"კვარა" ჩემპიონია!
დასრულდა 33 წლიანი ლოდინი და "ნაპოლი" კვლავ ჩემპიონია, რიგით მესამედ და რაოდენ სასიხარულოა, როდესაც ნეაპოლელთა ვარსკვლავი და ჩემპიონობის ერთ-ერთი შემოქმედი ქართველი ხვიჩა კვარაცხელიაა.
"კვარა" გუშინდელ მატჩშიც წამყვანი ფიგურა იყო და სკუდეტო-გოლიც მისი აქტიურობით გავიდა. პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" "უდინეზესთან" სტუმრად მინიმალური სხვაობით მარცხდებოდა, მაგრამ მარტივი მიზანი ჰქონდა: მინიმუმ შეხვედრა ფრედ დაესრულებინა და ჩემპიონი გახდებოდა. ასეც მოხდა: კვარაცხელიას შორეული გასროლა, მეკარის უხერხული მოგერიება, ოსიმენის დამატება და სკუდეტო-გოლი. მატჩი სასურველი შედეგით 1:1 დასრულდა და ნეაპოლში დიდი ზეიმი დაიწყო.
"ნაპოლის" ოფიციალური გაჩემპიონების შემდეგ ყველა წამყვანმა სპორტულმა გამოცემამ განვლილი სეზონი შეაფასა და ხაზი გაუსვა ხვიჩა კვარაცხელიას უდიდეს წვლილს:
Calciomercato.com-შეფასება 10 ბალი:
"კვარავაჯო, კვარადონა-უწოდეთ რაც გინდათ, მაგრამ ის უბრალოდ საუკეთესო ტრანსფერია ბოლო წლების განმავლობაში. "ნაპოლიმ" იპოვა ნამდვილი ტალანტი, რომელმაც გოლებით და საგოლე პასებით ამ გუნდის ლიდერობა მოახერხა და ჩვენს ჩემპიონატში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა გახდა".
Sportmediaset-შეფასება 10 ბალი:
"სეზონის ყველაზე ლამაზი სიურპრიზი. პირველივე დღიდან დამანგრეველი გავლენა, მოქმედებები მოედანზე, რომელმაც "ნაპოლის" ფანების თვალები გაანათა და ოცნებების უფლება მისცა. "კვარადონა"-როგორც მას თავიდანვე შეარქვეს, "ნაპოლის" სიმბოლური სახეა, ოსიმენთან ურთიერთგაგება საოცარი იყო, იტალიაში მის პირველივე სეზონში ორნიშნა რაოდენობის გოლები გაიტანა და საგოლე პასები გააკეთა, რაც იმის მტკიცებულებაა, რომ სეზონის განმავლობაში ძალიან სტაბილური იყო. ის გახდა ჩვენი ლიგის ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც სამჯერ დაასახელეს თვის საუკეთესო მოთამაშედ (აგვისტო, თებერვალი, მარტი) და მხოლოდ ერთ სეზონში მისი საბაზრო ღირებულება 10-ჯერ გაიზარდა".
Corriere Dello Sport-შეფასება 10 ბალი:
"საუკეთესოს არჩევა ისეთი მარტივია, როგორც მისი დრიბლინგები. მისი ამბავი იმსახურებს დისნეის ზღაპარს. იყო ინსინიე, რომელიც მარცხენა ფლანგს ტოვებს და ჩამოდის ქართველი, რომელიც, როგორც ამბობენ, ძალიან კარგია და ეროვნულ ნაკრებში ბრწყინავდა, მაგრამ პირდაპირ ბათუმიდან და არცთუ ისე პრესტიჟული "დინამოდან" მოდის. ჯუნტოლის დახუჭული თვალებით სჯერა მისი და სპალეტი პირველივე ვარჯიშებზე იხიბლება. და ტიფოზები? მათ შეკითხვების დასმის დრო არც ჰქონიათ: კვარას პირველი ოფიციალური გოლის გასატანად მხოლოდ 37 წუთი დასჭირდა: მხოლოდ ოცდაჩვიდმეტი წუთი! არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც 37 წუთში რეცხვას ვერ ასწრებენ. ის სწრაფად ადაპტირდა იმ ჩემპიონატში, რომელმაც იმსხვერპლა არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი, რომლებმაც იტალიაში ვერ აჩვენეს თავიანთი ნიჭი.
37 წუთი და თავით გოლი. ეს არ არის მისი სპეციალობა, უბრალოდ მან გააფრთხილა მსოფლიო, რომელიც მას ჯერ კიდევ აბუჩად იგდებდა, გაუგზავნა მათ მესიჯი: "მე შემიძლია გოლის გატანა ნებისმიერი მეთოდით".
კვარა რთულ საქმეებს მარტივს ხდის. მთვარის მოტანაც რომ გეთხოვათ, ის ალბათ გამოჩნდებოდა თქვენს სახლში თანამგზავრით და ბოდიშს მოიხდიდა 2 წუთით დაგვიანებისთვის. მასზე სტატისტიკას მეტყველებს, მაგრამ გულშემატკივრებმა იციან, რომ ციფრები განცდების დამახინჯებული სარკეა. გოლებისა და საგოლე პასების გარდა, კვარას მუდმივი ყოფნა მოედანზე, თუნდაც ყველაზე ცუდ მატჩებში, ბევრს ნიშნავდა. ბრაზილიელი გარემარბივით თამაშობს, კარის წინ აისბერგივით ცივია. მაშინაც კი, როცა არასასიამოვნო მეტოქეებს ხვდება, მაინც ახერხებს 3-4-ჯერ გაქცევას და კარისკენ მიდის. როდესაც მოწინააღმდეგე მწვრთნელები ბოლოს და ბოლოს ხვდებიან, რომ ერთი მცველი საკმარისი არაა მის შესაჩერებლად, მეურვეობას აორმაგებენ, მაგრამ ის პოულობს გზას, რომ ისინი მოატყუოს. ვინც მის წინააღმდეგ ითამაშა, არასოდეს დაივიწყებს მის სახელს, მიუხედავად იმისა, რომ მისი მეტოქეთა უმრავლესობას მოუწია მისთვის უფრო დიდი ხანი ზურგიდან ეყურებინა, ვიდრე მისი სახე დაენახათ.
კვარა იყო სიხარულის აფეთქების მუხტი და ამაჩქარებელი, რომელიც ამღვრევს ამ ქალაქის გრძნობებს. ეს "სკუდეტო" ყველას ეკუთვნის, მაგრამ მომავალ წელს ნაპოლი მაისურებს რომ შეკერავს, მკერდთან ყველაზე ახლოს მისი გვარი უნდა ეწეროს: კვარაცხელია".
ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში სერია A-ში 29 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა.
1734804889
ჰოროსკოპირომელ ხელზე უნდა გავიკეთოთ ბეჭედი იმისთვის, რომ ფინანსური კეთილდღეობა მოვიზიდოთ
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც განმარტავს რას ნიშნავს ბეჭდის მარჯვენა და მარცხენა ხელის საჩვენებელ თითზე ტარება. როგორც ცნობილია, ჟურნალისტი ბოლო პერიოდში...
1734791614
სოციალური მედია🎥 „52 წლის მერე რომ პოულობ მოპარულ შვილს - ეს ემოცია როგორ უნდა გადმოსცე?“ - თამუნა მუსერიძე ემოციურ კადრებს აქვეყნებს
ტელეწამყვანი და ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე მრავალშვილიანი დედაა. იგი სოციალურ სივრცეში აქტიურობით გამოირჩევა, მეტიც თამუნა მუსერიძემ დააფუძნა ჯგუფი „ვეძებ“, რომლითაც საზოგადოებას დაკარგული და გაშვილებ...
1734787049
სოციალური მედია„ეგდეთ სადაც გდიხართ, თავი მართლა ვარსკვლავები გგონიათ? ჩემმა მტერმა გისმინათ თქვენ!“ - ნუკა არველაძე გაფიცულ მომღერლებზე
ჟურნალისტი ნუკა არველაძე სოციალურ ქსელში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გაფიცული მომღერლების საკითხზე პოსტს აქვეყნებს: „დორბლას ერთგული შოუ „ნაშები“ რომ იმუქრებიან ახალ წელს არ ვიმღერევთო, ერთი ა...
1734779363
სოციალური მედია🎥 „სანამ საქართველოში ვიმყოფები, 6 ქალაქში გესტუმრებით!“ - რას წერს ნუცა ბუზალაძე
მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ გუშინ, 20 დეკემბერს ახალციხეში გამართულ კონცერტზე იმღერა და საზოგადოებასთან ერთად დამდეგი შობა-ახალი წელი აღნიშნა. ახლახან მან გუშინდელი საღამოდან კადრები გაავრცელა და თქვა,...
1734771324
ჰოროსკოპი2025 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქეთევან ჯანდიერისგან - „განსაკუთრებით კარგი იქნება მათთვის, ვისაც უნდა კარიერული ზრდა, სულიერი და პიროვნული განვითარება“
„ვაქვეყნებ ჩემს სტატიას 2025 წლის (ჩინური კალენდრით) მფარველ ტოტემაზე გველზე. სტატიის პირველი ნაწილი არის მისი შეცნობისთვის, როგორც მითოლოგიური ტოტემის, (რომ გავაანალიზოთ მისი მახასიათებლები როგორც და...