რუსები ხარკოვს ტოვებენ - უკრაინის შეიარაღებული ძალები ოკუპანტებთან კონტრშეტევაზე გადავიდნენ

რუსეთი ხარკოვს ტოვებს. ომის პირველივე დღიდან უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დაბომბვებისა და შეტაკებების ეპიცენტრი იყო.

ხარკოვი რუსეთის ქალაქ ბელგოროდიდან სულ რაღაც 80 კილომეტრშია. უკრაინის თავდაცვა ქალაქიდან ოკუპანტების უკუგდებას აღნიშნავს. დონბასის რეგიონში უკვე გამოჩნდა დასავლეთისგან გამოგზავნილი შეიარაღება. მიღებული მძიმე არტილერია და ჯავშანტექნიკა უკრაინელებს ეხმარება, რომ არათუ გაუძლონ რუსულ შეტევებს, არამედ კონტრშეტევაზეც გადავიდნენ.

დონეცკის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა ღამის განმავლობაში ოკუპანტის 10 შეტევა მოიგერიეს. განადგურდა აგრესორის 5 ერთეული ტანკი, 5 საარტილერიო სისტემა და 6 ჯავშანმანქანა. მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა დასახლებულ პუნქტებს.

საარტილერიო იერიში გააქტიურდა სლოვიანსკის ტერიტორიაზე. იბომბება არამხოლოდ სამხედრო, არამედ სამშვიდობო ინფრასტრუქტურაც. 10-მდე საცხოვრებელი კორპუსია განადგურებული ლუგანსკის ოლქში.

ნაკლებად აქტიურობდა მტერი ოდესის ოლქში. ამის მიზეზებზე  ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ისაუბრა. სერგეი ბრატჩუკის თქმით, ოკუპანტების ყურადღება ახლა კუნძულ ზმეინიზეა ფოკუსირებული.

ჩერნიგოვის ოლქში ოკუპანტებმა რამდენიმე სოფელი დაბომბეს. განადგურებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. ვრცელდება დაუდასტურებელი ცნობები ორი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებ. თუმცა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სამოქალაქო პირების მკვლელობას კვლავაც, კატეგორიულად უარყოფს.

დაღუპული ბავშვების შესახებ რუსეთის გენშტაბში ისევ არ საუბრობენ. უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით კი, ოკუპანტების ინტერვენციას 227 არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 420 ბავშვი. მძიმე სტატისტიკა აქვთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაშიც. 24 თებერვლიდან დღემდე ოკუპანტებმა 3573 მშვიდობიანი მოკლეს, დაიჭრა 3816.

ასევე წაიკითხეთ:

🌐უკრაინაში, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

🌐ევროვიზიის ხელმძღვანელობამ ბოდიში უნდა მოუხადოს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს - რომან გოცირიძე

🌐მილიონობით ადამიანი შიმშილით მოკვდება თუ რუსეთი არ დაუშვებს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს ბლოკირებული პორტებიდან - დიდი შვიდეული

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792827581

ახალი ამბები

სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვისა და გავრცელების ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო

 გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვის და გავრცელების ფ...

პროკურატურა

1792825861

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის ბრალდებაზე: როდესაც გადატრიალება მოხდა, მთელი პარტიის უდიდესი ნაწილი ციხეში იყო, საკუთარმა პრემიერმა და გვარდიის მეთაურმა წამოიწყეს ბუნტი, ჯაფარიძემ და სხვებმა მილიონები ზვიადის დამამხობლებთან ერთად იშოვეს

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი „ლელოს“ წევრის ირაკლი კუპრაძის იმ ბრალდებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ბადრი ჯაფარიძე, რომელიც ზვია...

თენგიზ შარმანაშვილი

1792823174

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძემ იტალიაში ნარკოდამოკიდებულების პრევენციისა და რეაბილიტაციის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

 ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე იტალიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ნარკოტიკებზე დამოკიდებულების პრევენციისა და რეაბილიტაციის საკითხებზე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მ...

მიხეილ სარჯველაძე

1792821976

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 24 ოქტომბერს საქართველოში

24 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდი და +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ოზურგეთში მოღრუბლულია. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. ბ...

ამინდი

1792787300

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც უნგრეთის რევოლუციის 70 წლის...

ირაკლი კობახიძე