"დნესტრისპირეთში ააფეთქეს რადიო ანძები, რომლებიც რუსული რადიოს ტრანსლირებისთვის გამოიყენებოდა" - დაიწყო აქტიური პროვოკაციები, რაც კიდევ უფრო ცუდის მომასწავებელ სცენარზე მიუთითებს

"ააფეთქეს რადიო ანძები, რომლებიც რუსული რადიოს ტრანსლირებისთვის გამოიყენებოდა", - უკრაინული მედიის ცნობით, დნესტრისპირეთში გამთენიისას ორი აფეთქების ხმა გაისმა.

"ეს სტრატეგიული ობიექტი აშენდა საბჭოთა კავშირის დროს და მოკლეტალღური რადიო სიხშირის გადაცემისთვის გამოიყენებოდა", - აღნიშნავს გამოცემა.

განადგურებულია ერთი და 0,5 მეგავატის მქონე სიმძლავრის ანტენები.

კომპლექსი მდებარეობს სოფელ მაიაკში, გრიგორიოპოლის რაიონში, რომელიც აშენდა სპეციალურად ამ ობიექტის მომსახურებისთვის და უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 10 კმ-ზე ნაკლებ მანძილზე მდებარეობს.

"აღნიშნულს ეხმაურება ფეისბუკგვერდი world military - ანალიტიკა" და წერს:

"რუსეთი აგრძელებს ცრუ დროშის ოპერაციებს მოლდოვის სეპარატისტულ დნესტრისპირეთის რეგიონში.

კერძოდ, მას შემდეგ რაც გუშინ "დაუდგენელმა" პირებმა ტირასპოლში ე.წ სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს შენობას ყუმბარმყორცნებიდან  რამდენჯერმე ესროლეს, დღეს აფეთქებები დაფიქსირდა რადიოგადამცემ ანძებზე, საიდანაც ხდებოდა რუსული რადიო სიხშირეების გადაცემა.

ყველაფერი დაიწყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რომ უკრაინაში ოპერაციის მე-2 ფაზის მიზანი არის დონბასის რეგიონთან ერთად მთელი სამხრეთ უკრაინის დაკავება და მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონთან დაერთება.

რასაც მოჰყვა რუსულ და პრო-რუსულ მედიაში პროპაგანდისტული სტატიები და სიუჟეტები, სადაც ასახული იყო ინფორმაცია, თუ როგორ აპირებს რუმინეთი უკრაინასთან ერთად მაისის თვეში სამხედრო ოპერაციის ჩატარებას მოლდოვაში, მეტიც რუსული პროპაგანდის განცხადებით, რუმინული ძალები ასრულებენ საბრძოლო მზადებას, პარალელურად კი,  მოლდოვის შეირაღებულ ძალების სამეთაურო შტაბებში განთავსდნენ რუმინელი სამხედროები.

დეზინფორმაციული პროპაგანდის გავრცელების შემდეგ, დნესტრისპირეთის რეგიონში დაიწყო აქტიური პროვოკაციები, რაც კიდევ უფრო ცუდის მომასწავებელ სცენარზე მიუთითებს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "რუსეთის ხანძრებზე - თვალში მომხვდა მინაწერი „ღმერთი ხედავს ყველაფერს“. ანუ ღმერთი უხდის რუსეთს სამაგიეროს? ამ ლოგიკით ბუჩას ვერ ხედავდა?"

* "როგორ ეჩხირებათ ბიძინა ივანიშვილი ყელში ამ ბობოლა ნაცებს: არახამია, ადეიშვილს და ზელენსკის, ვფიქრობ, სუსს საინტერესო სამუშაო ელის წინ" - ლალი მოროშკინა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746551174

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: თავმჯდომარე გაუძღვება „ქართულ ოცნებას“ იგივე კურსით, რა კურსითაც ჩვენ მივდივართ. ჩვენი მთავარი საყრდენი არის ის, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს იდენტობას

„ქართული ოცნების“ ახალი თავმჯდომარე არსებულ კურსს გაუძღვება, რომლის მთავარი საყრდენი არის იდენტობის შენარჩუნება და ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქარ...

ლევან მაჭავარიანი

1746551113

საზოგადოება

ირაკლი ზარქუა „MEGOBARI აქტზე“ - მავნებლური აქტი დავარქვათ, მას საერთო არაფერი აქვს მეგობრობასთან და საქართველოს ინტერესებთან - უილსონის ინიციირებული სიგიჟეა

„მავნებლური აქტი დავარქვათ, იმიტომ რომ მას საერთო არაფერი აქვს მეგობრობასთან და ქართულ სახელმწიფოსთან, საქართველოს ინტერესებთან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი ზარქუა...

ირაკლი ზარქუა

1746548313

საზოგადოება

გიორგი გვიმრაძე: ის რაც სამეფო უბნის თეატრმა დადგა, მაგასაც ხელოვნებას უწოდებთ? ეგეც კულტურაა? ისე თუ მებრძოლი ათეისტები ხართ, გეყოთ სიმამაცე და რელიგიურ სიმბოლიკას ამოფარებული ნუ პოზიციონირებთ

ჟურნალისტი გიორგი გვიმრაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება დათა თავაძის რეჟისორობით დადგმული სპექტაკლის „ლიბერტეს“ ჩანაწერის ნაწყვეტს, რომელმაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. გვიმრაძე სვავს კითხვას, ის რ...

გიორგი გვიმრაძ

1746546784

საზოგადოება

მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 1000 ლარს მიიღებენ

მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით - 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახ...

ვეტერნები

1746543992

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: საზოგადოების დაკვეთაა, რომ ვეღარ იქნება ისეთი ხელისუფლება, რომელიც რომელიმე ქვეყნის გავლენის ქვეშ მოექცევა. კეთილი ინებოს თითოეულმა ჩვენმა პარტნიორად წოდებულმა, რომ ღირსეულ საფუძვლებზე იყოს მზად თანამშრომლობისთვის

კიდევ ერთხელ ვამბობ, ნამდვილად არ მინდა გავაიგივო ამერიკელ ხალხთან და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობასთან ეს ჯგუფი, რომელიც დღეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი დანაყოფების ლობისტად გვევლინება საქართველ...

ირაკლი კირცხალია