„სიკვდილო…..რას გვერჩოდი???“ - რა ისტორიას იხსენებს ლევან კბილაშვილის დედა მამუკა ონაშვილზე

ახლახან გარდაცვლილი ახალგაზრდა მომღერლის ლევან კბილაშვილის დედა, მამუკა ონაშვილის გარდაცვალებაზე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

“ერთი ამბავი მინდა გავიხსენო… ლევანიკო თორმეტი წლის იყო. ნატო გელაშვილის საღამოებზე ხშირად მღეროდა ხოლმე ცოცხლად. ერთი ასეთი საღამო ჩატარდა “კრისტალში”, სადაც იმღერა “დეკემბერი”.

როდესაც ლევანიკომ სიმღერა დაიწყო, მოულოდნელად გაითიშა მუსიკა… ვიგრძენი, როგორ გამეყინა სისხლი, ლევანო კი ჩვეულებრივ იდგა, არც შეიმჩნია, გააგრძელა სიმღერა და როდესაც ისევ ჩართეს, თუ რაც მოხდა არ ვიცი, ნოტი-ნოტში დაემთხვა მუსიკა და ნამღერი ერთმანეთს.

საღამოს დამთავრების შემდეგ გარეთ გამოსულებს უცებ დაგვიძახეს და გაგვაჩერეს ზურა მანჯავიძემ და მამუკა ონაშვილმა, ლევანიკოს მისცეს კონვერტი და უთხრეს, რომ ეს გადმოგცა დეიდამ, რომელიც შენი მოქმედებით და ნამღერით აღფრთოვანებული და გაკვირვებული დარჩა და რადგან გვიანი ღამეა, თვითონ იყიდე საჩუქარიო. მე, რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი, მამუკამ კი სიცილით გვითხრა – ამ კონვერტით რომ დავბრუნდეთ, ორივეს გარეთ გამოგვყრისო – ეს ქალბატონი ძალიან ცნობილი იყო შოუბიზნესში და, შეიძლება ითქვას, ბევრი ცნობილი მომღერლის “პატრონი”.

ძალიან მინდოდა ამ ქალბატონის მიმართ სიტყვიერი მადლიერება გამომეხატა, მაგრამ მისი საკონტაქტო ნომერი არავინ არ მომცა… არადა იცოდნენ… თანხა იმ პერიოდისთვის სოლიდური იყო, ლევანმა თვითონ შეარჩია – იყიდა მუსიკალური ცენტრი – თავისი პირველი დამსახურებული ჰონორარით.

გავიდა დრო, ლევანიკომ გააკეთა და შეძლო ყველაფერი დამოუკიდებლად. როდესაც მოსკოვში მიდიოდა ვუთხარი – თუ ამ ქალბატონის და შენი გზები სადმე გადაიკვეთება, აუცილებლად გაახსენე ეს ამბავი-მეთქი.

ვერ შეხვდა… მე კი ხშირად ვიხსენებ… სულ ამბობდა ლევანიკო – რამეს რომ ვაკეთებ და ადამიანებს სიამოვნებთ, ჩემზე ბედნიერი კაცი არ არისო…სიკვდილო…..რას გვერჩოდი???” – წერს ლევან კბილაშვილის დედა სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა - რამდენად შეიძენთ უცხოურ ვალუტას 1 აგვისტოს?

🔵 "უნდა გავანძრიოთ თუ არა ტრავმული დაზიანებების მქონე პაციენტი?" - ექიმი, არჩილ მარშანია გირჩევთ

🔵 „ავარიის შემდეგ გარდაცვლილი ვაჟის, გიორგის ძაღლმა დაგლიჯა და მოკლა“ - თინათინ მღვდლიაშვილი ნიუ – იორკში მომხდარ ტრაგედიაზე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793351819

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ გვარამიას განცხადებებზე, ეს არის ისტერიული მცდელობა, რომ საკუთარი ცოდვები გადაფარონ, თუმცა საზოგადოება ხედავს, რამდენად მყარია ის სარჩელი, რომელიც წარდგენილია საკონსტიტუციო სასამართლოში

შეიძლება სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ ბატონი გვარამიას განცხადებებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც სასამა...

ირაკლი კობახიძე

1793349715

საზოგადოება

„ლელოს“ ლიდერი გიორგი სიორიძე: წარმოსახვითია ის საფრთხეები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ რუსეთთან მიმართებით სახავს და სინამდვილეში სხვა მიზანს ემსახურება

საკონსტიტუციო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ წარმოსახვითია ის საფრთხეები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ რუსეთთან მიმართებით სახავს. სიორიძის თქმ...

„ლელოს“ ლიდერი გიორგი სიორიძე

1793348996

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოვლენილი დარღვევების გამო თბილისში, აჭარასა და შიდა ქართლში ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა შემოსული შეტყობინების საფუძველზე მზა კერძების მწარმოებელი და სარეალიზაციო ობიექტი „კნატუნა“ (ინდივიდუალური მეწარმე მ.წ.; მისამართი: თბი...

სურსათის ეროვნულმა სააგენტო

1793346859

საზოგადოება

პრემიერი: გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას, საქართველო ყოველთვის იყო რეგიონში მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და დიალოგის მტკიცე მხარდამჭერი

„დღეს, რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას. საქართველო ყოველთვის იყო რეგიონშ...

ირაკლი კობახიძე

1793346227

საზოგადოება

კობახიძე: საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელოვანი განზომილებაა ენერგეტიკა, ერთობლივად განხორციელებული პროექტები მრავალი წელია ემსახურება ენერგორესურსების საიმედო ტრანზიტს

„საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელოვანი განზომილებაა ენერგეტიკა, ერთობლივად განხორციელებული პროექტები - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენ...

ირაკლი კობახიძე