"პუტინს მოკლავენ...საქართველოს მოაწყდება ყველა, საზღვრების ჩაკეტვა გარდაუვალი გახდება - ფაქტები მახარებენ"

ჟურნალისტი ეკატერინე ლომიძე სოციალურ ქსელში წინასწარმეტყველ ლელა კაკულიასთან 2002 წელს გამართულ შეხვედრას იხსენებს და "ფეისბუკში" წერს:
"2002 წელი იყო, ლელა კაკულიამ, რომელსაც პირადად ვიცნობ და მის მიერ გაკეთებული კეთილი საქმეებისთვის ძალიან დიდ პატივს ვცემ (თუმცა, არის საკითხები რაზედაც არ ვეთანხმები და ამაზე აზრიც გამომითქვამს), თავი ძველი ჩანაწერების რვეული მანდო.
ვიჯექი მის სამუშაო ოთახში, სადაც სხვათა შორის, მისი საოცარი ნახატებიც ვნახე, რომელიც ფართო საზოგადოებამ კი არა, ახლო წრეშიც, მგონი, იშვიათმა იცის.
მოკლედ, ვკითხულობდი იმ რვეულს და რაც განსაკუთრებით თვალში მხვდებოდა, ყველაფერს ვინიშნავდი.
იმ მონიშნულებს შორის იყო შემდეგი:
"ისეთი დრო მოვა, საქართველოს საზღვრებს მოაწყდება ყველა, მაგრამ საზღვრები ჩაიკეტება. ვინც შინ ბრუნდება, ისიც შეიძლება ვერ შემოვიდეს...
რუსები დაუჩოქებენ საქართველოს. რაც ჩვენ გაგვიკეთეს, თვითონ იმაზე უარესი დაემართებათ... პუტინს მოკლავენ...
საქართველოს რომ ხალხი მოაწყდა, კი ვხედავთ, საზღვრების ჩაკეტვა გარდაუვალი გახდება".
პუტინის ჩაქვესკნელებას ველოდები მოუთმნელად და კიდევ სრულიად რუსული სანაგვეთის ზედ მიყოლებას და რა თქმა უნდა, დიდი, ხელოვნურად შეკოწიწებული რუსეთის დანაწევრებას და ბუნებრივ საზღვრებში დაბრუნებას.
ხო, საქართველო გამთლიანდება და იმხელა საზღვრებში იქნება, ნიკოფსიიდან და დარუბანდამდის ტერიტორია შეიძლება არ ეყოსო. :)
არ ვამეტებ არაფერს, ამაზე ჩავეკითხე, ეგ როგორ-მეთქი?
არ ვიცი როგორ, მაგრამ მე მოვესწრებიო.
არ მინდა ყველაფერი ვთქვა და დავწერო, რაც იმ დღიდან დამრჩა, მაგრამ ფაქტები მახარებენ და სხვა წინასწარმეტყველებების აღსრულების იმედსაც მაძლევენ", - წერს ლომიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
1745007035
სპორტიგიორგი ქოჩორაშვილი: მინდა, როცა „ლევანტეს“ დავტოვებ, მთავარი კარიდან გავიდე, ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო დიდი მიზნებისთვის ბრძოლა
„ლევანტეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე გიორგი ქოჩორაშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელმაც „სარაგოსასთან“ მოახლოებულ მატჩსა და მიმდინარე სეზონის მიზნებზე ისაუბრა. „გუნდში, როგორც ყოველთვის კარგი გარემოა, გუნდ...
1745005379
ახალი ამბებივოლსკი რუბიოს განცხადებაზე: ან შეცვლის ომის დღის წესრიგს მშვიდობის დღის წესრიგი და გადავრჩებით ყველა, ან შეიძლება სერიოზული პრობლემა დაუდგეს კაცობრიობას
„ეს არის პრაგმატული გადაწყვეტილებების ეპოქა. ან შეცვლის ომის დღის წესრიგს მშვიდობის დღის წესრიგი და გადავრჩებით ყველა, ან შეიძლება სერიოზული პრობლემა დაუდგეს კაცობრიობას“, - ამის შესახებ პარლამენტის პ...
1745003725
მსოფლიოტრამპი აცხადებს, რომ აშშ მალე უარს იტყვის უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე, თუ არ იქნება პროგრესის მკაფიო ნიშნები
აშშ მზად არის უკრაინაში ომთან დაკავშირებით „სამშვიდობო ძალისხმევა“ შეწყვიტოს თუ მხარეები ყველაფერს „გაართულებენ“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ა...
1745001906
მსოფლიოსტიქია იტალიაში - დაზარალებულ რაიონებში განგაშის წითელი ნიშნულია ამოქმედებული, საცხოვრებელი ადგილის დატოვება ასობით ადამიანს მოუწია
იტალიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე რეგიონები სტიქიური უბედურების ზონაა. ყველაზე რთული ვითარებაა პიემონტში, სადაც უხვმა ნალექმა მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია. ოლქში მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა. გ...
1745001149
ახალი ამბებიგია ვოლსკი: ელენე ხოშტარიას ყველაზე მეტი მაჩვენებელი აქვს პოლიციის მანქანაზე შეხტომის და ხულიგნობის, ფაქტია, იღებს უშველებელ რესურსს რუსეთის ბიუჯეტიდან
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ასე ღიად ფულის გადაცემა კონკრეტული ადამიანისთვის, იმისთვის, რომ მან გააჩინოს ბზარი საქართველოს ხელისუფლებას და ევროკავშირის ურთიე...