უროლოგიის ცენტრში გარდაცვლილი 7 წლის ბავშვის საქმეს რეგულირების სააგენტო შეისწავლის

თბილისში დატრიალებულ ტრაგედიას, რომლის დროსაც უროლოგიის ეროვნულ ცენტრში 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო შეისწავლის.

ბავშვის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, რომ მოკვლევა უკვე დაწყებულია. იქნება თუ არა მოკვლევის დასრულებამდე რაიმე სანქცია გამოყენებული კლინიკის მიმართ, უცნობია.

"მომართვა არ ყოფილა, მაგრამ დაიწყო შესწავლა და ამის შედეგად უკვე გაირკვევა ყველაფერი და გახდება საჯარო. ვერ გეტყვით შეუჩერდება თუ არ შეუჩერდება [საქმიანობა] უნდა იყოს შესწავლილი და შესწავლის შემდეგ რაც გამოვლინდება, ამის მიხედვით შესაბამისი რეაგირება იქნება", - ამბობს  სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი, ლილი გოგოხია.

არსებული ინფორმაციით, 7 წლის ბავშვი, რომელსაც საოპერაციოდ ამზადებდნენ ანესთეზიის გაკეთების შემდეგ დაიღუპა. ოჯახი მომხდარში კლინიკის პერსონალს ადანაშაულებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 ლარი გამყარდა - რამდენად შეიძენთ უცხოურ ვალუტას 3 აგვისტოს?

🔵  საქართველო მამუკა ონაშვილს ემშვიდობება

🔵 „დაგეგმე ფინანსები, რეჟიმი, წამოწყებები...“ - რას გვირჩევს ასტროლოგი დავით ნიბლაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793816973

მსოფლიო

CNN: „დემოკრატებს“ ტრამპთან დაპირისპირების ახალი ინსტრუმენტები ექნებათ, თუმცა იგი საგარეო ასპარეზზე მოქმედების საკმაოდ დიდ თავისუფლებას კვლავ ინარჩუნებს

აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგებს შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს არა მხოლოდ ამერიკის შიდა პოლიტიკისთვის, არამედ საერთაშორისო ურთიერთობებისთვისაც. კერძოდ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზ...

 ტრამპი ტრამპი

1793815048

საზოგადოება

იუსტიციის მინისტრის მოადგილე აზერბაიჯანის სახელმწიფო სერვისებისა და სოციალური ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიასა და აზერბაიჯანის სახელმწიფო სერვისებისა და სოციალური ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარე ულვი მეჰდიევის შეხვედრა ბაქოში დაგეგმილი საჯარო მმართველო...

იუსტიციის მინისტრის მოადგილე

1793813440

საზოგადოება

ჰერჩინსკი: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის შერჩევითად დაკავებული პირების გათავისუფლება, კონკრეტულად რა იგულისხმება შერჩევით დაკავებაში, ამ საკითხის დეტალებში მე ვერ შევალ

ევროკავშირის ელჩმა გაფართოების შესახებ ევროკომისიის 2026 წლის ანგარიში შეაჯამა. პაველ ჰერჩინსკის „ქრონიკამ“ რამდენიმე კითხვით მიმართა. კერძოდ, „ქრონიკა“ დაინტერესდა ვის ეხება ევროკომისიის გაფართოების...

პაველ ჰერჩინსკი

1793811565

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: Cipriani Batumi ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აჭარისა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალ შესაძლებლობებს შექმნის რეგიონისა და ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის

„Cipriani Batumi ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბათუმისა და მთლიანად აჭარის ეკონომიკის ზრდაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალ შესაძლებლობ...

ირაკლი კობახიძე

1793810845

საზოგადოება

საგარეო უწყება: სამწუხაროა, ევროკავშირის მხარემ ქართულ მხარესთან დიალოგის შეჩერების პრეტექსტით, კვლავ არ ჩაატარა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული შეხვედრა, რაც ზღუდავს ევროკომისიის მიერ პროგრესის ობიექტური შეფასების შესაძლებლობას

სამწუხაროა, რომ ევროკავშირის მხარემ ქართულ მხარესთან დიალოგის შეჩერების პრეტექსტით, კვლავ არ ჩაატარა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული არცერთი შეხვედრა არცერთ დონეზე, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს ე...

საგარეო უწყება