ლელა კაკულია: უფიქრია კი ვინმეს, როგორ მინდა, მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვიყო და მშვიდად ვიცხოვრო?

ქართველი წინასწარმეტყველის ლელა კაკულიას ფეისბუკ გვერდზე არქივიდან ინტერვიუ ვრცელდება:

"გაზეთი „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“, №29, 2009 წლის იანვარი

❓— ქალბატონო ლელა, 2008 წლის 9 დეკემბერს თქვენს რვეულში გაჩნდა წინასწარმეტყველება, რომ საქართველო-ამერიკას შორის იდება ხელშეკრულება, რომელიც ანალოგიურია იმისა, რაც რუსეთსა და აფსუა და ოს სეპარატისტულ მთავრობებს შორის გაფორმდა. ამ ჩანაწერის გაკეთებიდან ორიოდე კვირაში ეს თემა — საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ახალი ხელშეკრულების დადება — ფრიად აქტუალური გახდა...

❗️— რაც ძალიან აღიზიანებს კრემლს და ცდილობს, კიდევ მეტი იბაქიბუქოს, იქნებ რამე შეცვალოს, მაგრამ არაფერი გამოუვა. სწორედ ეს ხელშეკრულება გახლავთ ჩემი ადრინდელი წინასწარმეტყველებების ასრულების დასტური. გაიხსენეთ, თუნდაც, ამ წლის ოქტომბერში ჩაწერილი ერთი ხედვა: „ვხედავ ნატოს ჯარს, რომელიც მოულოდნელად ჩნდება. რუსებს ეს ინფორმაცია აქვთ და ესეც აჩერებთ, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ირღვევა ყველა საერთაშორისო, მსოფლიო კანონი კრემლის მხრივ.

ასე რომ, ნატოს ჯარების მოულოდნელი შემოსვლა საქართველოში რუსების წინააღმდეგ, გამართლებულია“.

❓— სხვათა შორის, როგორც ხშირად ხდება, ზოგიერთებმა ამ წინასწარმეტყველებასაც სკეპტიკურად შეხედეს: ჯერ ნატოს წევრები არ ვართ და თუ ამ სამხედრო ალიანსის ჯარი შემოვა საქართველოში, მაშინ მხოლოდ რუსები კი არა, ისინიც იქნებიან საერთაშორისო კანონების დამრღვევებიო.

❗️— იქნებ ახლა მაინც მიხვდნენ ზოგიერთები, რატომ ვიმეორებ ასე ხშირად სიტყვებს: მიიღეთ ისე, როგორც ვწინასწარმეტყველებ! ხომ ხედავ, ბევრმა ვერ გაიგო, რატომ უნდა მომხდარიყო ის, რაც ვთქვი და კრიტიკის ხასიათზე დადგა, წინასწარმეტყველების ჩხრეკა დაიწყო.

მაგრამ როგორც კი დგება უფლის მიერ დადგენილი ჟამი, მყის ყველაფერი თავის ადგილზე ლაგდება და გაუგებარიც იხსნება. 
ეს ხელშეკრულება უფლებას მისცემს ნატოს, ნებისმიერი ქვეყნის სამხედრო აგრესიას გაუწიოს შეიარაღებული წინააღმდეგობა და დაიცვას საქართველო. კრემლი კი ჩვენს მიწა-წყალზე არავის დაუპატიჟებია და შესაბამისად, სწორედ რუსებს დაადანაშაულებს მსოფლიო.

❓— ამას წინათ ინტერნეტით გავრცელდა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შემუშავებული საომარი გეგმის ორი ვარიანტი. ამას მოჰყვა აფხაზეთის ქართველობის მიერ გახმოვანებული ინფორმაცია რუსული მუქარის შესახებაც, ჩეჩნეთზე უარეს ახალ წელს გაგითენებთო.

❗️— რამდენი წელია, ვამბობ, რომ კრემლს სურს, საქართველოში ჩეჩნური ვარიანტი გაიმეოროს-მეთქი? სურს, მაგრამ არ გამოუვა! აგვისტოს ომის შემდეგ ასეთი რამ ვიწინასწარმეტყველე: „რუსეთი ცდილობს პროვოკაციების აგორებას თბილისთან მიმართებაში, რათა ჯარი ისევ შემოიყვანოს, მაგრამ ამას უკვე ის მოჰყვება, რომ ნატოს მხრიდან რუსეთი აუცილებლად მიიღებს საპასუხო დარტყმას, ანუ რუსის ჯარს დახვდება ნატოს ჯარი“.

ასე რომ, ჩეჩნური ვარიანტი კრემლს საქართველოში არ გაუვა. ეს ყველაფერი — რუსული გეგმებიც და მუქარებიც, იმისთვისაა გამიზნული, რომ მორალურად გატეხონ ქართველები და სულიერად დააჩაჩანაკონ, რათა ბრძოლისა და წინააღმდეგობის ჟინი ჩაკლან ჩვენში, მაგრამ ვერ ეღირსებიან!!!

❓— და აქ ისევ უნდა წამოვწიო თქვენს წინააღმდეგ აგორებული პიარკამპანიის ამბავი. შეიძლება ითქვას, რომ ბრძოლა ჩაცხრა, მაგრამ ზოგიერთებს ჯიუტად აქვთ ამოჩემებული 24-ე საუკუნის საქართველოზე გაკეთებული წინასწარმეტყველება. თუმცა იგივე ადამიანები რატომღაც არ დააინტერესა და არ მოჭრა ყური ამ შორეული პერიოდის ხსენებამ ისრაელთან, რუსეთთან თუ სხვა სახელმწიფოსთან დაკავშირებით.

❗️— ამაში გასაკვირი არაფერია. ეს ადამიანები ხომ საქართველოს მტრები არიან და არა რუსეთის ან ისრაელისა. მათ კარგად იციან გაჭირვებული ხალხის ფსიქოლოგია და საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენეს ეს წინასწარმეტყველება. ბუნებრივია, მათ ავანტურას აჰყვა საზოგადოების ის ნაწილი, რომელთაც ამ გაზეთში არ ჩაუხედავს და ისიც, რომელსაც დღეს მძიმე ფინანსური მდგომარეობა აქვს, ახლა სცივა, ახლა შია და 24-ე საუკუნე ნაკლებად აინტერესებს. მაგრამ რა ვქნა? მე წინასწარმეტყველი ვარ, კოსმოსი წინ და შორს მახედებს, ახალ-ახალ ხედვებს მაძლევს და მე ჩემი ნებით ერთ წერტილზე ხომ არ გავჩერდები, ადგილის ტკეპნას ხომ არ დავიწყებ? მე უნდა ვთქვა ის, რასაც ვხედავ.

❓— და ეს ძალიან აწუხებს რუსულ სპეცსამსახურებს. ამ ორგანოებს რომ თქვენი დიდი შიში აქვთ და ძალ-ღონეს არ ზოგავენ, რამენაირად შეგზღუდონ, იმითაც დადასტურდა, რომ დეკემბრის შუა რიცხვებში „ოდნოკლასნიკი.რუს“ ადმინისტრაციამ დავით კვირკველიას გვერდი გააუქმა.

მკითხველებისთვის განვმარტავ, რომ დავითმა საიტის ფოტოალბომში განათავსა თქვენი სურათები წარწერით: „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“. მალე მას გამოეხმაურნენ რუსული სამღვდელოების წარმომადგენლები, რომლებმაც თქვენ შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია მოითხოვეს და ბოლოს, საქართველოში ჩამოსვლისა და თქვენთან შეხვედრის სურვილიც კი გამოთქვეს. ამას კი ის მოჰყვა, რომ ერთ დღეს დავითს საკუთარი გვერდი დაბლოკილი დახვდა.

❗️— რუსები დიდი ხანია შეფუცხუნებულები არიან და ყველა ხერხით მებრძვიან, თუნდაც იმ ქართველების (და არაქართველების!) ხელით, ვინც ჩემ წინააღმდეგ ილაშქრებენ. თუმცა მარტო რუსებს არ ეშლებათ ნერვები ჩემს წინასწარმეტყველებებზე, ადგილობრივებსაც არ სიამოვნებთ ბევრი რამ... მაგრამ, კიდევ ერთხელ ვკითხულობ: რა ვქნა? ეს ჩემი ნებით არ ხდება!

ნეტავ იცოდეთ, როგორ მაწუხებს ეს უნარი, ვხედავდე ყველას და ყველაფერს. ბევრს შურს ჩემი იმიტომ, რომ წინასწარმეტყველება შემიძლია. უფიქრია კი ვინმეს იმაზე, რას მაძლევს, რაში მარგია უამრავი ადამიანის ჭირ-ვარამის ცოდნა, სისხლისმღვრელი ომებისა და ბუნებრივი კატაკლიზმების ჭვრეტა? დავიღალე მოღალატე და პირფერი, თაღლითი ადამიანების ცხოვრების კინოკადრებივით ყურებით. მითხარით, რაში მჭირდება ეს, რა თავში ვიხლი? 
უფიქრია კი ვინმეს, როგორ მინდა, მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვიყო და მშვიდად ვიცხოვრო?

ხალხი მეცოდება, თორემ წინასწარმეტყველებების გამოქვეყნებას შევწყვეტდი და აი მერე ნახავენ, რა სიბნელე და უიმედობა ჩამოწვება; მერე ნახავენ უგუნურები, რა მარტივად მიაღწევენ რუსული სპეცსამსახურები საკუთარ მიზანს...

არ შემაწყვეტინო, ვიცი, რაც უნდა მითხრა. დიახ, იმასაც ლაპარაკობენ, ლელა კაკულიამ გაზეთის გამოცემით ფული იშოვაო. ახლა ავდგები და კახური პირდაპირობით ვეტყვი ასეთებს: გულით გისურვებთ, თითოეულის ოჯახში ზუსტად იმდენი შევიდეს, რამდენიც მე შემომდის ამ გაზეთიდან, ანუ ნული!!!

❓— ქალბატონო ლელა, მინდა შევეხოთ თემას, რომელიც, შეიძლება ითქვას, მუდმივია და ამდენად, საკმაოდ მტკივნეულიც ქართული საზოგადოებისთვის. 

ჩვენი მეზობელი სომხებისგან თითქოს აღარც გვიკვირს ქართული მიწების, ტაძრების, პერსონებისა თუ ხელოვნების შედევრების მითვისების მცდელობა. აგერ, სულ ახლახან დაახლოებით თხუთმეტწლიანი დავა განახლდა ხარების ეკლესიის გარშემო, რომელსაც სომხური ეკლესია ნორაშენად მოიხსენიებს და ამტკიცებს, სომხების აგებულიაო. იქნებ დადგა დრო, უფრო მკვეთრი, კატეგორიული პასუხი გავცეთ ამგვარ გამოხდომებს და ერთხელ და სამუდამოდ დავუკარგოთ ყველას სურვილი, მიიტაცოს ჩვენი საგანძური — სულიერი თუ მატერიალური.

❗️— დიახ, პრობლემა მართლაც ძველისძველია. რაც ვარსებობთ, სულ ასეთი ჭიდილი მიდის ჩვენი მეზობლების მხრიდან, მაგრამ მათ მცდელობებს წარმატება არასდროს მოჰყოლია. სომხების ახლანდელ გააქტიურებაშიც არ ვხედავ არაფერს სახიფათოს — ჩვენთვის სახიფათოს, თორემ მათთვის ეს ძალიან საშიშია და წამგებიანი. სომხეთს არავითარ შემთხვევაში არ არგებს საქართველოსთან უთანხმოება.

რაც შეეხება კონკრეტულად სადავო ტაძარს, გეტყვით:

არავითარი ნორაშენი! ეს წმიდა ქართული, მართლმადიდებლური ტაძარია, ხარების ეკლესიაა და სომხები მას ვერ წაგვართმევენ! 
იბრძოლებენ, იდავებენ, ბევრს ილაპარაკებენ, მაგრამ ბოლოს გაჩუმდებიან... უფრო სწორად, უფალი გააჩუმებს მათ.

მალე მოუწევთ სომხებსაც და სხვებსაც იმ მართლმადიდებლური ტაძრების დაბრუნება საქართველოსთვის, რომლებიც მათ ტერიტორიებზეა განთავსებული. ეს ჯერ კიდევ 1993 წელს ვიწინასწარმეტყველე. ეს არის პირდაპირი და მოურიდებელი პასუხი, სიმართლე, რომელიც ძალიან მიყვარს.

❓— ქალბატონო ლელა, თქვენ ბევრი წლით ადრე იწინასწარმეტყველეთ მსოფლიო ფინანსური კრიზისი და ბრძანეთ, რომ ეს ამერიკის მიერ ხელოვნურად შექმნილი სიტუაცია იქნებოდა. კრიზისი სახეზეა, მაგრამ საინტერესოა, რაში დასჭირდა ამერიკას მისი ხელოვნურად გამოწვევა?

❗️— ამ თამაშით ამერიკა რამდენიმე კურდღელს იჭერს ერთად. ასუსტებს ჩინეთის, ირანის, რუსეთის ეკონომიკებს და თავად იმყარებს მსოფლიო ლიდერის პოზიციას.

❓— ანუ მათ ეს კრიზისი სერიოზულ ზიანს არ მიაყენებს?

❗️— არა, ვინაიდან კრიზისი დაგეგმილი იყო, საფინანსო ინსტიტუტები, რომელთაც ამერიკული ეკონომიკა ემყარება, მას მომზადებულნი შეხვდნენ. ამაზე ხმამაღლა ალაპარაკდებიან და ყველანი კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან, რომ წინასწარმეტყველება არ ცდება.

❓— ქალბატონო ლელა, ამას წინათ „იუთუბზე“ პატარა ვიდეორგოლი აღმოვაჩინე. ავტორს აუღია საქართველოსა და მისი მეზობელი ქვეყნების რუკა —დღევანდელი მდგომარეობით, და დაუწერია ზედ 2008 წელი. ამის შემდეგ კადრი იცვლება, იწერება 2015 წელი (ეს კი ნამდვილად არ ვიცი, რატომ მაინცდამაინც 2015?) და ჩნდება ახალი რუკა: გაერთიანებული საქართველო, რომლის საზღვრებშიც მოქცეულია არა მარტო აფხაზეთი და სამაჩაბლო, არამედ სოჭიც, საინგილოც და, თუ არ ვცდები, ტაოც, ხოლო რუსეთი გუბერნიებად არის დაშლილი და დანაწევრებული. ბოლოში კი აქვს წარწერა: „ეს ჭეშმარიტებაა, ვინაიდან ქალბატონმა ლელა კაკულიამ ბრძანა ასე!“

❗️— ნამდვილად ასე იქნება! ღმერთმა დალოცოს ამ ვიდეორგოლის ავტორი, ღმერთმა დალოცოს მისი ყველა საქმე მომავალში, ღმერთმა დალოცოს მისი გვარი და შთამომავლობა, ამინ!

ისე, მინდა ყველას, ვინც საწინააღმდეგოს აკეთებს ინტერნეტის მეშვეობით, ვურჩიო: ცოტა ფრთხილად! უფალი თვალყურს გადევნებთ და ყველას მოგაგებთ მოსაგებელს. იზრუნეთ საკუთარ თავზე, ნუ გაწირავთ სულებს ბოროტისათვის",- აცხადებს კაკულია.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1732546806

საზოგადოება

პრეზიდენტმა რვა მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 8 მსჯავრდებული შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, 6 მსჯავრდებული პირი სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულ...

სალომე ზურაბიშვილი

1732540783

საზოგადოება

ვალუტის კურსი

 საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 ნოემბრისვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7428 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7384 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...

ვალუტის კურსი

1732538764

საზოგადოება

გიორგი კალანდარიშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტს არჩევნების შედეგები წარუდგინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა დღეს საქართველოს პარლამენტის პირველ სხდომაზე არჩევნების შედეგები წარადგინა. მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის სხდომაზე ცესკოს თავ...

გიორგი კალანდარიშვილი

1732536210

საზოგადოება

„როცა რაღაცა გინდა აუცილებლად აკეთებ ყველაფერს“– „იმედის დილის“ გუნდს ბაბი კირკიტაძე შეუერთდა

 ტელეკომპანია იმედს მომღერალი, ბაბი კირკიტაძე შეუერთდა. კირკიტაძე „იმედის დილის“ ერთ-ერთი წამყვანი იქნება. გადაცემის ახალი თანამშრომელი საზოგადოებას, წამყვანებმა წარუდგინეს. „მადლობელი ვარ, მიხარია… რ...

ბაბი კირკიტაძე

1732532114

ახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ კვლავ გიორგი ვოლსკი აირჩიეს, ვიცე-სპიკერებად - ნინო წილოსანი და თეა წულუკიანი

88 მომხრე, 0 - წინააღმდეგი - პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ისევ გიორგი ვოლსკი იქნება. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის დანარჩენი მოადგილეების არჩევას, ამ პოზიციებზე უმრავლესობამ ორი კანდიდატი დ...

პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ კვლავ გიორგი ვოლსკი აირჩიეს, ვიცე-სპიკერებად - ნინო წილოსანი და თეა წულუკიანი