ლევან მაჭავარიანი: გიორგი გაბიტაშვილი სერიოზულ როლს შეასრულებს კორუფციასთან ბრძოლაში, მყარი პოზიციები, რაც კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით გვიჭირავს, უფრო გაუმჯობესდება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით საქართველო მოწინავე პოზიციებს იკავებს არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს შორის, არამედ ევროკავშირის ბევრ ქვეყანასთან შედარებით.
მისი თქმით, გიორგი გაბიტაშვილი სერიოზულ როლს შეასრულებს კორუფციასთან ბრძოლაში.
„ჩვენი გაცხადებული პოზიციაა, რომ რამდენიმე წელში საქართველო ტოპ სამ ქვეყანაში უნდა იყოს კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. შესაბამისად, ამ უწყების გაძლიერებაც ამას ემსახურება. რა თქმა უნდა, ამ ნაწილში გაბიტაშვილი სერიოზულ როლს შეასრულებს კორუფციასთან ბრძოლაში.
ის მყარი პოზიციები, რაც კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით გვიჭირავს, კიდევ უფრო გაუმჯობესდება და საზოგადოებას ვპირდებით, რომ საქართველო კორუფციის შემცირების თვალსაზრისით სამეულში იქნება“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.
ცნობისთვის, გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე გიორგი გაბიტაშვილი წარადგინეს, რომელიც ამ დრომდე გენერალური პროკურორის პოსტს იკავებდა.
1749151128
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: განვითარებაზე საუბარი წარმოუდგენელია მშვიდობის გარეშე და მშვიდობა არის სწორედ ის საფუძველი, რაც გვჭირდება იმისთვის, რომ ვისაუბროთ ჩვენს მომავალზე
განვითარებაზე საუბარი წარმოუდგენელია მშვიდობის გარეშე და მშვიდობა არის სწორედ ის საფუძველი, რაც გვჭირდება იმისთვის, რომ ვისაუბროთ ჩვენს მომავალზე, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილ...
1749148062
მსოფლიოფრიდრიხ მერცი - დონალდ ტრამპს ვუთხარი, რომ ის არის მთავარი პიროვნება მსოფლიოში, რომელსაც ნამდვილად შეუძლია უკრაინაში ომის შეჩერება რუსეთზე ზეწოლით
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არის „მთავარი პიროვნება“, რომელსაც შეუძლია უკრაინაში ომის დასრულება რუსეთზე ზეწოლის გზით. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმ...
1749147959
სპორტისაქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ფარერის კუნძულები დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა ივნისის სანაკრებო შეკრებაზე პირველი შეხვედრა ფარერის კუნძულების ეროვნულ ნაკრებთან გამართა და მეტოქე 1:0 დაამარცხა. ფაქტები: საქართველოს ნაკრებისთვის ეს ფარერებთან გამართული მესამე...
1749146280
მსოფლიოილონ მასკი: ტრამპი ჩემს გარეშე არჩევნებს წააგებდა
ჩემ გარეშე ტრამპი წააგებდა არჩევნებს, - განაცხადა ილონ მასკმა. „ჩემ გარეშე ტრამპი წააგებდა არჩევნებს, „დემოკრატები“ გააკონტროლებდნენ წარმომადგენელთა პალატას, ხოლო „რესპუბლიკელები“ სენატში 51-49 იქნებო...
1749145146
მსოფლიოდონალდ ტრამპი - ძალიან იმედგაცრუებული ვარ ილონ მასკით
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ძალიან გაკვირვებული და იმედგაცრუებულია საბიუჯეტო კანონპროექტის შესახებ ილონ მასკის კომენტარებით. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გერმანიის კანცლერ...