აფრიკაში გამოირიყა ნავი, რომელშიც ხრწნამდე მისული 30 ცხედარი იპოვეს

აფრიკაში, სენეგალში, ატლანტის ოკეანემ გამორიყა ნავი, რომელზეც, სულ მცირე 30 ცხედარი იპოვეს. ნავი მეთევზეებმა აღმოაჩინეს.

როგორც BBC წერს, საქმეზე დაწყებულია გამოძიება. 

იმის გათვალისწინებით, რომ ცხედრები უკვე იხრწნება, ვარაუდობენ, რომ ნავი ოკეანეში მრავალი დღის განმავლობაში იყო.

ბოლო კვირების განმავლობაში, ქვეყნის არალეგალურად, ნავებით დატოვების მცდელობისას, სენეგალის ხელისუფლებამ ასობით ადამიანი დააკავა. ადგილობრივმა მთავრობამ, არალეგალი მიგრანტების სიკვდილიანობის ზრდის ფონზე, უკანონო მიგრაციის დასაძლევად, აგვისტოში, 10-წლიანი გეგმა გამოაცხადა.

ხშირი ტრაგედიების მიუხედავად, უმუშევრობის, კონფლიქტისა და სიღარიბის გამო, დასავლეთ აფრიკაში მცხოვრები მრავალი ახალგაზრდა ცდილობს, ნავით, ესპანეთამდე, კანარის კუნძულებამდე მიაღწიოს. არსებობს კიდევ ერთი მარშრუტი - ჯერ საჰარა, შემდეგ - ხმელთაშუა ზღვა. ევროპული სასაზღვრო სააგენტოს, Frontex-ის ინფორმაციით, 2023 წელს, ატლანტის ოკეანის მარშრუტით სარგებლობის შემთხვევები, წინა წელთან შედარებით, 161%-ით გაიზარდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1727174578

საზოგადოება

ცესკო მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, შეწყვიტონ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები

საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ თავდასხმებთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას ავრცელებს. როგორც ცესკოში განმარტავენ, საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ თავდასხმები პოლიტიკურად მოტივირებულია. მათივე თქმით,...

ცესკოცესკო

1727172844

საზოგადოება

„მომატებულია ყივანახველას შემთხვევები“ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საზოგადოებას აფრთხილებს

„საქართველოში მნიშვნელოვნად არის მომატებული ყივანახველას შემთხვევები, მათ შორის მოზრდილებშიც“, - ამის შესახებ კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორი, ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ინფექციონ...

ექიმი

1727170418

სოციალური მედია

„ყურადღებითა და დიდი სიფრთხილით აარჩიე ვის აძლევ უფლებას შეგეხოს, ენერგეტიკული მიმოცვლა რეალურია!“ - რას წერს თათა გიორგობიანი

„ღამის შოუს ბენდის“ მომღერალი და ფსიქოლოგი თათა გიორგობიანი მუდმივად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში და უამრავ დადებით კომპლიმენტსაც იღებს. ის სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და გამომწერებს მნ...

თათა გიორგობიანი

1727164762

მსოფლიო

BBC: ინდოეთში „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დადასტურდა

ინდოეთში „მაიმუნის ყვავილის“ ახალი შტამის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ BBC წერს. ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა მანიშა ვერმამ Reuters-ს ვირუსის პირველი შემთხვევის შესახებ დაუდას...

მაიმუნის ყვავილი

1727163119

მსოფლიო

გერმანიაში ბანანის ყუთებში 95 კგ კოკაინი აღმოაჩინეს

გერმანიის რამდენიმე ქალაქში, ბანანის ყუთებში საერთო ჯამში 95 კგ კოკაინი აღმოაჩინეს. მისი ფასი „შავ ბაზარზე“ დაახლოებით 7 მლნ ევროს შეადგენს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს. ბანანების პარტია, რომლ...

 ბანანის ყუთებში 95 კგ კოკაინი აღმოაჩინეს