"ჯოჯოხეთი გამოვიარეთ წუხელ" - რა შეემთხვა კიევში მიმავალ გიგა მაქარაშვილს

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს:

"ჯოჯოხეთი გამოვიარეთ წუხელ 😞

კიევისკენ მიმავალი რამდენიმე მატარებელი საერთოდ გაჩერდა, ფეხზე დასადგომი ადგილიც აღარ ოყო ბაზანზე… 16 საათის მერე დავიძარით. 3 მატარებლის ხალხი ერთში შევეჭეჭყეთ და დავიძარით 🚂

სახლისკენ მიმავალი ქალები, შვილებით, მოხუცი დედებით… მთელს მატარებელში ორი კაცი ვიყავით (დანარჩენები იბრძვიან✊), მე და კალიფორნიელი კონორი, 
რომელსაც ცალი ხელი არ აქვს და მეორეს ვერ იყენებს ( ავღანეთის ომში ნაღმზე აფეთქდა)

უსაფრთხოების გამო მატარებელში სრულად ჩააქრეს შუქი. ბავშვებიც კი ჩუმად არიან, ტელეფონის განათებასაც კი ერიდება ყველა.

დაძაბულები, ნელა, პატარა გაჩერებებით, მაგრამ მივდივართ…

ერთერთი გაჩერების შემდეგ მატარებელი აღარ დაიძრა. ელექტროობა მთლიანად გაითიშა. ფანჯრები ჰერმეტულადაა დახურული, კარიც მხოლოდ ავარიულად უნდა გააღოს მემანქანემ…

არ იჭერს ტელეფონი, გარშემო სრული სიბნელეა 😏

2 საათში ბავშვებს მოშივდათ და აბუზღუნდნენ.
კიდევ ერთი საათის შემდეგ უკვე დიდებმაც დაიწყეს ფორიაქი…
5 საათში პანიკა დაიწყო. ტირილი, კივილი, ფანჯრების ჩალეწვის მცდელობა… გვედრითა ვაგონებიდანაც იგივე ხმები ისმის…
6 საათის შემდეგ განთიადი დაიწყო და რამდენიმე სამხედრო მოვიდა. მსხვილი აფეთქება იყო და ვერავინ მოგცემთ გარანტიას რომ დღეს გახვალთო 😞

არანაირი საკვები არაა მატარებელში, ვისაც რამე გვქონდა ბავშვებს მივეცით…

გადავწყვიტეთ ფეხით წამოვსულიყავით გზამდე რომ ლვოვში ჩაგვეღწია.

ჩავლაგდით, ავბარგდით და ოპაა, კონორას ხელები არ უმუშავებს, ჩემი ჩასაზიდია 600 ჩანთა 😃😃😃😃

არა, მარტო არ მომიწია, ძალიან ყოჩაღები არიან უკრაინელი გოგოები, ჩამოცლაში სამხედროებიც მოგვეხმარენ. მაგრამ ლიანდაგებზე ამ სიმძიმის ჩანთების თრევა ყოფილა ჯოჯოხეთი.

თან რა გინდა რომ ქნა? ორი შვილი რომ უჭირავს სიფრიფანა გოგოს ხელში, სამ ჩანთას რას უზამს? თან ასეთი გოგო მატარებელში იყო მინიმუმ 100 🙂

თან ტელეფონი არ იჭერს, ანძები ლვოვის დაბომბვისას დაზიანდა გუშინ თურმე …

კაი დიდი ხანია ასე არ დავღლილვარ, მაგრამ ახლა ყველანი ავტობუსში ვართ და კიევისკენ მივდივართ 💙💛

ესენი სახლში ბრუნდებიან, მე ბაღი მაქვს ასაშენებელი ✊

ასეთი ამბები თურმე ყოველდღე ხდება 😞" - წერს მაქარაშვილი.

ასევე საინტერესოა:

🔵 ტელეწამყვან ნიკოლოზ წულუკიძეს 3 წლის შვილი ტრაგიკულად დაეღუპა

🔵  3 წლის მართა ხვედელიძე გარდაიცვალა

🔵 „ნარიმანის მრევლი ვიპოვე ხალხო, იუთუბით ელოცება კრივოი როგიდან ზემო ფონიჭალაში“ - რას წერს გიგა მაქარაშვილი?

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794391103

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილმა COP31-ის მსოფლიო ლიდერთა სამიტის ფარგლებში გამართულ დახვედრისა და მისალმების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა COP31-ის მსოფლიო ლიდერთა სამიტის ფარგლებში გამართულ დახვედრისა და მისალმების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია...

მიხეილ ყაველაშვილი

1794390379

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დუბლინში EPC-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, 11-12 ნოემბერს, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების(EPC) მე-9 სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დუბლინში გაიმართება. 11 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის მ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

1794389644

ახალი ამბები

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 3 მილიარდ ლარს აჭარბებს

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 298 მილიონ ლარზე მეტით და 3 მილიარდ ლარს აჭარბებს. ამასთან აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურისა...

ლაშა ხუციშვილი

1794387993

ახალი ამბები

„სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 4 ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“ საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე მათი კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერები...

არადეკლარირებული ოქრო

1794387889

ახალი ამბები

ხაშურში მომხდარ ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა

ხაშური-ოსიაურის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, მსუბუქი ავტომანქანა წყალმზიდს შეეჯახა. როგორც ადგილობრივი მედია „ქართლის ამბები“ წერს, ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. დაშავებულები...

პოლიცია, ლენტი, პატრული