"მამაჩემი ახლა მანდ არის. უკვე 65 წლისაა. გამხდარი, მორცხვი კაცია" - რას წერს გიორგი კეკელიძე ტავის ემოციურ პოსტში გარდაცვლილ მამაზე

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს:
"ხვალ მამაჩემის გარდაცვალების დღეა.
ჰოდა, გამარჯობა სანტა-კლაუს! რადგან ბედმა ეგეთი საქმე გარგუნა, რომ ამქვეყნიურ სურვილებს ასრულებ, ასე მგონია, იმქვეყნადაც მიგიწვდება ხმა. მე აქ არაფერი მინდა, ოღონდ ვინც იქაურობას განაგებს, ეს გადაეცი: მამაჩემი ახლა მანდ არის. უკვე 65 წლისაა. გამხდარი, მორცხვი კაცია. სულ ქვევით იყურება. ადვილად იცნობ. ჰოდა, რაღაც ამბები მაწვალებს და აქაურ საჩუქრებში ამ დანაბარებში გიცვლი:
მამაჩემმა სიგარეტს თავი გაჭირვების დროს დაანება. გამოხრულ კბილში რომ დიდხანს რამე საჭმელი ჩაგრჩება, ეგეთ ჩამპალ წლებში. უფულობის მოთმენის და შეგუების წლებში. მერეც ერიდებოდა, ცოტა ამოსუნთქვის წლებში მალავდა. მაგრამ ვატყობდი რომ უნდოდა მოწევა. მე ჩამქონდა და ვაძლევდი. უარობდა. არ ვეწევიო. ამაში ფულის დახარჯვა როგორ იქნებაო. ჰოდა, მინდა რომ იქ სიგარეტი ჰქონდეს. ფილტრიანი.
უმჯობესი იქნება უაზრო სიმძიმეებს თუ არ აწევს. არ შეიძლება ამდენი შრომა. აქაც შრომა. მაქაც შრომა. ამ თხილის ტომრების თრევა. ცოტა დაისვენოს. არა, ბევრი დაისვენოს. ბევრი დაისვენოს და რამე გაზეთიც თუ ავა, სადაც ჩემი ამბები ეწერება, იმას წაიკითხავს. აგროვებდა აქეთ ასეთ გაზეთებს. ბევრი აქვს. ორი უჯრა.
ვინმე იქნება ჭადრაკის მცოდნე. მას მოერიდება და იმ მეორეს უთხარი, ჭადრაკი ეთამაშოს.
აბა, შენ იცი სანტა-კლაუს. ცოტა ადრე გწერ. დრო გაქვს",-წერს, გიორგი კეკელიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵რა გელოდება დღეს? - 27 დეკემბრის ჰოროსკოპი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
🔵დააკავეს პირი, რომელიც 12 წლის ბავშვს ქურდობასა და მოწყალების თხოვნას აიძულებდა
1749053690
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ისევ გრძელდება ისეთი „ენჯეოორგანიზაციების“ დაფინანსება, რომლებიც ზიზღს აღვივებენ და დეპუტატებს უვარდებიან
„ბატონმა შალვა პაპუაშვილმა ბევრჯერ მოუწოდა დიპლომატიურ კორპუსს, ევროკავშირის ელჩს საქართველოში, EED-ის, - მთავარ დონორ ორგანიზაციას ევროკავშირიდან, - რომ შეეწყვიტათ ისეთი ტიპის დაფინანსებები ევროკავში...
1749051400
მსოფლიოპუტინი: კიევის დღევანდელ რეჟიმს მშვიდობა საერთოდ არ სჭირდება
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებას მშვიდობა არ სჭირდება. „კიევის დღევანდელ რეჟიმს მშვიდობა საერთოდ არ სჭირდება. მათთვის მშვიდობა, დიდი ალბათობით, ნიშნავს ხელისუ...
1749048594
საზოგადოებანათია თურნავა: მონდომებულები ვართ, რომ სებ-სა და სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობა გაძლიერდეს
ჩვენი [ეროვნული ბანკის] მმართველობითი სტრუქტურა სტაბილურია და კითხვის ნიშნებს არ იწვევს, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ. მისი თქმით, სავალუტო მისიას აღუთქვეს, რომ გაგრძელდება...
1749048191
საზოგადოებაპარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ საქართველოს უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონალის უფლებების შელახვის საკითხი განიხილა
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პა...
1749047237
სპორტიგიორგი ლორია - სანაკრებო კარიერა დავასრულე, მადლობა საქართველო
„დინამო არენაზე“ ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის გამართულ პრესკონფერენციაზე ეროვნული გუნდის მეკარე გიორგი ლორია იმყოფებოდა და სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. „17 წელ...