პარიზის გრანდ სლემზე დღეს სამი ქართველი იასპარეზებს

5 თებერვალს, პარიზში, ძიუდოს ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა შეჯიბრმა – პარიზის გრანდ სლემმა აიღო სტარტი, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით 3 სპორტსმენი ასპარეზობდა. ლაშა შავდათუაშვილმა ფინალში იაპონელი – სოიჩი ჰაშიმოტო დაამარცხა და  2022 წელს პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.

ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ვაჟა მარგველაშვილმა, რომელმაც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში საფრანგეთის წარმომადგენელს აჯობა. ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ჯაბა პაპინაშვილი, რომელამც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელი – კარამატ ჰუსეინოვი დაამარცხა .

6 მარტს, პარიზის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღე აიღებს სტარტს, სადაც საქართველოს დროშის ქვეშ 3 სპორტსმენი იასპარეზებს.

-81 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას ტატო გრიგალაშვილი დაიცავს. ტატო A ბადეში განთესილი იქნება და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან (1/8 ფინალიდან) ერთვება, სადაც მეტოქედ, პოლონელ – სებასტიან მარჩინკიევიჩსა და ფრანგ – ტიზი გნამიენს შორის გამარჯვებული ეყოლება. თუ ტატო 1/4 ფინალში გავა, მისი სავარაუდო მეტოქე, კანადელი – ფრანკოს გოტიე დროპერი იქნება.

-90 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრებს 2 წარმომადგენელი ეყოლება: ბექა ღვინიაშვილი და ლუკა მაისურაძე.

ლუკა მაისურაძე ასპარეზობას B ბადეში დაიწყებს და განთესილი იქნება. 1/8 ფინალში ლუკას მეტოქე ფრანგ – ალექსის მატიუსა და ბულგარელ – დანიელ დიჩევს შორის გამარჯვებული იქნება. თუ ლუკა შეძლებს 1/4 ფინალში გასვლას, იგი ტაჯიკ – კომრონშოხ უსტოპირიონს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება ბექა ღვინიაშვილს, ბექაც განთესილი იქნება და მეტოქეს 1/8 ფინალში დაელოდება. ღვინიაშვილი ფრანგ – ენილ კაროლისა და კონგოელ – ისიდორე ვან-დიუველ ნდიონს შორის გამარჯვებულს შეხვდება. თუ ბექა შეძლებს 1/4 ფინალში გასვლას, ბექა 1/4 ფინალში იტალიელ – ნიკოლას მუნგაისა და კუბელ – ივან ფელიპე სილვა მორალეშს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 14:00, ხოლო ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე დაიწყება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791790659

ახალი ამბები

ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი - ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივა...

განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

1791789581

ახალი ამბები

ძამას ხეობაში ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავარდა - დაშავებულია 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი

ძამას ხეობაში ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავარდა. დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „ქართლის ამბები“ ავრცელებს.  ავტოსაგზაო შემთხვევა გვერძინეთი-ტყემლოვანის მონ...

ძამას ხეობა ძამას ხეობა

1791788318

მსოფლიო

მექსიკაში ქარიშხალმა წყალდიდობა გამოიწვია

ქარიშხალმა „საიმონმა“ მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე წყალდიდობა გამოიწვია. მე-4 კატეგორიის ქარიშხალმა ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დატბორა, მეტეოროლოგები შტორმის გაძლიერებას და ახალ წყალდიდობებს...

მექსიკაში ქარიშხალმა წყალდიდობა გამოიწვია

1791784951

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადება ჩემთვის სიახლე იყო, მაგრამ რუსები თუ ენერგეტიკულ ზავზე დათანხმდებიან, უკრაინაც დათანხმდება

ენერგეტიკულ ზავზე დონალდ ტრამპის განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა ვოლოდიმირ ზელენსკისთვის, თუმცა უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მხარს უჭერს ომის დასრულების ყველა რეალურ და სანდო ფორმატს და რომ კიევი...

უკრაინა

1791783740

საზოგადოება

„კიდევ ერთხელ მოვისმინეთ გარკვეული პოლიტიკური ტენდენციურობით გაჟღენთილ განცხადებას“ - ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა გაიმართება

ლუქსემბურგში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა გაიმართება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. შეხვედრას ევ...

ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა გაიმართება