ომში წასული ერთხელ კვდება, იმათი ოჯახები დღეში ათჯერ, ასჯერ, ათასჯერ - ნინო თარხნიშვილი

რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, ნინო თარხნიშვილი, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს:

"უკრაინაში დაღუპული თითქმის ყველა ქართველის ოჯახის წევრთან მაქვს ინტერვიუ ჩაწერილი. თან ოჯახის უახლოეს წევრებთან. ცოლებთან, შვილებთან, დებთან…
“აზრი არ ჰქონდა ხვეწნას”… მპასუხობდნენ ისინი, როცა ვეკითხებოდი, როგორი იყო მათი რეაქცია, როცა საყვარელი ადამიანის ომში წასვლის გადაწყვეტილების ამბავი გაიგეს.
ადრეც რამდენჯერ მიფიქრია და ახლა განსაკუთრებით, როგორ მოვიქცეოდი, რას ვიზამდი, რა სამარცხვინო და საბრალო სცენებს დავდგამდი, თეფშების ლეწვით, ისტერიკით, ტანსაცმლის გადაყრით, მუქარით, რომ ვეღარასდროს მნახავს.
სხვა არავინ მეგულება უფრო ძლიერი, ომში წასული ადამიანის ოჯახის წევრის გარდა.
როცა ყველა ზარი ტელეფონზე ელდას გცემს.
როცა ერთი უპასუხო მესიჯის შემდეგ, სიკვდილის ყველა შესაძლო სცენას დგამ გონებაში.
როცა დღეც და ღამეც, მზეშიც და ღრუბელშიც გაყინული გაქვს ხელები და მაინც ცოცხალი ხარ.
და იმისი მტერი თუ ტყვიაა, შენი მტერი უფრო უარესი - შიშია.
როგორ მოვიქცეოდი და უკან გავეკიდებოდი.
ზუსტად ვიცი, ტყვია ვერა და სახლში დარჩენილს შიში მომკლავდა - სიკვდილის ლოდინი.
გმირები ომში წასულები არ არიან. იმათი პატრონები არიან გმირები.
ომში წასული ერთხელ კვდება, იმათი ოჯახები დღეში ათჯერ, ასჯერ, ათასჯერ.
თუკი ფიქრობთ, რომ მშიშარა ვარ, დაე",-წერს, ნინო თარხნიშვილი.

ასევე წაიკითხეთ:

🔵უკრაინაში, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

🔵ხარკოვის ოლქიდან უკან მოუხედავად გაკურცხლა ურდომ! ხარკოვისთვის ბრძოლა მოგებულია! - ბუკა პეტრიაშვილი

🔵რუსები ხარკოვს ტოვებენ - უკრაინის შეიარაღებული ძალები ოკუპანტებთან კონტრშეტევაზე გადავიდნენ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792827581

ახალი ამბები

სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვისა და გავრცელების ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო

 გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვის და გავრცელების ფ...

პროკურატურა

1792825861

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის ბრალდებაზე: როდესაც გადატრიალება მოხდა, მთელი პარტიის უდიდესი ნაწილი ციხეში იყო, საკუთარმა პრემიერმა და გვარდიის მეთაურმა წამოიწყეს ბუნტი, ჯაფარიძემ და სხვებმა მილიონები ზვიადის დამამხობლებთან ერთად იშოვეს

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი „ლელოს“ წევრის ირაკლი კუპრაძის იმ ბრალდებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ბადრი ჯაფარიძე, რომელიც ზვია...

თენგიზ შარმანაშვილი

1792823174

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძემ იტალიაში ნარკოდამოკიდებულების პრევენციისა და რეაბილიტაციის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

 ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე იტალიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ნარკოტიკებზე დამოკიდებულების პრევენციისა და რეაბილიტაციის საკითხებზე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მ...

მიხეილ სარჯველაძე

1792821976

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 24 ოქტომბერს საქართველოში

24 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდი და +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ოზურგეთში მოღრუბლულია. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. ბ...

ამინდი

1792787300

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც უნგრეთის რევოლუციის 70 წლის...

ირაკლი კობახიძე