"შუა თბილისში ბომბის ჩამოგდება ახლანდელი რუსეთისთვის არანაირ მორალურ წინააღმდეგობას არ წარმოადგენს, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად" - დავით გადელია

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინის ომსა და საქართველოსთვის ამ ომის გავლენაზე წერს:

"მეგობრებო!

სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის უკრაინული კამპანია საბოლოო ჯამში კრახით დამთავრდება.

დიდი ალბათობით, სამწუხაროდ, აიღებენ ბევრ დიდ ქალაქს - თანაც ხედავთ, ძირამდე ანგრევენ და ანადგურებენ.

უკრაინის ნამესტნიკი რომც მონახოს - არაფრის გამკეთებელი არ იქნება!

ვერც ინფრასტრუქტურას აღადგენს და ვერც მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე აიღებს პასუხისმგებლობას.

სულ სიკვდილის მოლოდინში იქნება!

ასევე დიდი და მუდმივი დანაკარგი ექნება რუსულ არმიას.

ჩამოიშლება რუსული ეკონომიკა და სავარაუდოდ- ხელისუფლებაც.

მაგრამ ეს გაიწელება დროში და უკრაინელი ხალხის დიდი ტანჯვით მოხდება.

მუდმივად მოამარაგებენ იარაღით, დაეხმარებიან პარტიზანულ ომში, მაგრამ როგორც თქვენც ხედავთ, ევროპა და ამერიკა პირდაპირ არ ჩაერევა ამ ომში.

რუსეთი, პუტინი, ყოველგვარი მიკიბვ - მოკიბვის გარეშე აცხადებს, რომ როგორც კი ვინმე ჩაერევა - წამსვე პასუხს გასცემს.

დასაკარგი არაფერი აქვს.

ჩემი აზრით კი, უკვე ყველაფერი დაკარგულიც აქვს და ალბათ აცნობიერებს.

ყოველი შემხვედრი ადამიანის, საკუთარი დაცვის წევრისაც კი უნდა ეშინოდეს!

რაც შეგვეხება ჩვენ.

თუ ქვეყანა, მისი ოფიციოზის სახით რამენაირად ჩაერევა კონფლიქტში, დაუფიქრებლად და დაუნანებლად გვიპასუხებს ბომბებით.

არანაირი ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ასე არ მოხდება, ან ვინმე ჩაკეტავს ჩვენს ცას.

ეს ცალსახაა! თუ უკრაინასთან შუალედურ წარმატებას მაინც მიაღწიეს (აიღეს კიევი, დანიშნეს ნამესტნიკი; ანუ რაც ჰქონდა გეგმაში, მაგრამ მცირე სისხლით, ფაქტობრივად უომრად გეგმავდნენ, რაც მათთვის კატასტროფული შეცდომა აღმოჩნდა!), ჩემი აზრით აუცილებლად მოგვთხოვენ ჩვენც ნეიტრალიტეტს.

ღმერთმა ქნას, არ დადგეს ეს დღე - მართლაც მთლიანად უკრაინაზე ვართ დამოკიდებული.

არის რისკი, რომ ყოყმანისას რაიმე აგრესიული ქმედება ჩაიდინონ.

ალბათ ყველა ხვდებით, რომ თუნდაც შუა თბილისში ბომბის ჩამოგდება ახლანდელი რუსეთისთვის არანაირ მორალურ წინააღმდეგობას არ წარმოადგენს.

ჩვენ უნდა ვიყოთ მზად.

ხშირად ისმის ბოლო დროს ღირსებისკენ მოწოდება.

მე და ძალიან ბევრ ჩემზე უკეთეს ადამიანს ეს მოწოდება არ გვჭირდება - არცერთ შემთხვევაში, რა მძიმე სცენარითაც არ უნდა წავიდეს საქმე, მე თბილისს არ დავტოვებ და საქმითაც გამოვადგები.

ასევე, ჩემი უფროსი ვაჟი იქნება ჩემს გვერდით, მაგრამ აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ შვილებზე, შვილიშვილებზე, რომ არ ჩავვარდეთ იმ მძიმე მდგომარეობაში, რასაც მთელი გულით და ცრემლით ვადევნებთ თვალს ეს დღეები..

ნუ მოვიტყუებთ თავს - " პანიკას ნუ თესავ, ვერ გაბედავენ, არ იზამენ, შერცხვებათ, შეეშინდებათ, ნატოსი მოერიდებათ" და სხვა ამგვარი სისულელეებით.

ჯობია რისკები ცივ გულზე დავითვალოთ და მოვემზადოთ.

თუ კონფლიქტში ჩართვა 100% -ით, იმ წამსვე ბომბების ქვეშ დაგვაყენებს, თუ ღმერთმა ქნა და უკრაინამ გაძლო - საერთოდ აგვცილდება საფრთხე.

ხოლო თუ ვერ გაძლო და რუსეთმა დროებით წარმატებას მიაღწია (ვიმეორებ, დროში არანაირი შანსი არა აქვს!), მაინც გვაქვს რისკი, რომ ჩვენც გავხდეთ აგრესიის მსხვერპლი.

თუმცა ეს რისკი უკვე 30-50%-იანია.

თანაც ჩვენ იმის მეათედ დროსაც ვერ გავუძლებთ, რაც უკრაინამ გაძლო - მოსახლეობის შესაბამისად.

ეს ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, თორემ ვერავინ ვერ იტყვის ზუსტ რიცხვებს და პუტინის არეულ თავში რა გამოცხვება.

ამიტომ უნდა გავითვალოთ და წინასწარ ვიცოდეთ ჩვენი ნაბიჯის მოსალოდნელი შედეგი.

მოსახლეობამაც უნდა იცოდეს. რასაც ახლა ვამბობ, ბევრისთვის მიუღებელია.

მაგალითად, ჩემს ყველაზე ახლო ადამიანს, მეგობარს და ნათესავს ვერც დაელაპარაკები ამ თემაზე - ისიც შვილიშვილების პატრონი და საუკეთესო სპეციალისტი, ექიმია, მაგრამ ვერ იტანს კომპრომისებს და გრძნობის შეკავებას.

ასეთი ბევრია ცხადია - კავკასიელები ვართ, რაც არ უნდა იყოს!

მაგრამ ქართველებში გადარჩენის, პრაგმატიზმის გენი მაინც ყოველთვის იყო, ისევე როგორც ომში დიდი თავდადების.

სწორედ ამ ორი თვისების თანხვედრამ მოგვიყვანა აქამდე.

ასე რომ, კარგი იქნება ამ გასაჭირის ჟამს თუ გაერთიანდებიან პოლიტიკოსები, არ დაიწყებენ ერთმანეთის ჯიბრით ქვეყნის მტრობას და სწორად გაითვლიან რისკებს.

დრო კიდევაა, თუმცა, არც ისე ბევრი.

პ.ს. ნუ გამლანძღავთ პრაგმატიზმისთვის.

ეს აუცილებლად სჭირდება ახლა ჩვენს ქვეყანას. ცივი გონება და ქვეყნის ერთგულება!

პ.ს.ს. მე დიდი ხანია ფსიქოლოგიურად მზად ვარ ცუდი სცენარისთვისაც - და ფეხის მოცვლასაც არ ვაპირებ - სად გაგიგიათ საპატიო თბილისელი განსაცდელისას ქალაქიდან გარბოდეს??!

არც სხვას დავამუნათებ, ვინც გაიქცევა - ყველას თავისი გზა აქვს, თუნდაც ახლა დიდ მჯიღს იკრავდეს გულზე!", - წერს გადელია.

სხვა სიახლეები:

🔲 "2008 წელს მიღებული გამოცდილების გაზიარების გზით უკრაინაში მყოფ ჰააგის გამომძიებლებს ვეხმარებით" - ვანო მერაბიშვილი

🔲 „დღეს თვითმფრინავის ხმა მესმოდა და მელანდებოდა რომ მოვიდნენ.. რა არ ვცადე, თუმცა საქმეზე უკეთესი თავშესაფარი ვერ ვიპოვე“ - რას წერს ზურა შევარდნაძე

🔲 "მინდა გაგიცრუოთ იმედები - ქეთა ამ კონცერტზე პირადი პრობლემის გამო არ იღებს მონაწილეობას!" – ნატო დუმბაძე 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784720172

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: ვფიქრობთ, რომ ბევრი ხელშესახები შედეგი გვექნება, რაც გაზრდის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კავშირებს სინგაპურთან

„აღინიშნა, რომ საქართველო გამორჩეულად საინტერესო ქვეყანაა ინვესტიციების მიმართულებით და თვალსაჩინოა ის ზრდა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის არაერთ სექტორში გვაქვს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრად...

მარიამ ქვრივიშვილი

1784718737

საზოგადოება

თავდაცვის მინისტრი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ამით კუმარ მიშრასთან. თავდაცვის მ...

თავდაცვის მინისტრი

1784718455

ახალი ამბები

ლადო სადღობელაშვილი: 5 წლის წინ, ვახო სანაიას გინების გამო 3 ახალგაზრდა დააკავეს, მათ რამდენიმე თვე გაატარეს ციხეში - პრაქტიკულად, ანალოგიური ქმედება ჩაიდინა სანაიამ სახელმწიფო მოხელეების მიმართ, ჟურნალისტობა არ არის ინდულგენცია - 14 დღე ცოტაა!

ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. სადღობელაშვილი იხსენებს 5 წლის წინანდელ საქმეს, როდესაც ვახო სან...

ლადო სადღობელაშვილი

1784718112

საზოგადოება

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდა. გამოცდის მიმდინარეობას თბილისის N177 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის...

ააა

1784717742

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე საქართველოში ავსტრალიის საელჩოს პირველ მდივანსა და კონსულს ჯენიფერ კინგსმანს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი საქართველოში ავსტრალიის საელჩოს პირველ მდივანსა და კონსულს (რეზიდენციით ანკარა) შეხვდა, - ინფორმაციას ჯანდაცვის...

მიხეილ სარჯველაძე