პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე საუბარი აბსურდია - ანრი ოხანაშვილი გვარამიას დაპატიმრებაზე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით „პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე საუბარი აბსურდია".
ოხანაშვილი მოუწოდებს ნიკა გვარამიას ადვოკატებს, გადაწყვეტილება გაასაჩივრონ თუ არ ეთანხმებიან.
„ყველამ პატივი უნდა სცეს სამართლებრივ სახელმწიფოში არსებულ წესებს, ყველამ პატივი უნდა სცეს სასამართლოს გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, არავის უხარია, როდესაც ადამიანი შესაძლებელია დაექვემდებაროს თავისუფლების აღკვეთას, თუმცა როდესაც კონკრეტული პირი ჩადის შესაბამის ქმედებას, მას უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ შესაბამისი რეაგირება იქნება, როგორიც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.
თუ ვინმე არ ეთანხმება გადაწყვეტილებას, არსებობს გასაჩივრება. პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე საუბარი აბსურდია. ვერავის განცხადება ვერ შეცვლის იმას, რომ თუ პირი რამეს დაარღვევს, სამართლებრივი რეაგირება იქნება. ვერ დაასახელებთ, ევროპულ სამართლებრივ სახელმწიფოში ვერავინ გაბედავს იმის თქმას, რომ თუ პირმა დანაშაული ჩაიდინა, იცით, რა კონკრეტულ სფეროს თუ წარმოადგენს, არ შეიძლება მასზე შეხება“, - აღნიშნავს ოხანაშვილი.
ამასთან, ოხანაშვილი აცხადებს, რომ პარტნიორებს არ უღიარებიათ ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით პოლიტიკური ნიშნების არსებობა.
„ევროპულ ინტერესებს აზიანებს მხოლოდ ის, როდესაც სასამართლო სისტემაზე მიდის შტურმი და იერიში. ევროპულ ინტერესებს აზიანებს, როდესაც ყველა საქმის პოლიტიზირება ხდება. ევროპული ინტერესების შესაბამისია, როდესაც ადამიანი ჩადის დარღვევას და მასზე სამართლებრივი რეაგირებაა",-აღნიშნავს ოხანაშვილი.

ასევე წაიკითხეთ:

🔵ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკოსად ქცეული გახარია თუ მუხრუჭებს ინარჩუნებს, ნაპროკურორალი მეზვრიშვილი და თოლორაია ისე ყინჩად გვესაუბრებიან, თითქოს ადეიშვილის სისხლიანი პროკურატურის შემოქმედები არ ყოფილიყვნენ - ნანა კაკაბაძე

🔵200-ევროიან დახმარებას მიიღებს ყველა დასაქმებული, უმუშევარი, პენსიონერი, მათ შორის ოჯახში მომუშავე პირები (Golf, Badanti) და თვითდასაქმებული ადამიანები, რომლებიც ამ მთავარ კრიტერიუმს აკმაყოფილებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783527976

ახალი ამბები

ბაჩო ოდიშარია: თანამედროვე ქართულ პოეზიაში, იმაზე კომპლექსური, საინტერესო, მხიარული და ანალიტიკური შემოქმედი, ვიდრე ტარიელ ჭანტურიაა, მეორე არ მახსენდება - დღეს მგოსანმა მარადისობაში გადაინაცვლა

„თანამედროვე ქართულ პოეზიაში, იმაზე კომპლექსური, საინტერესო, მხიარული და ანალიტიკური შემოქმედი, ვიდრე ტარიელ ჭანტურიაა, მეორე არ მახსენდება“, - წერს კინომცოდნე ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში. მისი განც...

ბაჩო ოდიშარია

1783525535

მსოფლიო

გერმანელ ექიმს, რომელიც 15 პაციენტის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა -BBC

„ბერლინის სასამართლომ 41 წლის მამაკაცი, რომელიც იოჰან მ-ის სახელით არის ცნობილი, დამნაშავედ ცნო 2021 წლის სექტემბრიდან 2024 წლის ივლისამდე პერიოდში, 12 ქალისა და 3 მამაკაცის მკვლელობაში“, - ამის შესახ...

გერმანელ ექიმს

1783524802

ახალი ამბები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დაზარალებული კომპანიის კუთვნილი, 11 204 424 ლარად ღირებული მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულებს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დაზარალებული კომპანიის კუთვნილი, 11 204 424 ლარად ღირებული მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულებს 8 წლით თავისუფლ...

პროკურატურაპროკურატურა

1783523176

ახალი ამბები

9 ივლისს დაგეგმილი ღონისძიების გამო მარშალ ი. პილსუდსკის გამზირზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება

თბილისის მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 8 ივლისის 22:00 საათიდან 9 ივლისის 15:00 საათამდე საგზაო მოძრაობა შეიზღუდება ჰუალინგის პარკის მიმდებარედ, მარშალ ი. პილსუდსკის გამზირზე, თბილ...

გზის შეზღუდვა

1783522159

საზოგადოება

თამარ იოსელიანი: ივნისის თვეში დაფიქსირებული გადაზიდვების რეკორდული მაჩვენებლები არის იმ ეფექტიანი მართვისა და პროექტების დამსახურება, რომელსაც ახალი მენეჯმენტი ახორციელებს „საქართველოს რკინიგზაში“

ივნისის თვეში დაფიქსირებული გადაზიდვების რეკორდული მაჩვენებლები არის იმ ეფექტიანი მართვისა და პროექტების დამსახურება, რომელსაც ახალი მენეჯმენტი ახორციელებს „საქართველოს რკინიგზაში“ - განაცხადა ეკონომი...

თამარ იოსელიანი