"რა არ მინახავს, მაგრამ მდინარე გრაფიკით ნამდვილად არ გამიგია" - რა ფოტოს აქვეყნებს პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე
პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელ ფეისბუკში ფოტოს აქვეყნებს და წერს:
"90-იან წლებში დაბადებული ადამიანი ვარ და თითქმის არაფერი მიკვირს...
ელ.ენერგია გრაფიკით მოგვეწოდებოდა, წყალიც, ბუნებრივი აირიც.
ნაგვის მანქანაც კი კვირაში ერთხელ მოდიოდა და გადაჭრილი გაზის ბალონისგან დამზადებული ზარით გვატყობინებდა უბანში შემობრძანებას, აკადემიკოსები, გენერლები და დეპუტატები კი მეშვიდე სართულის აივნიდან უმიზნებდნენ ძარას თავიანთ შეფუთვებს...
მოკლედ, რა არ მინახავს, მაგრამ მდინარე გრაფიკით ნამდვილად არ გამიგია !!!
ფოტოზე ხედავთ ვანის რაიონის სოფელ სალხინოს შუაგულში მდებარე კალაპოტს, მდინარე სულორის კალაპოტს, რომელიც ცარიელია.
სულორის ჰესების კასკადის მენეჯერი გრაფიკით უშვებს ხოლმე მდინარეს, როდესაც გაუხარდება და მოუხერხდება.
თან სალხინო ლამის ზღვის დონეზე მდებარე დასახლებაა, მახრჩობელა სიცხე იცის ხოლმე იქ, ზაფხულში ერთი კვირით სოფლად დაბრუნებული ადამიანები კი იტანჯებიან და მდინარის გამოშვებას ელოდებიან.
მდინარე გრაფიკით!
წარმოიდგინეთ, მდინარე გრაფიკით, ონკანზე აყვანილი",- წერს ლორთქიფანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
1794391103
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილმა COP31-ის მსოფლიო ლიდერთა სამიტის ფარგლებში გამართულ დახვედრისა და მისალმების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა COP31-ის მსოფლიო ლიდერთა სამიტის ფარგლებში გამართულ დახვედრისა და მისალმების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია...
1794390379
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრი დუბლინში EPC-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, 11-12 ნოემბერს, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების(EPC) მე-9 სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დუბლინში გაიმართება. 11 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის მ...
1794389644
ახალი ამბები2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 3 მილიარდ ლარს აჭარბებს
2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 298 მილიონ ლარზე მეტით და 3 მილიარდ ლარს აჭარბებს. ამასთან აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურისა...
1794387993
ახალი ამბები„სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 4 ფაქტი აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“ საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე მათი კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერები...
1794387889
ახალი ამბებიხაშურში მომხდარ ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა
ხაშური-ოსიაურის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, მსუბუქი ავტომანქანა წყალმზიდს შეეჯახა. როგორც ადგილობრივი მედია „ქართლის ამბები“ წერს, ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. დაშავებულები...






























