"ეპისკოპოსები საკუთარ ძალაუფლებას ხაჭაპურის ჭამის მსგავსად იყენებენ... ეს უნდა დასრულდეს!" - მამა ანდრია (სარია)

"ჩვენს ეკლესიაში კრიტიკული კითხვები დასჯადი გახდა და “პროვოკაციულად” ითვლება. "ეპისკოპოსები საკუთარ ძალაუფლებას ხაჭაპურის ჭამის მსგავსად იყენებენ... ეს უნდა დასრულდეს!", - ამის შესახებ სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" მამა ანდრია (სარია) წერს.

"ეკლესიაში ყოველთვის აღმოჩნდება ადამიანთა რიგი, რომლებიც ჩუმად იქნებიან და ასევე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ სიჩუმის დამრღვევებიც გამოჩნდებიან.

არა აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ეს და რა სახის კითხვა ექნება.

ეკლესიამ ყოველთვის უნდა მოძებნის კანონიკური გამოსავალი, რაც სამწუხაროდ ჩვენ რეალობაში არ არსებობს.

არ ვიცი რა ხდება მეუფე ზენონთან მიმართებაში, მაგრამ ეპისკოპოსი როდესაც პროკურატურას მიმართავს საკუთარი იმიჯის დასაცავად და ეკლესიის იმედი არა აქვს, რომ მისი საქმე შესწავლილი იქნება და სათანადოდ განხილული, ამაზე დიდი კატასტროფა რა უნდა იყოს?

თუნდაც რომ საერო სასამართლოზე იყოს განკუთვნილი ის ქეისი, რომელზედაც მღვდელმთავარი დავობს.

პირველ რიგში მან სინოდის წევრებთან უნდა გაარჩიოს და ამის შემდეგ ხდება საერო სასამართლოზე საქმის გადაცემა.

მამა დოროთეს რა კითხვები ჰქონდა საერთოდ არ ვიცი, მაგრამ ნებისმიერ კითხვას აქვს არსებობის უფლება და ლეგიტიმაცია მასზე მსჯელობის შემდეგ დამტკიცდება.

მეუფე ზენონმა რამდენიმე ტაქტიკური შეცდომა დაუშვა, რაზედაც ახლა არ გავამახვილებ ყურადღებას.

დანარჩენი კი, საეკლესიო სასამართლოზე მსჯელობის საკითხია და არ მაქვს იმედი რომ ახლა ზუსტად ისე განისაზღვრება ყველაფერი, როგორც ამას სამართლიანი სასამართლო მოითხოვს ეკლესიაში.

ეპისკოპოსები საკუთარ ძალაუფლებას ხაჭაპურის ჭამის მსგავსად იყენებენ…როცა მოუნდებათ და რაც მოუნდებათ იმას აკეთებენ… ეს უნდა დასრულდეს!", - წერს მამა ანდრია "ფეისბუკზე".

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793619193

საზოგადოება

პრეზიდენტი: თანამედროვე გლობალურ სამყაროში, სადაც საფრთხეები ხშირად უხილავი, ასიმეტრიული და მრავალგანზომილებიანია, სწორედ პროფესიული დიპლომატია და მოქნილი, შორსმჭვრეტელური საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს ქვეყნის პირველ თავდაცვით ხაზს

„თანამედროვე გლობალურ სამყაროში, სადაც საფრთხეები ხშირად უხილავი, ასიმეტრიული და მრავალგანზომილებიანია, სწორედ პროფესიული დიპლომატია და მოქნილი, შორსმჭვრეტელური საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს ქვეყნის პი...

მიხეილ ყაველაშვილი

1793618667

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ვინც აღიარებს და მოინანიებს, ყველას მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები, ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს ყოფნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ჩვენი მიზანი და თვითმიზანია სამართლის უზენაესობის აღსრულება

„ვინც აღიარებს და მოინანიებს, ყველას მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები, ყველა დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას“, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. პრემ...

ირაკლი კობახიძე

1793618581

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: დიპლომატებო, ხშირად ხართ საქართველოს პირველი ხმა უცხოეთში და უცხოეთის პირველი ხმა საქართველოში, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გაქვთ ააშენოთ ხიდები, მაგრამ არასოდეს დაკარგოთ ნაპირი, საიდანაც ეს ხიდი იწყება, ეს საქართველოა

„ძვირფასო დიპლომატებო, თქვენ ხშირად ხართ საქართველოს პირველი ხმა უცხოეთში და უცხოეთის პირველი ხმა საქართველოში. ამიტომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გაქვთ ააშენოთ ხიდები, მაგრამ არასოდეს დაკარგოთ ნაპ...

შალვა პაპუაშვილი

1793614506

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ევრობიუროკრატები აქციებზე ძალადობას საქართველოს შემთხვევაშიც ხედავდნენ, მაგრამ მათი ინტერესი არ იყო დაგმობა, ვინაიდან მათივე დაფინანსებული იყო ძალადობრივი აქციები

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, საფრანგეთში აქციები ძალადობრივი იყო, თუმცა ევრობიუროკრატების მხრიდან მსგავსად უნდა შეფასდეს საქართველოში გამართ...

ლევან მაჭავარიანი

1793612834

ახალი ამბები

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა, ნანა სანდერსმა, ზურაბ ჭავჭანიძემ და ანტონ ვარდანიძემ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს - მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა, ნანა სანდერსმა, ზურაბ ჭავჭანიძემ და ანტონ ვარდანიძემ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს. მათ ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების თ...

 ნანა სანდერი