აღნიშნულ აუდიოჩანაწერში საუბარი იყო სოსო გოგაშვილზეც.

სოსო გოგაშვილმა ქართული ოცნება 2020 წლის ოქტომბერში დატოვა. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ 2015-2018 წლებში მუშაობდა. 2014 წელს შსს-ს გენინსპექციის უფროსი იყო. გოგაშვილი ხელმძღვანელობდა პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

📍"ფილმში მგონია თავი - გადაატრიალეს სახლები, მამაჩემის პირადი მძღოლი ვინც არის, იმის სახლში მივიდნენ და ამოუყირავეს სახლი, არასრულწლოვანი ბავშვები ჰყავს, წამლები დაალევინა, ისე ინერვიულეს" - სოსო გოგაშვილის შვილის კომენტარი

📍"ეს არის დასაწყისი - არ მამოძრავებს შურისძიება, ვითხოვ სამართლიანობის აღდგენას" - მალხაზ მაჩალიკაშვილი გოგაშვილის დაკავებაზე

📍სუს-ი სოსო გოგაშვილის დაკავებაზე პირველ კომენტარს აკეთებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752782862

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წერილზე: ევროკავშირმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი და დაარღვია საქართველოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულება, რაც სირცხვილია

ამ წერილიდან გავიგეთ ორი რამ: გავიგეთ რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტისთვის ვიზის აუცილებლობის შემოღება იყო 2010 წლის ხელშეკრულების დარღვევა ევროკავშირის მხრიდან და ფაქტია, რომ ევროკავშირმა...

შალვა პაპუაშვილი

1752782134

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: წარმოგიდგენიათ მაკა ბოჭორიშვილი რომ ჩავიდეს ესტონეთში და ოპოზიციის აქციაში მიიღოს მონაწილეობა?! იტყვიან, რომ ევროპული ღირებულებები ამას ეწინააღმდეგება. თვითონ რომ ამას აკეთებენ, ეს რატომაც ჩვეულებრივი მომენტია

წარმოგიდგენიათ მაკა ბოჭორიშვილი რომ ჩავიდეს ესტონეთში და იქაური ოპოზიციის აქციაში მიიღოს მონაწილეობა?! იტყვიან, რომ ევროპული ღირებულებები ამას ეწინააღმდეგება. თვითონ რომ ამას აკეთებენ, ეს რატომაც ჩვეუ...

შალვა პაპუაშვილ

1752782104

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელის წერილი შეეხება უვიზო მიმოსვლის ანგარიშებს, რომელიც ყოველ წელს დგება დეკემბერში. აგვისტო წერილში არ არის ნახსენები, ზეპირად არის ნათქვამი, მაგრამ ფაქტია, რომ აწყობილია საარჩევნო კალენდარზე

ბრიუსელის წერილი შეეხება უვიზო მიმოსვლის ანგარიშებს, რომელიც ყოველ წელს დგება და ეს ხდება წესით დეკემბერში. ეს აგვისტო წერილში არ არის ნახსენები და ზეპირად არის ნათქვამი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს აწყობილ...

შალვა პაპუაშვილი

1752782050

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: რობერ შუმანი ალბათ საფლავში ტრიალებს, როდესაც ხედავს რა ემართება ევროკავშირს ბრიუსელის დღევანდელი პოლიტიკური ელიტის ხელში. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის სვლას საბჭოთა კავშირისკენ

სრულად ეწერება იმ პოლიტიკაში, რომელსაც ახალი ადმინისტრაცია აწარმოებს. ჩვენ სახელმწიფო მდივნისგან მოვისმინეთ კიდევაც განმარტება, რომ განსხვავებით წინა ადმინისტრაციისგან, ისინი აღიარებენ, რომ ყველა ქვეყ...

შალვა პაპუაშვილი

1752779680

მსოფლიო

The Wall Street Journal: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეზღუდვებს აწესებს სხვა ქვეყნების არჩევნებთან დაკავშირებით საჯარო შეფასებებზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აწესებს შეზღუდვებს უცხოურ არჩევნებთან დაკავშირებით საჯარო შეფასებებზე, რითიც ის უარს ამბობს წლების განმავლობაში გამოყენებულ პრაქტიკაზე, რომელიც დემოკრატიული სტანდარტების...

: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი