სასწაულებს ახერხებს ბათუმი და ბათუმელები! - რას წერს ოპოზიციონერი ომს გამოქცეულ ადამიანების დახმარებაზე

ბათუმის საკრებულოს წევრი, პარტია „ლელოს“ აჭარის ლიდერი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუს აქვეყნებს, როგორ ეხმარებიან ბათუმელები უკრაინიდან ომს გამოქცეულ ადამიანებს.

„25-ე დღეა გრძელდება უკვე უკრაინელი დევნილების დაბინავების პროცესი ბათუმში, ჩვენი და კიდევ რამდენიმე ოფისი ჰუმანიტარულ შტაბად გადაკეთდა, სადაც მოხალისეობრივად ათობით ადამიანი მუშაობს.

ბათუმელების დახმარებით ომს გამოქცეულ ადამიანებს ვთავაზობთ დაბინავებას, საკვებს, ტანსაცმელს, მედიკამენტებს, სამედიცინო მომსახურებას და ზოგიერთ შემთხვევაში დროებით სამუშაოსაც  დღეს ერთ-ერთი დიდი საერთაშორისო წარმომადგენლობიდან იყვნენ მოსული, აივანზე ვდგავარ და სიგარეტს ვეწევი.

მესმის სატელეფონო საუბარი:

- ,,სასწაული ხდება აქ, ყველაფერს ახერხებენ, თან უკვე ლამის 1 თვეა და რესურსი ჯერ კიდევ ყოფნით, უკრაინაშიც გაუგზავნიათ 2 ეტაპი ტვირთის."

როგორც ჩანს ვერ დაიჯერეს ტელეფონის მეორე მხარეს.

- ,,მართლა გეუბნები, მართლა, მართლა!"

ჰოდა, ძალიან მიხარია და ვამაყობ, რომ სასწაულებს ახერხებს ბათუმი და ბათუმელები!

ამ კაცს, გენო თებიძეს,  თავისი ასაკიც დაავიწყდა, საჭიროებებიც და ყველაფერი, მხოლოდ ამ საქმით ცხოვრობს და სასწაულებს ახდენს “, - წერს ირაკლი კუპრაძე.

ასევე საინტერესოა:

🔵 ასე უყოფენ და უგროვებენ თავის წამლებს „ტკბილი“ ბავშვები სტუმრად მყოფ უკრაინელებს - რას წერს გიორგი მანჯავიძე?

🔵 სათანადო პატივით დავხვდეთ ჩვენს გმირებს - უკრაინაში დაღუპულ მებრძოლებს სამშობლოში ხვალ ჩამოასვენებენ

🔵 „უკრაინაში სატანისტების ლიდერი კუკური ბარამიძე ჩავიდა..“ - დომენიკ მანგო რუსული ტელეარხის მიერ მისთვის მიძღვნილ სიუჟეტს ეხმაურება

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793620541

ახალი ამბები

🎥 სადგურის მოედანზე ხანძარია

სადგურის მოედანზე ხანძარია. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი გადასასვლელ ხიდზე, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან და მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება...

სადგურის მოედანზე ხანძარია

1793620384

საზოგადოება

„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად გეკა გელაძე დაინიშნა

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად გეკა გელაძე დაინიშნა. სამეთვალყურეო საბჭო კორპორაციის წესდების თანახმად 3 წევრისგან შედგება. ის ახორციელებს კონტროლს კორპორა...

გეკა გელაძე

1793619738

საზოგადოება

გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ცნობით, გეკა გელაძის მიერ თანამდებობის დატოვება ახალ პოზიციაზე მის გა...

გეკა გელაძე

1793619193

საზოგადოება

პრეზიდენტი: თანამედროვე გლობალურ სამყაროში, სადაც საფრთხეები ხშირად უხილავი, ასიმეტრიული და მრავალგანზომილებიანია, სწორედ პროფესიული დიპლომატია და მოქნილი, შორსმჭვრეტელური საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს ქვეყნის პირველ თავდაცვით ხაზს

„თანამედროვე გლობალურ სამყაროში, სადაც საფრთხეები ხშირად უხილავი, ასიმეტრიული და მრავალგანზომილებიანია, სწორედ პროფესიული დიპლომატია და მოქნილი, შორსმჭვრეტელური საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს ქვეყნის პი...

მიხეილ ყაველაშვილი

1793618667

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ვინც აღიარებს და მოინანიებს, ყველას მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები, ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს ყოფნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ჩვენი მიზანი და თვითმიზანია სამართლის უზენაესობის აღსრულება

„ვინც აღიარებს და მოინანიებს, ყველას მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები, ყველა დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას“, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. პრემ...

ირაკლი კობახიძე