მილიონობით ადამიანი შიმშილით მოკვდება თუ რუსეთი არ დაუშვებს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს ბლოკირებული პორტებიდან - დიდი შვიდეული

რუსეთის მიერ შავი ზღვის ბლოკადა მთელ მოსახლეობას შიმშილისკენ უბიძგებს. მილიონობით ადამიანი შიმშილით მოკვდება თუ რუსეთი არ დაუშვებს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს ბლოკირებული პორტებიდან, - ამის შესახებ "დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს.

„რუსეთის არაპროვოცირებულმა და წინასწარგანზრახულმა აგრესიულმა ომმა გააუარესა გლობალური ეკონომიკური პერსპექტივა საკვების, საწვავისა და ენერგორესურსების ფასების მკვეთრი ზრდით. რუსეთთან ერთად, რომელიც ბლოკავს უკრაინის მარცვლეულის გასასვლელ მარშრუტებს, ახლა მსოფლიო დგას სასურსათო დაუცველობისა და არასრულფასოვანი კვების მდგომარეობის გაუარესების წინაშე. ეს იმ დროს, როდესაც 43 მილიონი ადამიანი უკვე ერთი ნაბიჯით იყო დაშორებული შიმშილისგან“, - აღნიშნულია "დიდი შვიდეულის" წევრი ქვეყნების ერთობლივ განცხადებაში.

ცნობისთვის, უკრაინა მსოფლიოში ხორბლისა და სიმინდის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი ქვეყანაა. ამ თვის დასაწყისში გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის დირექტორმა მარტინ ფრიკმა განაცხადა, რომ უკრაინის პორტებში დაახლოებით 4,5 მილიონი ტონა მარცვლეულია ბლოკირებული.

ასევე წაიკითხეთ:

🔵უკრაინაში, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

🔵 რაჭაში სკოლის მოსწავლემ თანატოლი სანადირო თოფით მოკლა - რა მოხდა თლუღის ტყეში?

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788890316

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებაზე: ეს უნდა იყოს ბრიუსელისთვის სიგნალი თან იმის ფონზე, რომ ისლანდიამ სულ ახლახან უარი განაცხადა არათუ ევროკავშირში გაწევრიანებაზე, არამედ მხოლოდ მოლაპარაკებების განახლებაზე

„ეს უნდა იყოს ბრიუსელისთვის სიგნალი თან იმის ფონზე, რომ ისლანდიამ სულ ახლახან უარი განაცხადა არათუ ევროკავშირში გაწევრიანებაზე, არამედ მხოლოდ მოლაპარაკებების განახლებაზე“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული...

ლევან მაჭავარიანი

1788887236

მსოფლიო

იური უშაკოვი: პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ რუსეთს ევროპის მიმართ აგრესიული გეგმები არ აქვს

„რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბრისას აღნიშნა, რომ მოსკოვს ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ მტრული განზრახვები არ გააჩნია“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თ...

იური უშაკოვი

1788885966

ახალი ამბები

გივი მიქანაძე: რეფორმების ინიციირებიდან და განხორციელების დაწყებიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი არასრული ერთი წელი გავიდა, არ იყო მარტივი

„რეფორმების ინიციირებიდან და განხორციელების დაწყებიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი არასრული ერთი წელი გავიდა. არ იყო მარტივი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილისგან ჩვენ მივი...

გივი მიქანაძე

1788884133

ახალი ამბები

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მი...

პროკურატურაპროკურატურა

1788882640

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი ღარიბაშვილის ცოლის ძმის ცილისწამებას პასუხობს: სააკაშვილის დროს აპოლიტიკური თანამდებობა მეკავა და მის პოლიტიკურ პარტიასთან არასდროს მქონია საქმე

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე თამაზაშვილის ფეისბუკპოსტს ეხმიანება და განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას ეჭირა აპოლ...

თენგიზ შარმანაშვილი