"საქართველოს მესამე პრეზიდენტისადმი მოპყრობა სამარცხვინო ფურცლად დარჩება ჩვენი სახელმწიფოს ისტორიაში" - გიორგი მშვენიერაძე

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში წერს:

"ოპოზიციისადმი დაბალი საზოგადოებრივი ნდობა ხელისუფლების მონაპოვარია.

მისმა მმართველობის ავტორიტარულმა რეჟიმმა მოახერხა ოპოზიციის ასეთ მდგომარეობაში ჩაყენება.

რომ შეგახსენოთ, მთავარი ოპოზიციური პარტიის დამფუძნებელი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პოლიტიკური მოტივებით ციხეში ზის და მისადმი მოპყრობა სამარცხვინო ფურცლად დარჩება ჩვენი სახელმწიფოს ისტორიაში.

ამავე პარტიის თავმჯდომარის მიმართ ჯერ კიდევ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეა.

სისხლის სამართლის საქმეები მიმდინარეობს ლელოს 2 დამფუძნებლის მიმართ.

ამავე პარტიებს, ისევე როგორც სხვა ოპოზიციურ პარტიებს ფაქტობრივად არავინ აფინანსებს საქართველოში მოქმედი ბიზნესებიდან და ეს მაშინ, როცა ჯამურად მათი მხარდამჭერთა რაოდენობა ქვეყანაში მეტია, ვიდრე ხელისუფლების და ეს მხოლოდ ბიზნესში არსებული შიშით შეიძლება აიხსნას.

ამიტომ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ოპოზიციის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა ნაკლებადაა ოპოზიციის ბრალი.

ეს ავტორიტარიზმის შედეგია და ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ უნდა დავაღწიოთ თავი ამ ჭირს", - წერს გიორგი მშვენიერაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "არც მე ვარგივარ, არც ეგენი - საზოგადოება ხვდება რომ ივანიშვილი და მისი ოცნება შესაცვლელია, მაგრამ დღენიადაგ აწვეთებენ რომ შემცვლელი არაა" - ნიკა მელია 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793476610

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ვერცერთი თანამდებობა ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების ან კორუფციული ფაქტის

ვერცერთი თანამდებობა, მოქმედი, თუ ყოფილი, ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების, ან კორუფციული ფაქტის, - ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცი...

ირაკლი კირცხალია

1793472591

საზოგადოება

ლევან მახაშვილი გამჭვირვალობის კანონზე: სწორედ ამას ვთავაზობთ, მათ შორის, ბრიუსელის წარმომადგენლებს, დავსხდეთ და არა პოლიტიკური შეფასებების ჩარჩოდან, არამედ სამართლებრივად განვიხილოთ ეს საკითხი

სწორედ ამას ვთავაზობთ, მათ შორის, ბრიუსელის წარმომადგენლებს, დავსხდეთ და არა პოლიტიკური შეფასებების ჩარჩოდან, არამედ სამართლებრივად განვიხილოთ ეს საკითხი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ევროპასთან...

ლევან მახაშვილი

1793467771

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია არის ის მილიონ 120 ათასზე მეტი ადამიანი, რომელმაც 2024 წელს „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა

ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია არის ის მილიონ 120 ათასზე მეტი ადამიანი, რომელმაც 2024 წელს „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა, - ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართუ...

ირაკლი კირცხალია

1793466625

საზოგადოება

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: გავრცელებული ვიდეომასალა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ განხორციელებული თვითნებური ქმედებები მიზნად ისახავს თბილისის მერიის დისკრედიტაციას და საზოგადოებაში დაძაბულობის ხელოვნურად შექმნას

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ტელეკომპანია „პირველის“ რეპორტაჟი და მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფის მხრიდან დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანია გადაუმოწმე...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო

1793466011

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი Fitch Ratings-ის რეიტინგზე: ჩვენი ეკონომიკა განაგრძობს სტაბილურ განვითარებას, ზრდას და ეს პროგრესი, რომელიც ორგანიზაციამ აღნიშნა, კიდევ ერთი ინდიკატორი იქნება საერთაშორისო ინვესტორებისთვის

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-ის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას ეხმაურება. „გა...

ლევან მაჭავარიანი