უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 5 სამხედრო დაიღუპა
უკრაინის ხელისუფლება სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ იტყობინება.
სააგენტო UNIAN-ის ცნობით არის მსხვერპლი.
"უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური იტყობინება, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ობუხოვის სამხედრო თვითმფრინავი კიევის რეგიონში, სოფლებს ჟუკივცისა და ტრიპილიას შორის ჩამოვარდა.
ავიაკატასტროფას ხუთი ადამიანი შეეწირა", - აღნიშნავს გამოცემა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მაინც მიიღო. 24 თებერვალს გამთენიისას, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო.
ამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
ამასთან, უკრაინის ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სამოქალაქო ფრენებისთვის, საჰაერო სივრცე დახურა.
CNN შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ასევე განხორციელდა სარაკეტო დარტყმები.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ 21 თებერვალს აღიარა, რის შემდეგაც რუსეთმა უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. „დიპლომატიური ურთიერთობები“ დაამყარა. რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ კი ვლადიმერ პუტინს რუსეთის ფარგლებს გარეთ შეიარაღებული ძალების გამოყენებაზე თანხმობა მისცა.
ამავე თემაზე:
⬛ მაქსიმ გალკინი: ომის გამართლება არ შეიძლება! არავითარი ომი!
⬛ რუსმა სამხედროებმა ბრძოლით გაარღვიეს უკრაინის საზღვარი და კიევის ოლქში შევიდნენ
⬛ EuropaToday - “ის რაც ხდება უკრაინაში უკვე მოხდა საქართველოში! ვინ იქნება შემდეგი?”
⬛ UEFA ჩემპიონთა ლიგის ფინალს რუსეთში აღარ გამართავს
⬛ სალომე ზურაბიშვილი რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხს ხელს მოაწერს
1794675556
სპორტიმერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა
მერაბ დვალიშვილმა აბუ დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა. შეხვედრა თავისუფალი ჭიდაობის წესებით გაიმართა. დვალიშვილისთვის ეს RAF-ში მეოთხე გამ...
1794675512
მსოფლიოდონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანს არ შეუტიოს, თუ თეირანი აშშ-ის პროვოცირებას არ მოახდენს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანზე თავდასხმისგან თავი შეიკავოს, თუ თეირანი ან იემენელი „ჰუსიტები“, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, ახალ პროვოკაციებს არ განახორციე...
1794673487
სპორტისაქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა უნგრეთის წინააღმდეგ ცნობილია!
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ წლის ბოლო საშინაო მატჩისთვის, რომელსაც უნგრეთთან ჩაატარებს, სასტარტო შემადგენლობა შეარჩია. საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის მე-5 ტუ...
1794671457
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი: ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას
„ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნი...
1794670023
ახალი ამბებიალადაშვილი ხაბეიშვილზე ძალადობის საქმის განაჩენზე: ეს არის დასტური, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია - კანონდამრღვევი დაისჯება
მმართველი გუნდის წევრი აკაკი ალადაშვილი ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება...































