მილანის "ინტერი"-ს ვიცე-პრეზიდენტი თბილისშია

მილანის „ინტერის“ ლეგენდარული არგენტინელი კაპიტანი და ამჟამად კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ძანეტი თბილისშია. ის „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში“ მდებარე „ინტერი საქართველოს“ აკადემიას ესტუმრა.„ინტერის“ ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი იტალიური კლუბის პარტნიორი ქართული საფეხბურთო აკადემიის დირექტორმა, ანა წერეთელმა დაგეგმა. ძანეტიმ „ინტერის აკადემია საქართველო“-ს ინფრასტრუქტურა „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ რექტორთან, დავით კერესელიძესთან ერთად დაათვალიერა, შეხვდა ბავშვებს, ითამაშა ტეხბოლი, ასევე გაიმართა ღონისძიებები, რომლებშიც აკადემიის ფეხბურთელებმა მიიღეს მონაწილეობა.
ძანეტი სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში“ არსებულ საფეხბურთო აკადემიაში შეხვდება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს, ვეტერან ქართველ ფეხბურთელებს, იტალიის ელჩს, ასევე „ინტერის“ ფანკლუბის წევრებს და ქართულ მედიას.
მასთან ერთად თბილისს ესტუმრნენ „ინტერის“ კომერციული და ტექნიკური დირექტორები, კლუბის მარკეტინგისა და პიარსამსახურის ხელმძღვანელები.
წყარო: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.
1749404046
სპორტისაქართველოს ნაკრებმა ლობჟანიძის გოლით კაბო-ვერდესთან პირველი ტაიმი მოიგო
საქართველოს ნაკრები ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ამხანაგურ მატჩში კაბო-ვერდეს მასპინძლობს. შეხვედრა ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობს. ორივე გუნდმა არაერთი საგოლე მომენტი შექმნა. პირველი...
1749402636
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, როგორი კრიმინალი არის მიხეილ სააკაშვილი
„ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, როგორი კრიმინალი არის მიხეილ სააკაშვილი“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. როგორც დეპუტატ...
1749400079
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: რაც არ უნდა ილაპარაკონ ქვეყნის გარეთ, ჩვენ თუ აქ, ჩვენს სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი გადასაწყვეტი, რამდენიმე ათწლეულში ერი აღარ იარსებებს!
„რაც არ უნდა ილაპარაკონ ქვეყნის გარეთ, ჩვენ თუ აქ, ჩვენს სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი გადასაწყვეტი, რამდენიმე ათწლეულში ერი აღარ იარსებებს!“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა...
1749398450
მსოფლიოPolitico: ტრამპმა და მასკმა საჯარო კამათის შემდეგ ტელეფონით ისაუბრეს
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და მილიარდერი ილონ მასკის წარმომადგენლებმა პარასკევს, 6 ივნისს, სატელეფონო საუბარი გამართეს, რის შემდეგაც სოციალურ მედიაში მკაცრი განცხადებების წერა შეწყდა. ამის შეს...
1749396322
ახალი ამბებიპროკურატურამ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო
„საქართველოს პროკურატურამ სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებული მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგი ჯამდელიანის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, სადაც ის მისი განზრახ მკვლელობის...