„ვაქვეყნებ ინციდენტის სრულ, დაუჭრელ ვერსიას… ნახეთ ეს უწყვეტი კადრები” – რა ვიდეოს ავრცელებს მაკა რაზმაძე?
ტელეწამყვანი მაკა რაზმაძე, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს და წერს:
„მივიღეთ ნებართვა გამოძიებისგან და საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ვაქვეყნებ ვარკეთილის ღია კაფე " ელაივში" 17 ივნისს მომხდარი ინციდენტის სრულ, დაუჭრელ ვერსიას.
კადრები ამოღებულია კაფეს გარე კამერებიდან .
კადრი უწყვეტია-შეგიძლიათ შეამოწმოთ ეკრანის ზედა მხარეს ტაიმერი.
ვიდეოში თავიდანვე ჩანს რომ გიორგი გასვიანი მეუღლესთან და დეიდაშვილთან ერთად ზის ღია კაფეში და სხვათა შორის იქვე ჩაივლის ორი ქალბატონი ძაღლებით მაგრამ არავინ ეუბნება მათ არაფერს რადგან ეს ქალბატონები ახლოს არ მიდიან მაგიდასთან და შესაბამისად არც ეშინია არავის.
შემდეგ შემოდიან ქალი და მამაკაცი ასევე ძაღლთან ერთად. მამაკაცი ძაღლით უახლოვდება გასვიანების მაგიდას და კადრებში აშკარად ჩანს როგორ ეშინია მარიტას და ფეხზეც კი წამოდგა რომ მოერიდოს ძაღლს.
ქალი შედის შეკვეთის მისაცემად და მამაკაცი გასვიანის მაგიდასთან ახლოს იწყებს საკუთარი ძაღლის და იქვე მჯდარი ქუჩის ძაღლის ერთმანეთთან თამაშით გართობას.
სწორედ ამაზე სთხოვს გიორგი მიმტანს რომ ცოტა მოშორებით გაიყვანოს ძაღლები რადგან მარიტას ეშინია ზოგადად ძაღლების.
დგებიან,აპირებენ წასვლას.თუმცა ისევ სხდებიან რადგან მიმტანი სთხოვს და მამაკაცს გაყავს ძაღლი .ამ დროს შენობიდან გამოვარდება ქალი გინებით და მიმართავს გასვიანებს-ამ @@ქალას გამო მე რატომ უნდა გავიყვანო ძაღლიო, იწყებს უშვერ გინებას მათი მისამართით, ედავება- როგორ თუ ძაღლის გეშინიაო და ჯიბრზე იწყებს მოქმედებებს.
მიყავს მარიტასკენ ძაღლი რაც კარგად ჩანს ვიდეოში.
მარიტა შიშისგან წამოხტება...გიორგი იწყებს ტელეფონით გადაღებას მაშინ როცა ქალი იწყებს გინებას და მუქარას.ჯიბრზემოქმედებებს.სწორედ ამიტომ ეუბნება გიორგი რამე ხომ არ გაქვს მიღებული რეებს აკეთებო.
დანარჩენს აღარ აღვწერ თავადაც ხედავთ რაც ხდება და ნაწილობრივ ნანახიც გაქვთ შემდეგი კადრები.გიორგიმ გამოიძახა პოლიცია.
გთხოვთ მომიძებნოთ ამ ვიდეოში კადრი სადაც მარიტა აყირავებს მაგიდას და ესვრის ვინმეს გატეხილ ჭიქას!
გთხოვთ მომიძებნოთ კადრები სადაც გიორგი ხელს ურტყამს ან აჯანჯღარებს ვინმეს!
უფრო პირიქითაა -ეს ქალი დასდევს მას და გიორგი უკან-უკან მიდის რომ არ შეეხოს.და სხვათა შორის სწორედ ეს ქალი ისვრის სკამს, ურტყამს გიორგის წიხლებს, ხელსაც და ასევე გიორგის დეიდაშვილს ურტყამს ხელს- ეს ყველაფერი კარგად ჩანს კადრებში.
ამ ინციდენტის გამო და იმის გამო რომ ამ ქალმა მოატყუა და გამოიყენა სოცქსელის გარკვეული ბლოგერები საკუთარი ცრუ ჩვენებებით -გასვიანების ოჯახი,მარიტას ოჯახი,მათი მეგობრები და ახლობლები,ჩვილი ბავშვიც კი რამდენიმე დღეა ვიმყოფებით არნახულ ბულინგში.უპასუხისმგებლო ბლოგერები რომლებმაც არც კი ინებეს სიმართლის გარკვევა და თუნდაც მეორე მხარის მოსმენა,დაცდა- სანამ გამოქვეყნდებოდა სრული ვიდეო,ლაიქებს და ნახვებს დახარბებულები გვიწერენ შეურაცხმყოფელ ვიდეოებს , გვიგონებენ ტყუილებს,ავრცელებენ ჩვენზე ცრუ ინფორმაციებს, ამახინჯებენ პირადი ცხოვრების დეტალებს და აფრიალებენ დაშანტაჟების და შეშინების მიზნით.ალბათ არც იციან რომ ეს კანონით დასჯადი ქმედებაა.
მიუხედავად იმისა რომ პოლიცია გამოიძახა გიორგიმ, არავინ აპირებდა ამ ქალის ციხეში ჩასმას.პოლიციის დახმარება მათ მხოლოდ ადგილზე განსამუხტად დასჭირდათ და ბოდიშის მოხდის შემთხვევაში ყველაფერი დასრულდებოდა.
მაგრამ როგორც სჩანს ამ ქალს შეეშინდა რადგან იცოდა რომ თავად იყო დამნაშავე და სასამართლოს წინა დღეს ატეხა ეს სამარცხვინო შანტაჟის და ზეწოლის კამპანია,მოისაწყლა თავი (თუმცა ამ კადრებში ძალიან საწყალს არ გავს და დიდ გულზეა)ჩაწერა ვიდეოები აკანკალებული ხმით და გაავრცელა ცრუ ინფორმაცია ვითომ ძაღლის უფლებების დაცვის საფარველით.
გთხოვთ ყველას ნახეთ ეს უწყვეტი კადრები და თავად გამოიტანეთ დასკვნა ვინ როგორ იქცევა.
იმედი გვაქვს ჯანსაღი საზოგადოების, მხოლოდ მიუკერძოებელი ადამიანების,იმედი გვაქვს თქვენი ობიექტურობის!
Giorgi Gasviani, მარიტა მელიქიშვილი“, - წერს მაკა რაზმაძე.
ვიდეო ნახეთ ამ ბმულზე:
ასევე დაგაინტერესებთ:
1786200340
ახალი ამბებინინო წილოსანი: მიშა მშვილდაძე ანტირუსული კამპანიის სათავეებში იდგა და ახლა აღმოჩნდა, რომ პირდაპირ რუსეთის მოქალაქეებისგან აქვს სარგებელი - ამ ამორალური ადამიანების დღის წესრიგით წლებია ოპოზიციის პოლიტიკა იქმნებოდ
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი „ფორმულას“ დირექტორის მიშა მშვილდაძის მიერ რუსეთის მოქალაქეებზე ბინის გადაფორმებას მედიასთან ეხმიანება. როგორც ნინო წილოსანი აღნიშნავს, პრობლემა ის კი არ არის, რ...
1786197779
მსოფლიოფაშინიანმა და ალიევმა ტელეფონით ისაუბრეს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს დაურეკა. ამის შესახებ Report.az იუწყება. აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერმა განიხ...
1786195376
ახალი ამბები🌦️ როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში — უახლესი პროგნოზი ქალაქების მიხედვით
8 აგვისტოს საქართველოში ამინდი უმეტესად თბილი იქნება, თუმცა დღის მეორე ნახევრიდან ცალკეულ რაიონებში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველო...
1786195002
ახალი ამბებიგია აბაშიძე: მარადმწვანე, მენტალურად გოიმი ნანული ჟორჟოლიანი პრემიერ-მინისტრ კობახიძის გასამართლებას ითხოვს, შხამიან არსებას ჰგონია, რომ ოდესმე მისი ექსმეუღლის, ნაცჯალათ ერეკლე კოდუას ხანა დადგება საქართველოში
ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „სამშობლოს ღალატის“ მუხლით გასამართლდება. აბაშიძის შეფასებით, ნაცქ...
1786194442
ახალი ამბებიზაალ ანჯაფარიძე: როგორც გია ბარამიძის აფხაზეთის თავგადასავალების საპნის ბუშტი და მითი გასკდა, ზუსტად ასე გასკდა მიშა მშვილდაძის ვითომ რუსეთთან მებრძოლის მითი
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში „ფორმულას“ დირექტორის მიშა მშვილდაძის მიერ რუსეთის მოქალაქეებზე ბინის გადაფორმებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „როგორც გია ბარამიძის აფხაზეთის თავგადასავლებ...































