რა გელოდებათ დღეს? - 11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცამ თქვენი სიტყვები არასწორად გაიგოს და კრიტიკის ობიექტად იქცეთ. პლანეტების განლაგება საშუალებას გაძლევთ საკუთარი იდეები და წინადადებები კოლეგებისა განსახილველად წამოაყენოთ.
კურო
ხელსაყრელი დღეა მოგზაურობის დაწყებისთვის. ყველაზე ნაყოფიერი დღის პირველი ნახევარი იქნება, ამიტომ გირჩევთ მნიშვნელოვანი საკითხები დილას მოაგვაროთ. ვინც შორეულ სირთულეებზე არ ფიქრობს, ახლო უსიამოვნებებს უნდა ელოდოს.
ტყუპები
არ დაკარგოთ რეალობის გრძნობა და ფანტაზიებს არ აჰყვეთ. მალე სასიამოვნო სიახლეები გელით, რაც ნამდვილად დაიმსახურეთ. დღეს კი უმჯობესია, მთელი ძალები სახლში კომფორტული ატმოსფეროს შექმნას მოახმაროთ.
კირჩხიბი
ძალიან აქტიური და მოვლენებით დატვირთული დღეა. სამსახურში კოლეგებს შორის შესაძლოა, დაპირისპირება მოხდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. თუ სამსახურში დაგვიანება ჩვევად გექცათ, გირჩევთ პრობლემების ასაცილებლად საიმედო მაღვიძარა შეიძინოთ.
ლომი
აქტიურობით გამორჩეული დღე გელით. სავარაუდოდ, ყველა საკამათო საკითხი თქვენ სასარგებლოდ მოგვარდება. არახელსაყრელი დროა კოლექტიური სწავლების ან ერთობლივი ღონისძიებებისთვის, თუმცა ინდივიდუალური შემოქმედების მიმართულებით წარმატება გელით.
ქალწული
ინტუიცია და გამოცდილება ფინანსების სწორად განაწილებაში დაგეხმარებათ. ამ დღეს მთავარია ნებისმიერი განსაცდელისა და დაბრკოლების მიუხედავად, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. არახელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობებისთვის.
სასწორი
ამ დღეს შეიძლება ბევრი წინააღმდეგობრივი სიტუაცია შეიქმნას, რაც თქვენი მხრიდან ტაქტსა და გამძლეობას მოითხოვს. გაითვალისწინეთ, რომ გრძნობებმა შეიძლება კარიერაში ხელი შეგიშალოთ. მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი შემოსავალი, რომელიც მთლიანად ოჯახის საჭიროებებზე დაიხარჯება.
მორიელი
ცვლილებისა და სიახლეების დღეა. პრობლემებთან გამკლავება გიჭირთ და თავდაჯერების გრძნობას თანდათან კარგავთ. ამიტომ ნუ აჰყვებით ემოციებს და ცივი გონებით მიიღეთ გადაწყვეტილება. შეამოწმეთ ვარგისობის ვადა წამლებზე, რომელთა გამოყენებასაც აპირებთ და არავითარ შემთხვევაში არ გადააჭარბოთ დოზას.
მშვილდოსანი
ამ დღეს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში განსაკუთრებული წარმატება გელით. გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტმა გულგრილობამ შეიძლება, უამრავი პრობლემა შეგიქმნათ. ახლობლები საინტერესო და მოგებიანი სამუშაოს მიღებაში დაგეხმარებიან.
თხის რქა
ამ დღეს შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითება გელით. საყოფაცხოვრებო საქმეებიც დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ. ამიტომ გირჩევთ, საღამოს საკუთარ თავს განტვირთვა მოუწყვეთ - სილამაზის სალონს ეწვიეთ, ტრენაჟორების დარბაზში მიდით, ან, უბრალოდ, კარგ ფილმს უყურეთ.
მერწყული
მოულოდნელი წინადადება ან დიდი ხნის საქმიან პარტნიორთან შეხვედრა გელით. ეცადეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული დავა თქვენ სასარგებლოდ დაასრულოთ. სავარაუდოდ, ამაში უახლოესი მეგობარი და მისი რჩევა დაგეხმარებათ.
თევზები
ეს დღე შემოქმედი თევზებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია. ეცადეთ, საყვარელი ადამიანის მიმართ პრეტენზიები შეამციროთ, თორემ შეიძლება, ხანგრძლივი კონფლიქტი გამოიწვიოს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ერთ მესიჯს შეწირული თანამდებობები - რატომ მოხსნეს გამყრელიძეები?
1793538014
ახალი ამბებილევან მახაშვილი პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე: ფაქტია, რომ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს იმასთან დაკავშირებით, კანონის უზენაესობის ფარგლებში მიმდინარეობს ეს პროცესები თუ არა
„როდესაც ამ ტიპის მიდგომებს თესავენ სხვა სახელმწიფოებში, ადრე თუ გვიან საკუთარ ქვეყანაში მოიმკიან ხოლმე“, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა პოლონეთის საკონსტიტუციო სას...
1793533138
მსოფლიოლონდონში აშშ-ის საელჩოსთან გამართული საპროტესტო აქციის დროს 130-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
ლონდონის პოლიციის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში აკრძალული ორგანიზაციის, „პალესტინის მოქმედების“ მხარდასაჭერად საპროტესტო აქციაზე 139 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. მედიას...
1793528397
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე ბერა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: „ტვ პირველის“ დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა - შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, „ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილი საქართველოდან გაფრინდა, ხოლო, აეროპორტ...
1793526713
ახალი ამბებისოფელ ბერშუეთის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
2026 წლის 31 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირ...
1793523531
მსოფლიობულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. როგორც Report-ი იტყობინება, ადგილობრივი დროით 07:00 საათზე ქვეყნის მასშტაბით 12 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნა, სადაც 6.6 მილიონ ამომრჩეველ...































