„გულაჩუყებული ვარ... ბილეთი უკვე ავიღე, შემოდგომას რომ მივალაგებ ჩავაკითხავ და ჩამოვიყვან“ - რას წერს ზურა შევარდაძე

გარდენია - შევარდნაძის მფლობელი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და წერს:

„აგვისტოს ბოლოს საშვებულებოდ ჩამოსული გერმანელი მეგობრები გავაცილე. ჰანსთან და კლაუდიასთან ერთად ვსწავლობდი 20 წლის წინ მებაღეობას და ფლორისტიკას გერმანიაში, მალევე დაქორწინდნენ, მათი ქორწილის წვეულება მე გავფურჩქნე რაინის ნაპირზე მინდორზე, ლამაზი იყო. ჰანსს მამისაგან დიდი სასათბურე მეურნეობა და სამებაღეო ცენტრი ერგო რომელსაც წარმატებით უძღვება ბოლო წლებია, კლაუდიამ პატარა საყვავილე მაღაზია იყიდა ჰამბურგთან ახლოს, ბედნიერად ცხოვრობენ და მუშაობენ, 2 შვილს ზრდიან. მათი წასვლიდან რამდენიმე დღეში, ჩვენმა საერთო ნაცნობმა წერილი ჩამომიტანა.

" ზურაბ, ძვირფასო ზურაბ.

წინა კვირას მომინახულეს ჰანსმა და კლაუდიამ, მიამბეს შენზე შენს ქვეყანაზე, შენს ბაღზე, მიჩვენეს ფოტოები წვეულებები, ნამუშევრები, შენი ფეისბუკ გვერდიც დამათვალიერებინეს.

მინდა მოგწერო რომ ეს საერთოდ არ ჰგავს იმას რაც მე გასწავლეთ, უფრო მეტიც, შენი ფერები, ფორმები, ფაქტურა, გამოყენებული მასალა, ტექნიკა, არცერთ ჩემთვის ნაცნობ ფლორისტულ წესს, კოლორისტიკის კანონს და საერთოდ არცერთ კანონზომიერებას არ ექვემდებარება და ესაბამება. იცოდე ჩემგან, სწორედ ამაშია შენი სიძლიერე. სიუხვე, სიუხვე, სიუხვე ყველგან, ამას კი შენს ქართულ ბუნებას, შენს გულუხვ ხასიათს ვაბრალებ.
ძალიან ამაყი ვარ შენით.

მე მოვხუცდი, ხელები ძველებურად აღარ მემორჩილება. ლარნაკში ჩემთვის რომ ვალაგებ ყვავილს ისიც კი არ მომწონს. ცხოვრების წესი სრულიად შევიცვალე, უკვე მესამე წელია "Siniorenhaus" ში ვცხოვრობ, აქ მოსაწყენია.
ეგებ მართლა მოვიკრიბო ძალა და გაზაფხულზე მართლა გესტუმრო შენი და შენი ბაღის ნახვით გავიხალისო ჩემი ცხოვრების ბოლო დღეები, ჰანსმა შემპირდა რომ წამომიყვანს.

სიყვარულით, პატივისცემით და მონატრებით შენი მასწავლებელი, რომლისგანაც ბევრი არაფერი ისწავლე
(და რა კარგია რომ ასეა).
ჰანნა, კლაუდია ეკლირნაუმი.
ჰამბურგი 2022 აგვისტო."
გულაჩუყებული ვარ..

წერილის თარგმნა და გასაჯაროება არაა ალბათ მთლად ღირსეული საქციელი მაგრამ ეს განსაკუთრებული წერილია, განსაკუთრებული მასწავლებლისგან.

ბილეთი უკვე ავიღე, შემოდგომას რომ მივალაგებ ჩავაკითხავ და ჩამოვიყვან“, - წერს ზურა შევარდნაძე.

ასევე საინტერესოა:

🔵  ხანმოკლე შხაპი და თბილი მაისურები სახლში - იტალია მოსახლეობას ზამთარში ბუნებრივი აირის მაქსიმალურად დაზოგვისკენ მოუწოდებს

🔵  საქართველოში დნმ-ის კოდის მონაცემთა ბანკი შეიქმნება

🔵  "ეპისკოპოსები საკუთარ ძალაუფლებას ხაჭაპურის ჭამის მსგავსად იყენებენ... ეს უნდა დასრულდეს!" - მამა ანდრია (სარია)

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793513051

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 1-ელ ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

პირველ ნოემბერს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +21 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმას ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვი...

ამინდი ამინდი

1793479650

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ჩვენ ვიყავით მომსწრე ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფერის, რომელიც დარწმუნებული ვარ, პოლიტოლოგიაში სამაგალითო იქნება, თუ როგორ შეიძლება, ბიუროკრატიული მანქანა მოქმედებდეს ქვეყნის წინააღმდეგ

ჩვენ ვიყავით მომსწრე ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფერის, რომელიც დარწმუნებული ვარ, პოლიტოლოგიაში სამაგალითო იქნება, თუ როგორ შეიძლება, მთელი ბიუროკრატიული მანქანა მოქმედებდეს ქვეყნის წინააღმდეგ, - განაცხადა...

ირაკლი კირცხალია

1793477939

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: რა თქმა უნდა, გამოწვევები უამრავია, მაგრამ მთავარია, ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, იმიტომ, რომ თავის დროზე, წლების განმავლობაში ხელისუფლებამ მიიღო სწორი საშინაო და საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები

ის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, იმაზე ვისაუბროთ, უფრო მეტი კიდევ რა გავაკეთოთ განათლებაში, ინფრასტრუქტურასა და სხვა სფეროში, სწორედ სწორი საგარეო და საშინაო პოლიტიკის წყალობით არის შესაძლებელი,...

ლევან მახაშვილი

1793476610

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ვერცერთი თანამდებობა ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების ან კორუფციული ფაქტის

ვერცერთი თანამდებობა, მოქმედი, თუ ყოფილი, ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების, ან კორუფციული ფაქტის, - ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცი...

ირაკლი კირცხალია

1793472591

საზოგადოება

ლევან მახაშვილი გამჭვირვალობის კანონზე: სწორედ ამას ვთავაზობთ, მათ შორის, ბრიუსელის წარმომადგენლებს, დავსხდეთ და არა პოლიტიკური შეფასებების ჩარჩოდან, არამედ სამართლებრივად განვიხილოთ ეს საკითხი

სწორედ ამას ვთავაზობთ, მათ შორის, ბრიუსელის წარმომადგენლებს, დავსხდეთ და არა პოლიტიკური შეფასებების ჩარჩოდან, არამედ სამართლებრივად განვიხილოთ ეს საკითხი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ევროპასთან...

ლევან მახაშვილი