"გროვდება ხელმოწერები, რათა ლევან ბერძენიშვილს ლექციების კითხვა აეკრძალოს - არ ვიცი, ვის თავში დაიბადა ეს სისულელე"

"გროვდება ხელმოწერები, რათა ლევან ბერძენიშვილს ლექციების კითხვა აეკრძალოს. არ ვიცი, ვის თავში დაიბადა ეს სისულელე", - ასე ეხმაურება,  პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ამირან გომართელი ლევან ბერძენიშვილის მიერ ერეკლე მეორეს შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე საზოგადოების რეაქციას.

"ძვირფასო მეგობრებო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გროვდება ხელმოწერები, რათა ლევან ბერძენიშვილს ლექციების კითხვა აეკრძალოს.

არ ვიცი, ვის თავში დაიბადა ეს სისულელე.

არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს შემოგდებული თემა იყოს, რათა მერე ფსევდოლიბერალებმა იძახონ, რა ბნელეთია ეს საქართველო.

ის ფაქტი, რომ ლევან ბერძენიშვილს არ აქვს სრულყოფილი ცოდნა ერეკლეს ეპოქაზე ან გარკვეულ პოლიტიკურ კლანს აწონებს თავს ერეკლესათვის მოღალატის შერქმევით, არ ნიშნავს, რომ მას ანტიკური ლიტერატურის შესახებ ლექციების კითხვა ავუკრძალოთ.

საზოგადოებამ, რომელიც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას აღიარებას, არც ლევან ბერძენიშვილის დასჯა უნდა მოითხოვოს და არც იმ კაცისა, რომელმაც თელავში საზოგადოებრივი ტუალეტის კარზე ლევან ბერძენიშვილის პორტრეტი გამოკიდა.

პროტესტის ამგვარი ფორმაც გამოხატვის თავისუფლებაა”, – წერს ამირან გომართელი.

ცნობისთვის, საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა მას შემდეგ არ წყდება, რაც ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა:

"ვიდრე ერეკლე მეორე მოღალატედ არ არის გამოცხადებული, ღარიბაშვილი გამოვა და იკითხავს, - ომი გინდათო? ერეკლე მეორემაც ეგ თქვა, - აბა ომი გინდათო?"

ასევე დაგაინტერესებთ:

* თბილისში დღეს დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი - „ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისათვის“ იმართება

* ერეკლე მეფის შესახებ ამდენი ყაყანი ეფუძნება ისტორიის, ასევე გეორგიევსკის ტრაქტატის პირობების ელემენტარულ არცოდნას - კოკო გამსახურდია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780484349

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამ ოპოზიციის სრული უსახურობა და მათი პოლიტიკური სტრატეგია, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციაზე აგებული

კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამ ოპოზიციის სრული უსახურობა და მათი პოლიტიკური სტრატეგია, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციაზე აგებული, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციის...

ირაკლი ქადაგიშვილი

1780482231

ახალი ამბები

პაპუაშვილი: პეტერ ფიშერი საუბრობს დეზინფორმაციაზე და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი დეზინფორმაციას ავრცელებს, დღეებს ვითვლით, დაგვტოვებს და ვნახოთ, როგორ იქნება

გერმანიაში ჩვენი ელჩის დანიშვნას რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი პეტერ ფიშერთან არის დაკავშირებული. ვიდრე ის აქ არის, არც რწმუნებათა სიგელის გადაცემა იქნება და ვებგვერდსაც არ ჩაასწორებენ, - ამი...

შალვა პაპუაშვილი

1780481164

ახალი ამბები

ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი თვალის გუგებიდანაც ანთხევს ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო

„უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარ...

ჯაბა ხუბუა

1780479614

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: BBC-ის გავუგზავნეთ მესამედ საჩივარი, ჩვენ ძალიან სკრუპულოზურად ვუდგებით ამ საკითხს, დიდი შრომა მიდის ამ საკითხზე იმისთვის, რომ ჩვენი საჩივრები იყოს სათანადოდ დასაბუთებული, რაც არის კიდეც, ველით ჯერ, პასუხი არ მიგვიღია

BBC - ის გავუგზავნეთ მესამედ საჩივარი. ჩვენ ძალიან სკრუპულოზურად ვუდგებით ამ საკითხს. დიდი შრომა მიდის ამ საკითხზე იმისთვის, რომ ჩვენი საჩივრები იყოს სათანადოდ დასაბუთებული, რაც არის კიდეც. ველით ჯერ,...

შალვა პაპუაშვილი

1780478838

ახალი ამბები

ნათია თურნავა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ზედამხედველების (BSCEE) ჯგუფის 2027 წლის თავმჯდომარედ აირჩიეს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ზედამხედველების (Group of Banking Supervisors from Central and Eastern Europe - BSCEE) ჯგუფის 2027 წლის თა...

ნათია თურნავა