„მდიდრდებიან ისევ მსხვილი ვაჭრები, თორემ მოლარისთვის კი არ გაუზრდიათ ხელფასი“ - ნათია ფანჯიკიძე პროდუქტებზე კატასტროფულად მზარ ფასებზე წერს

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს:

„შესაძლოა გამაღიზიანებლად ჟღერდეს ვინმესთვის, ყავის ფასით რომ ვსაზღვრავ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, მაგრამ ჩემი ძირითადი პროდუქტი ესაა და მისი გავლით ვხედავ ყოველდღიურ გასაჭირს. თანაც მაგალითად ყველაფერი გამოდგებოდა, მხოლოდ ყავა ხომ არ ძვირდება.

სპარში 250 გრამიანი ლავაცას ქილის ფასი 35 ლარი დამხვდა. წინა თვეში 30-მდე იყო გაზრდილი. სწრაფი პერიოდულობით აძვირებენ არა 50 თეთრით, ან ლარით, არამედ 4-4, ან 5-5 ლარით.

მესმის, ომია და ბევრი რამ იქნება თავდაყირა, მაგრამ დოლარის გაიაფება რომ პროდუქტს თუ არ აიაფებს, იგივე ფასს მაინც არ უტოვებს, მიზეზი რუსი "დევნილებისთვის" მირთმეული ფასები უნდა იყოს.

ვინ ზარალდება და საქართველოს მოსახლეობა. მაინც რომ გაერკვეთ სიტუაციაში, ვისაც ძალიან გიხარიათ, რუსების, როგორც "გამდიდრების" წყაროს შემოდინება. მდიდრდებიან ისევ მსხვილი ვაჭრები, თორემ მოლარისთვის კი არ გაუზრდიათ ხელფასი. დანარჩენებს კი ცოტა ხანში აღარც ფული ექნება, აღარც მიწა და აღარც ქართული ენა. ამ უკანასკნელის მოსპობა კი საქართველოს მოსპობას ნიშნავს.

ხოდა ეს მაინც შევძლოთ, ველაპარაკოთ რუსებს ქართულად. აწი ეგენი აღარ წავლენ და ქართული მაინც ვასწავლოთ, ვიდრე მათ გაგვარუსონ და სახელმწიფო ენად გამოგვიცხადონ რუსული მალე.

ესპანეთში, სადაც ამდენი ტურისტია, მიმტანებმა და სხვა სერვისების პერსონალმა საერთაშორისო ენა, ინგლისურიც კი იშვიათად იციან, მაგრამ არ მოვმკვდარვარ შიმშილით, გადასარევად გამოვხატავდი ჩემს გრძნობებს ისე, არცერთხელ არ შეშლიათ, რა მინდოდა და სულ გრაციას, გრაციასით ვასრულებდით ტკბილ ურთიერთობას“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 video: ენით აუწერელი ტრაგედია მოხდა. პიანისტი მარინა გაბუნია საკუთარი შვილის პიტბულმა დაგლიჯა და გარდაიცვალა - თამარ ივერი

🔵 ვიდეო: ნატახტართან ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 4, მათ შორისაა მომღერალი მამუკა ონაშვილი

🔵 ვიდეო - კოსოვოს საზღვართან შეტაკებები დაიწყო - სერბეთის არმიას რამდენიმე დაჭრილი სამხედრო უკვე ჰყავს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793363940

საზოგადოება

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ერთობლივი საბაჟო გამტარი პუნქტის ფუნქციონირების შესახებ ოქმი გაფორმდა

საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით, საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართა. აღნიშნული მთავრობათაშორისი კომ...

საქართველოსა და აზერბაიჯანი

1793362806

საზოგადოება

გიორგი კახიანი: გვარამიამ სინანული იმაზე კი არ გამოთქვა, ხელისუფლებაში მისი ყოფნის დროს სისტემურად ირღვეოდა ადამიანის უფლებები, არამედ რა ქველმოქმედებასაც ბიძინა ივანიშვილი ეწეოდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა, „კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ მან სინანული „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ადამიანი...

გიორგი კახიანი

1793360996

საზოგადოება

საქართველოს ეკონომიკა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6%-ით, 2026 წლის პირველ ცხრა თვეში კი 7,4%-ით გაიზარდა

საქართველოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ 6%-ით გაიზარდა, 2026 წლის იანვარ-სექტემბრის საშუალო რეალური ზრდა კი 7.4%-ია. წინასწარი მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გა...

საქართველოს ეკონომიკა

1793356457

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: ვხედავთ, რომ ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად და მდგრადად ვითარდება

„ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად და მდგრადად ვითარდება“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა 2026 წლის 9 თვის ეკონომიკური ზრ...

მარიამ ქვრივიშვილი:

1793354255

საზოგადოება

საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის ფარგლებში ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის შეთანხმებები გაფორმდა

საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის ფარგლებში ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის შეთანხმებები გაფორმდა. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მო...

საქართველო-აზერბაიჯანი