"არც მე ვარგივარ, არც ეგენი - საზოგადოება ხვდება რომ ივანიშვილი და მისი ოცნება შესაცვლელია, მაგრამ დღენიადაგ აწვეთებენ რომ შემცვლელი არაა" - ნიკა მელია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, რომ ოპოზიციის სისუსტე პირდაპირ პროპორციულია ავტორიტარული რეჟიმის სიძლიერესთან.

"ისტერიული აპელირება ოპოზიციის სისუსტეზე წარმოადგენს შეგნებულ მავნებლობასა და შეუგნებელ სიბრიყვეს. ხოლო ოპოზიციის სისუსტეში თავად ოპოზიციის დადანაშაულება - უსინდისობის აპოგეას, უკეთეს შემთხვევაში კი სრულ პოლიტიკურ სიბეცეს.

ოპოზიციის სისუსტე პირდაპირ პროპორციულია ავტორიტარული რეჟიმის სიძლიერესთან.

ამ საუკუნეში, არასოდეს არ ყოფილა საქართველოში ავტორიტარიზმი ისეთი მძლავრი როგორც დღესაა და ვინმეს ჰგონია, რომ ეს ობიექტურად არ დააზიანებდა ოპოზიციას?

სადაცაა 10 წელი შესრულდება, რაც რუსული ოცნება სათავეშია.

ამ ხნის მანძილზე ის ცდილობდა ჩვენს გაქრობას.

ჩვენ გვიწევდა გამკლავება ძალასთან, რომელსაც ხელთ ჰქონდა ყველა ბერკეტი, ყველა რესურსი, რასაც ემატებოდა საერთაშორისო მხარდაჭერაც, რომელიც დიდი ხანი არაა, რაც დაკარგა.

სწორედ საერთაშორისო და ელექტორალური მხარდაჭერის დაკარგავა აჩენს იმ დიდ შანსსა და იმედს, რომ კოლაბორაციონისტული რეჟიმი თავიდან მოვიშოროთ.

ეს გადასარევად იცის ივანიშვილმა და სწორედ ამიტომ ხდება ის, რაც ხდება.

ამ ხელისუფლებამ მშვენივრად იცის რომ ლუსტრირებული, სახელგატეხილია, ნდობაც დაკარგული აქვს და მხარდაჭერაც.

იცის ეს და საკუთარი თავის გათეთრებას აღარც ცდილობს, ამაზე აღარც კარგავს დროს, ფულს და ენერგიას.

სამაგიეროდ, გავეშებული მუშაობს ოპოზიციის გაშავებაზე.

პრინციპი მარტივია - არც მე ვარგივარ, არც ეგენი.

დღევანდელი ოპოზიციური სპექტრის სუსტად წარმოჩენა და ამ სისუსტეში მისივე დადანაშაულება წარმოადგენს ოლიგარქის სტრატეგიულ მიზანს.

მექანიზმი მარტივია - საზოგადოება ხვდება რომ ივანიშვილი და მისი ოცნება შესაცვლელია, მაგრამ დღენიადაგ აწვეთებენ რომ შემცვლელი არაა - არსებული ძალებიდან არავინ ვარგა და უნდა დაელოდონ ახალ ძალას.

ოლიგარქმა გადასარევად იცის რომ ახალი ძალები ნაწვიმარზე სოკოსავით არ ჩნდება და იმ ჰიპოთეტურ ძალების გამოჩენამდე ბურთი და მოედანი ისევ მას რჩება",- წერს ნიკა მელია.

ასევე დაგაინტერესებთ:

* ჟურნალისტმა თელარა გელანტიამ მთავრობის მხრიდან მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შესაძლო ფაქტის შესასწავლად სახალხო დამცველს მიმართა

* "ადამიანები მიდიან და უკან აღარ ბრუნდებიან. თან, ბანკირები, პოლიციელები, საჯარო მოხელეები, ლექტორები, ყველა" - ბლოგერი გურამ შეროზია საქართველოდან მასობრივ გადინებაზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793477939

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: რა თქმა უნდა, გამოწვევები უამრავია, მაგრამ მთავარია, ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, იმიტომ, რომ თავის დროზე, წლების განმავლობაში ხელისუფლებამ მიიღო სწორი საშინაო და საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები

ის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, იმაზე ვისაუბროთ, უფრო მეტი კიდევ რა გავაკეთოთ განათლებაში, ინფრასტრუქტურასა და სხვა სფეროში, სწორედ სწორი საგარეო და საშინაო პოლიტიკის წყალობით არის შესაძლებელი,...

ლევან მახაშვილი

1793476610

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ვერცერთი თანამდებობა ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების ან კორუფციული ფაქტის

ვერცერთი თანამდებობა, მოქმედი, თუ ყოფილი, ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების, ან კორუფციული ფაქტის, - ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცი...

ირაკლი კირცხალია

1793472591

საზოგადოება

ლევან მახაშვილი გამჭვირვალობის კანონზე: სწორედ ამას ვთავაზობთ, მათ შორის, ბრიუსელის წარმომადგენლებს, დავსხდეთ და არა პოლიტიკური შეფასებების ჩარჩოდან, არამედ სამართლებრივად განვიხილოთ ეს საკითხი

სწორედ ამას ვთავაზობთ, მათ შორის, ბრიუსელის წარმომადგენლებს, დავსხდეთ და არა პოლიტიკური შეფასებების ჩარჩოდან, არამედ სამართლებრივად განვიხილოთ ეს საკითხი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ევროპასთან...

ლევან მახაშვილი

1793467771

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია არის ის მილიონ 120 ათასზე მეტი ადამიანი, რომელმაც 2024 წელს „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა

ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია არის ის მილიონ 120 ათასზე მეტი ადამიანი, რომელმაც 2024 წელს „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა, - ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართუ...

ირაკლი კირცხალია

1793466625

საზოგადოება

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: გავრცელებული ვიდეომასალა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ განხორციელებული თვითნებური ქმედებები მიზნად ისახავს თბილისის მერიის დისკრედიტაციას და საზოგადოებაში დაძაბულობის ხელოვნურად შექმნას

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ტელეკომპანია „პირველის“ რეპორტაჟი და მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფის მხრიდან დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანია გადაუმოწმე...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო