"გპირდებით პირველ ხილს და წვენს მე შემოგაწვდით "პერედაჩაზე"- კარმა უზენაესი სასამართლოა ჩვენნაირი მოკვდავებისთვის ბატონო სოსო" - დეა აფციაური

ეკონომიკის ექსპერტ ოთო აბესაძის მეუღლე დეა აფციაური, სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის დაკავებას ეხმაურება, რომლის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ქრთამის აღების ფაქტზე ოთო აბესაძე დააკავეს, რომელიც იმჟამად, თბილისის მერიის თანამშრომელი იყო.

"ბატონო სოსო, ყველაზე სამწუხაროა თქვენნაირი მშობლების გამო შვილები, რომ იჩაგრებიან, მაგრამ ამ ყველაფერში მხოლოდ და მხოლოდ თქვენ ხართ დამნაშავე.

თუმცა თქვენი არასამართლიანი ქმედების გამო 2017 წელს მშობლებიან-შვილებიანად შეიწირეთ მთელი ჩვენი ოჯახის ჯანმრთელობა, რომელსაც დღემდე ვმკურნალობთ.

თქვენი არასამართლიანი ქმედების გამო აღმოჩნდა ჩემი ქმარი ციხეში,

თქვენი არასამართლიანი ქმედების გამო გარდაეცვალა ბაბუა,

თქვეენი არასამართლიანი ქმედების გამო დამიზიანდა ფიზიკურ-მენტალური ჯანმრთელობა და გაგვიმწარდა ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი.

თქვენი არასამართლიანი ქმედების გამო თეთრი კაბის მაგივრად, გლდანის ციხის კედლებში მოვაწერე საყვარელ ადამიანთან ხელი,

თქვენი არასამართლიანი ქმედების გამო დავდიოდი ყოველდღე “პერედაჩებზე” ისე, რომ არ ვიცოდი კიდე 1თვე, 1 წელი თუ 10 წელი მომიწევდა გლდანის ციხეში სიარული.

საბოლოოდ ზოგიერთი ადამიანი ტოვებს იმ ადგილს, სადაც უსამართლოდ ხვდება და სხვები იკავებენ იგივე ადგილს სამართლიანად…

გპირდებით პირველ ხილს და წვენს მე შემოგაწვდით “პერედაჩაზე”

❗️კარმა უზენაესი სასამართლოა ჩვენნაირი მოკვდავებისთვის ბატონო სოსო ",- წერს დეა აფციაური.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი სპეცოპერაციის შედეგად საკუთარ სახლში გვიან ღამით აიყვანეს.

ცნობისთვის, სოსო გოგაშვილმა გუშინ დაწერა, რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ჰქონდა, რომელიც "შესაბამის ორგანიზაციას" გადასცა. რამდენიმე დღის წინ კი გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც მთავარი არხის ჟურნალისტების ფარული მიყურადებით იყო მოპოვებული. აღნიშნულ აუდიოჩანაწერში საუბარი იყო სოსო გოგაშვილზეც.

სოსო გოგაშვილმა ქართული ოცნება 2020 წლის ოქტომბერში დატოვა. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ 2015-2018 წლებში მუშაობდა. 2014 წელს შსს-ს გენინსპექციის უფროსი იყო. გოგაშვილი ხელმძღვანელობდა პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს.

ასევე დაგაინტერესებთ: 

📍"გოგაშვილი ერთ-ერთი საცოდავი ჭანჭიკია მთელ ამ სურათში. ეს მოუწევთ ბოლოს უკანონო ბრძანებების შემსრულებლებს, ეს მაინც კარგად დაიმახსოვრეთ"

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752782862

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წერილზე: ევროკავშირმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი და დაარღვია საქართველოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულება, რაც სირცხვილია

ამ წერილიდან გავიგეთ ორი რამ: გავიგეთ რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტისთვის ვიზის აუცილებლობის შემოღება იყო 2010 წლის ხელშეკრულების დარღვევა ევროკავშირის მხრიდან და ფაქტია, რომ ევროკავშირმა...

შალვა პაპუაშვილი

1752782134

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: წარმოგიდგენიათ მაკა ბოჭორიშვილი რომ ჩავიდეს ესტონეთში და ოპოზიციის აქციაში მიიღოს მონაწილეობა?! იტყვიან, რომ ევროპული ღირებულებები ამას ეწინააღმდეგება. თვითონ რომ ამას აკეთებენ, ეს რატომაც ჩვეულებრივი მომენტია

წარმოგიდგენიათ მაკა ბოჭორიშვილი რომ ჩავიდეს ესტონეთში და იქაური ოპოზიციის აქციაში მიიღოს მონაწილეობა?! იტყვიან, რომ ევროპული ღირებულებები ამას ეწინააღმდეგება. თვითონ რომ ამას აკეთებენ, ეს რატომაც ჩვეუ...

შალვა პაპუაშვილ

1752782104

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელის წერილი შეეხება უვიზო მიმოსვლის ანგარიშებს, რომელიც ყოველ წელს დგება დეკემბერში. აგვისტო წერილში არ არის ნახსენები, ზეპირად არის ნათქვამი, მაგრამ ფაქტია, რომ აწყობილია საარჩევნო კალენდარზე

ბრიუსელის წერილი შეეხება უვიზო მიმოსვლის ანგარიშებს, რომელიც ყოველ წელს დგება და ეს ხდება წესით დეკემბერში. ეს აგვისტო წერილში არ არის ნახსენები და ზეპირად არის ნათქვამი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს აწყობილ...

შალვა პაპუაშვილი

1752782050

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: რობერ შუმანი ალბათ საფლავში ტრიალებს, როდესაც ხედავს რა ემართება ევროკავშირს ბრიუსელის დღევანდელი პოლიტიკური ელიტის ხელში. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის სვლას საბჭოთა კავშირისკენ

სრულად ეწერება იმ პოლიტიკაში, რომელსაც ახალი ადმინისტრაცია აწარმოებს. ჩვენ სახელმწიფო მდივნისგან მოვისმინეთ კიდევაც განმარტება, რომ განსხვავებით წინა ადმინისტრაციისგან, ისინი აღიარებენ, რომ ყველა ქვეყ...

შალვა პაპუაშვილი

1752779680

მსოფლიო

The Wall Street Journal: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეზღუდვებს აწესებს სხვა ქვეყნების არჩევნებთან დაკავშირებით საჯარო შეფასებებზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აწესებს შეზღუდვებს უცხოურ არჩევნებთან დაკავშირებით საჯარო შეფასებებზე, რითიც ის უარს ამბობს წლების განმავლობაში გამოყენებულ პრაქტიკაზე, რომელიც დემოკრატიული სტანდარტების...

: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი