„სიცოცხლე არაპროგნოზირებადია, ერთ წამს ვარსებობთ, მეორეს კი გავქრებით...“- რას წერს ფადი ასლი
ბიზნესმენ ფადი ასლი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ „სიცოცხლე არაპროგნოზირებადია, ერთ წამს ვარსებობთ, მეორეს კი გავქრებით...“
„სიცოცხლე არაპროგნოზირებადია, ერთ წამს ვარსებობთ, მეორეს კი გავქრებით... ახსნა-განმარტების გარეშე... იმ წამიდან დაწყებული, რაც მოვევლინებით ქვეყანას, ჩვენ ყველანი ვართ მხოლოდ შემოქმედის ვალი ვართ, რომელსაც ის დაიბრუნებს, როცა საჭიროდ ჩათვლის.
სწორად მაშინ სრულდება ჩვენი დრო ამ ქვეყანაზე.
იცხოვრე შენი ცხოვრება სრულად, დაივიწყე მცირე ყოველდღიური უსიამოვნებები, ნუ მისცემ სხვებს უფლებას, გადაწყვიტონ, როგორ უნდა იცხოვრო. იყავი შენი თავის ბატონ-პატრონი, შენი ხომალდის კაპიტანი, შენი რელიგიის პაპი. ეცადე იყო ბედნიერი ყველანაირად, მთავარია, ამ დროს შენს თავს ან სხვას არ მიაყენო ზიანი.
თუ ვინმე გიყვარს, აგრძნობინე, თუ არდადეგებზე ოცნებობ, იმოგზაურე, თუ რამის ყიდვა გინდა, იყიდე, ნუ გადადებ, სიცოცხლე ძალზედ მოკლეა.
ინებივრე, გაანებივრე ისინი, ვინც გიყვარს, ყოველთვის გახსოვდეს, რომ საქმე არასდროს ილევა და რომ სასაფლაოები სავსეა ხალხით, ვინც ისე მოკვდა, რომ საქმე დაუსრულებელი დარჩათ. თითოეული დღე ისე იცხოვრე, თითქოს ის შენი ბოლო დღე იყოს. თავს იმით კი ნუ დაამახსოვრებ, რომ ბევრი ფული გაგიკეთებია, არამედ იმით, რომ შენი ცხოვრება საუცხოოდ გაგიტარებია, ყველა შენი გრძნობა დაგიკმაყოფილებია, იმით, რომ გარშემო ბედნიერებას ავრცელებდი შენს გარშემო მყოფთათვის“, - წერს ფადი ასლი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 უროლოგიის ცენტრში გარდაცვლილი 7 წლის ბავშვის საქმეს რეგულირების სააგენტო შეისწავლის
🔵 ლარი გამყარდა - რამდენად შეიძენთ უცხოურ ვალუტას 5 აგვისტოს?
1794689833
მსოფლიობენიამინ ნეთანიაჰუ აიზენკოტს ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნისკენ მოუწოდებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავის მთავარ პოლიტიკურ მეტოქეს გადი აიზენკოტს, ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირებისკენ მოუწოდებს. ნეთანიაჰუს თქმით, ირანი ბირთვული იარაღის პროგრამის ა...
1794687013
მსოფლიოსაპროტესტო ტალღა საფრანგეთში - პოლიციამ 219 პირი დააკავა
საფრანგეთის შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 14 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 106 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო სამართალდამცველებმა 219 პირი დააკავეს....
1794684214
ახალი ამბებიზაალ ანჯაფარიძე: „ნაცების“ წარმომადგენლებმა ყველას გასაგონად განაცხადეს, რომ დასაშვებად და კანონიერად ცნობენ 2025 წლის 4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობას
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ გასული კვირის სხდომაზე ისეთი პოზიცია დააფიქსირეს, რომელიც პარტიის აკრ...
1794683217
სპორტისაქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა
ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უნგრეთს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძე...
1794680489
სპორტისაბა ლაზიშვილმა RAF-ში ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!
ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა Real American Freestyle-ის (RAF) ეგიდით გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. 21 წლის სპორტსმენმა აბუ-დაბიში, „ეტიჰად არენაზე“ UFC-ის დიდების დარბაზის წევრი, ამე...































