"უნდა გავანძრიოთ თუ არა ტრავმული დაზიანებების მქონე პაციენტი?" - ექიმი, არჩილ მარშანია გირჩევთ

ექიმი, არჩილ მარშანია სოციალურ ქსელში წერს:
 
"უნდა გავანძრიოთ თუ არა ტრავმული დაზიანებების მქონე პაციენტი?

გავრცელებული აზრის თანახმად, ”ტრავმის დროს, პაციენტის განძრევა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება” რაც ცალსახად არასწორი დებულებაა.

სინამდვილეში ეს ისეთივე არასწორია როგორც ვთქვათ ”ტრავმის დროს, პაციენტის განძრევა ყოველთვის შეიძლება”-ს თქმა იქნებოდა.

ნებისმიერი ტრავმის დროს, მოქმედებების დაწყებას და რაობას განსაზღვრავს რამდენიმე ფაქტორი:

1) გარემოს დათვალიერება – უსაფრთხოება;

2) პაციენტის შეფასება – პაციენტის მდგომარეობის სიმძიმე;

3) დამხმარე ადამიანების რაოდენობა და პირველადი დახმარების ცოდნა;

4) ხელთ არსებული აღჭურვილობა;

5) რა დრო დასჭირდება სასწრაფო დახმარებას ადგილზე მოსვლისთვის.
ამ ფაქტორების გათვალისწინებით ხდება რისკის და სარგებლის შეფასება და შეფასების შემდეგ კი მოქმედების განსაზღვრა / დაწყება.

თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია, ერთი წინადადებით ყველა შემთხვევას ვერ მოვერგებით, თუმცა ძალიან მოკლედ და უხეშად რომ ვთქვათ, სასწრაფოში დარეკვის შემდეგ:

1) თუ პაციენტი უგონოა და არ სუნთქვას ან აღენიშნება სიცოცხლისთვის მყისიერად საფრთხის შემქმნელი დაზიანება – ნებისმიერი საშუალებით უნდა მოხდეს პაციენტის გამოყვანა უსაფრთხო გარემოში და დაიწყოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება;

2) თუ გარემო შეიცავს გარდაუვალ და მაღალი რისკის საფრთხეს – ნებისმიერი საშუალებით უნდა მოხდეს პაციენტის გამოყვანა უსაფრთხო გარემოში და დაიწყოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება;

3) თუ პაციენტი სუნთქავს და/ან კონტაქტურია, გარემო არ შეიცავს გადაუდებელ მაღალი რისკის საფრთხეს – პაციენტი არ უნდა გაინძრეს, დაფიქსირდეს უსაფრთხო პოზიციაში და დაველოდოთ სასწრაფოს მოსვლას.

უბედური შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრებიდან (თუ ეს ვიდეო არ არის ძალიან დეტალური, უწყვეტი და არ ასახავს სრულ სურათს) ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია რაიმე დასკვნების გაკეთება და პროფესიული შეფასება.

ამიტომ ხმამაღალი შეფასებებისგან ჯობს თავის შეკავება, არასწორი ინტერპრეტაციების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, რადგან ისედაც არსებობს მითი იმის შესახებ, რომ დახმარების გამო შეიძლება ვინმე დაისაჯოს და ამის გამო ადამიანებმა ზოგადად შეიძლება თავი შეიკავონ სხვისი დახმარებისგან, რაც რიგ შემთხვევაში სასიცოცხლო მნიშვნელობის შეიძლება იყოს.

ამორალური და დასჯადია ადამიანის განსაცდელში მიტოვება და არა დახმარება.

ჯანმრთელობას გისურვებთ", - წერს მარშანია.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "გემუდარებით გაამკაცრეთ კანონი, ორი კაცი დარჩა ამ ქვეყანაში და რას ეწირება? - ავტოავარიას?!" - ზურა ხაჩიძე

* "მეშინოდა იმ მხარეს გახედვა, სადაც თითქოს აღარ უნდა დამხვედროდა, მაგრამ გინდ დაიჯერეთ, გინდ არა..." - რა ისტორიას ავრცელებს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793351819

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ გვარამიას განცხადებებზე, ეს არის ისტერიული მცდელობა, რომ საკუთარი ცოდვები გადაფარონ, თუმცა საზოგადოება ხედავს, რამდენად მყარია ის სარჩელი, რომელიც წარდგენილია საკონსტიტუციო სასამართლოში

შეიძლება სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ ბატონი გვარამიას განცხადებებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც სასამა...

ირაკლი კობახიძე

1793349715

საზოგადოება

„ლელოს“ ლიდერი გიორგი სიორიძე: წარმოსახვითია ის საფრთხეები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ რუსეთთან მიმართებით სახავს და სინამდვილეში სხვა მიზანს ემსახურება

საკონსტიტუციო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ წარმოსახვითია ის საფრთხეები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ რუსეთთან მიმართებით სახავს. სიორიძის თქმ...

„ლელოს“ ლიდერი გიორგი სიორიძე

1793348996

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოვლენილი დარღვევების გამო თბილისში, აჭარასა და შიდა ქართლში ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა შემოსული შეტყობინების საფუძველზე მზა კერძების მწარმოებელი და სარეალიზაციო ობიექტი „კნატუნა“ (ინდივიდუალური მეწარმე მ.წ.; მისამართი: თბი...

სურსათის ეროვნულმა სააგენტო

1793346859

საზოგადოება

პრემიერი: გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას, საქართველო ყოველთვის იყო რეგიონში მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და დიალოგის მტკიცე მხარდამჭერი

„დღეს, რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას. საქართველო ყოველთვის იყო რეგიონშ...

ირაკლი კობახიძე

1793346227

საზოგადოება

კობახიძე: საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელოვანი განზომილებაა ენერგეტიკა, ერთობლივად განხორციელებული პროექტები მრავალი წელია ემსახურება ენერგორესურსების საიმედო ტრანზიტს

„საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელოვანი განზომილებაა ენერგეტიკა, ერთობლივად განხორციელებული პროექტები - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენ...

ირაკლი კობახიძე