„ნაპოლის“ გამარჯვება და ლიდერის პოზიცია სერია A-ში

სერია A-ს მეშვიდე ტურში „ნაპოლიმ“ „კომო“ დამაჯერებლად 3:1 დაამარცხა და ტურის დასრულების შემდეგაც ლიდერის პოზიციას აუცილებლად შეინარჩუნებს, სხვა გუნდების შედეგების მიუხედავად.
ანტონიო კონტეს გუნდს წამები დასჭირდა ანგარიშის გასახსნელად: რომელუ ლუკაკუს პასით სკოტ მაკტომინეიმ გაიტანა და პირველივე წუთზე ნეაპოლელები წინ გავიდნენ. თუმცა, სწრაფმა გოლმა „კომო“ არ დააბნია, სესკ ფაბრეგასის გუნდმა მოიპოვა სათამაშო უპირატესობა, საგოლე მომენტებიც შექმნა და ტაიმის მიწურულს დამსახურებულად გაათანაბრა ანგარიში - გაბრიელ სტრეფეცამ ეფექტური გოლი გაიტანა.
„ნაპოლის“ პირველ ნახევარში გაუჭირდა, მაგრამ როგორც ჩანს, შესვენებაზე ანტონიო კონტემ შეგირდები გამოაფხიზლა, რადგან მეორე ნახევარში „ნაპოლის“ მეტოქისთვის შანსი არ მიუცია. ლუკაკუმ პენალტით დააწინაურა თავისი გუნდი, ხოლო მატჩის მიწურულს კიდევ ერთი საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში და დავიდ ნერეშმა საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 3:1.
ხვიჩა კვარაცხელიას ორი საგოლე მომენტი, ორჯერვე მეკარემ აჯობა. ერთ შემთხვევაში ის კუთხურიდან ახვევდა პირდაპირ ბურთს კარში. კვარა კონტემ 79-ე წუთზე შეცვალა და ამ მატჩში შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია. კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 9 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა.
„ნაპოლი“ 16 ქულით ლიდერობს სერია A-ს, მომდევნო ტურში კი, 20 ოქტომბერს, საბა გოგლიჩიძის და საბა საზონოვის „ემპოლის“ სტუმრად შეხვდება.
ხვიჩა კვარაცხელია ახლა საქართველოს ნაკრებს შეკრებაზე შეუერთდება, რომლის რიგებში ერთა ლიგაზე უკრაინისა და ალბანეთის წინააღმდეგ შეხვედრებში ითამაშებს.
„ნაპოლი“ – „კომო“ 3:1 (1:1)
გოლები: 1:0 მაკტომინეი (1), 1:1 სტრეფეცა (43), 2:1 ლუკაკუ (53, პენ), 3:1 ნერეში (86)
1753013578
საზოგადოებარატი იონათამიშვილი: ჯაფარიძის და ნამუსგარეცხილი ოპოზიციის ტრაგედია სწორედ იმაშია, რომ პოლიტიკოსობა შარვლის ჩახდა და სხვა ქვეყნის მსახურება ჰგონიათ, ამიტომაცაა, რომ სამუდამოდ ამ პოზაში დარჩებიან
უსამშობლო და პრინციპებისგან დაცლილი ფიგურებისგან გასაკვირი რომ არაფერია, საზოგადოება ამაში არაერთხელ დარწმუნდა, მით უფრო, თუკი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეზეა საუბარი. საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის შესა...
1753011319
საზოგადოებამეუფე იაკობი: რას გვერჩის დღევანდელი ევროპა, მათი ხელისუფლებები, რა უნდათ? ოჯახური ღირებულებების კანონი უკან გაიწვიეთო - რატომ მიშლი, ოჯახური ღირებულებები მე როგორც მინდა, ისე დავიცვა?
საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა მრევლს ქადაგებით მიმართა. მეუფე იაკობი გამოეხმაურა ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს. „ვხედავთ, რომ ბოლო ათწლეულებში წამოვიდა ღვ...
1753011252
საზოგადოებაცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: ანტირაბიული ვაქცინის საკმაოდ დიდი მარაგი გვაქვს და ჩვეულ რეჟიმში, ინტენსიურად ვახორციელებთ ცხოველების ვაქცინაციას
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო სოციალურ ქსელში თბილისში ცოფის ვაქცინის დეფიციტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. „გვინდა, გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალებების...
1753005874
ახალი ამბებიშსს: ქართულმა მხარემ უკრაინულ მხარეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი ადამიანების სამშობლოში გაყვანის რამდენიმე მექანიზმი შესთავაზა, კიევში კონკრეტული გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღიათ
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს პირებზე, რომლებიც სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალზე“ რუსეთის ფედერაციიდან მოვიდნენ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთას არავალიდური დოკუმენტებით ითხო...
1753004371
მსოფლიოსაუდის არაბეთის პრინცი 20-წლიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა
საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის წევრი, პრინცი ალ ვალიდ ბენ ჰალიდ ბენ ტალალ ბენ აბდელ აზიზ ალ საუდი 35 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა ოჯახმა გაავრცელა. ალ-ვალიდი, რომელიც ცნობილია, როგორც „მძინარე...