საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვიჩა კვარაცხელია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზეა წარდგენილი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვიჩა კვარაცხელია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზეა წარდგენილი.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„მინდა, მივულოცო ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება. ეს არის უმაღლესი მწვერვალი ფეხბურთში. რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანისთვის არის განსაკუთრებული სიამაყის საგანი ეს გამარჯვება, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ მოიპოვა. მთლიანად ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა, ასე აღიქვა თითოეულმა გულშემატკივარმა მისი გამარჯვება და გარდა იმისა, რომ ვულოცავთ, მადლობაც უნდა გადვაუხადოთ მას იმ გამარჯვებისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანა. დარწმუნებული ვარ, ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმ უმაღლესი მწვერვალების, რომლებსაც ის კიდევ ბევრჯერ დაიპყრობს. მინდა, სამომავლოდაც დიდი წარმატებები ვუსურვო.
ჩვენ გვაქვს ტრადიცია, როდესაც მაღალ მწვერვალებს იპყრობენ ჩვენი სპორტსმენები, წარვადგენთ ხოლმე მათ უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე. ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის მოგება არის ზუსტად ის წარმატება, რაც ასეთ დაფასებას იმსახურებს. მას გასულ წელს აქვს მიღებული ნაკრებთან ერთად წარმატებისთვის ღირსების ორდენი და ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის მინდა, წარვადგინოთ ის წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე.
ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დამსახურებული ჯილდოა, რომელსაც ის მიიღებს სახელმწიფოსგან. ამასთან დაკავშირებით გვქონდა კონსულტაციები საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ერთხმად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. საქართველოს პრეზიდენტი მას დააჯილდოებს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. პარიზულმა კლუბმა მილანის „ინტერი“ ანგარიშით 5:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელია ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა.
1749111020
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: დროა, ყველას შევახსენოთ, რომ აქ არავინ არის სკოლის მოწაფე, გამოცდები არავის აქვს ჩასაბარებელი, ქართველ ხალხს ყველა გამოცდა საკმარისად აქვს ჩაბარებული
ვფიქრობ, მოვიდა მომენტი, როცა უნდა დავიწყოთ ახსნა, რას ნიშნავს სინამდვილეში ევროპული ღირებულებები, ვინაიდან ზოგიერთი ჯგუფი თუ პოლიტიკოსი უკვე ძალიან შეეგუა, რომ ქართველებს ჭკუა ასწავლოს, რა არის ღირებ...
1749109949
სპორტი79 მატჩით სანაკრებო კარიერას დაასრულებს - დღეს „ჯვაროსნებს“ გიორგი ლორია უკაპიტნებს
დღეს, 5 ივნისს გიორგი ლორია საქართველოს ნაკრებში ბოლო შეხვედრას ჩაატარებს. ფარერების ნაკრების წინააღმდეგ 39 წლის მეკარე „ჯვაროსნებს“ მოედანზე კაპიტნის სამკლაურით გაიყვანს. გიორგიმ გადაწყვეტილების შესა...
1749109243
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: თავისთავად საინტერესოა ევროპარლამენტის მოწოდება არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე, ოპოზიციას გარედან კარნახობენ იმას, თუ რა უნდა გააკეთონ, თვითონ ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად
ოპოზიციას გარედან კარნახობენ იმას, თუ რა უნდა გააკეთონ, თვითონ ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განა...
1749107736
ახალი ამბებითბილისის ადგილობრივი განვითარების რეგიონული ფორუმი გაიხსნა
დედაქალაქი თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს (TBILISI RFSD) სახელწოდებით - „მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“ მასპინძლობს. ღონისძიება თბილისის მერიის ეკონომიკური გან...
1749106611
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც გასული 35 წლის განმავლობაში გამოიარა 4 სხვადასხვა ომი, აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას ყველაზე კარგად ესმის მშვიდობის ფასი, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ განვამტკიცოთ მშვიდობა
ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც გასული 35 წლის განმავლობაში გამოიარა 4 სხვადასხვა ომი, აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას ყველაზე კარგად ესმის მშვიდობის ფასი, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ განვამტკიცო...