24 არხი: სავარაუდოდ, უკრაინელი დამცველები დონეცკის აეროპორტში შევიდნენ
უკრაინელი დამცველები 10 სექტემბერს, სავარაუდოდ, დონეცკის აეროპორტში შევიდნენ. აღმოსავლეთში უკრაინის შეიარაღებული ძალების აქტიური კონტრშეტევა გრძელდება. ამის შესახებ "24 არხს" დაზვერვის წყაროებმა განუცხადეს.
აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის წარმომადგენელმა სერგეი ჩერევატიმ განმარტა, რომ აეროპორტი საშინელ მდგომარეობაშია, ამიტომ უკრაინელი ჯარისკაცები ძნელად შეძლებენ მის გამოყენებას რაიმე მიზნით.
დონეცკის აეროპორტში უკრაინის შეიარაღებული ძალების სავარაუდო შესვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა, დენის პუშლინმა დონეცკი დატოვა.
10 სექტემბრის მდგომარეობით, უკრაინელმა მებრძოლებმა უკვე გაათავისუფლეს ბალაქლეია, კუპიანსკი, იზიუმი, შევიდნენ ლისიჩანსკის გარეუბანში და ლიმანთან იბრძვიან.
"24 არხს" სამხედრო სამართლებრივი კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე მუსიენკომ განუცხადა, რომ ეს ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინელი სამხედროები გააქტიურდნენ არა მხოლოდ ხარკივის მიმართულებით. უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა ხერსონის რაიონში გრძელდება. ახლა კი დადებითი სიახლეებია დონბასიდან. აშკარაა, რომ დამპყრობლები ამას არ ელოდნენ.
"ასეთი ცნობები [უკრაინის შეიარაღებული ძალების დონეცკის აეროპორტში შესვლისა და პუშილინის გაქცევის შესახებ ] ძალიან მაგარია. ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინული ძალები გაძლიერდნენ არა მხოლოდ ხარკოვის რეგიონში, არამედ სხვა რაიონებშიც. და მათ შეუძლიათ კარგი ტაქტიკური წარმატებების მიღწევა. არა მგონია, მტერი ამას მოელოდა."- განაცხადა მუსიენკომ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 რა გელოდებათ დღეს? - 11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
🔵 "პოლიტიკაში მობრუნება იქნება სიგიჟე და მამაჩემი არ მგონია გიჟი" - ედუარდ სააკაშვილი
1793533138
მსოფლიოლონდონში აშშ-ის საელჩოსთან გამართული საპროტესტო აქციის დროს 130-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
ლონდონის პოლიციის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში აკრძალული ორგანიზაციის, „პალესტინის მოქმედების“ მხარდასაჭერად საპროტესტო აქციაზე 139 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. მედიას...
1793528397
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე ბერა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: „ტვ პირველის“ დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა - შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, „ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილი საქართველოდან გაფრინდა, ხოლო, აეროპორტ...
1793526713
ახალი ამბებისოფელ ბერშუეთის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
2026 წლის 31 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირ...
1793523531
მსოფლიობულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. როგორც Report-ი იტყობინება, ადგილობრივი დროით 07:00 საათზე ქვეყნის მასშტაბით 12 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნა, სადაც 6.6 მილიონ ამომრჩეველ...
1793520579
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევისა და ისანი - სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შ...































