აშშ-მა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტი გააფორმეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლების სომხური სამსახური იტყობინება.
დოკუმენტს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ვაშინგტონში მოაწერეს ხელი.
„ჩვენ ვქმნით სტრატეგიული პარტნიორობის კომისიას, რომელიც მოიცავს თანამშრომლობის გაფართოებას ეკონომიკური, უსაფრთხოებისა და თავდაცვის, დემოკრატიის, ინკლუზიურობისა და ინტერპერსონალური ურთიერთობების სფეროებში“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა მადლობა გადაუხადა ვაშინგტონს გაწეული ძალისხმევისთვის, სომხეთის სუვერენული ტერიტორიის მთლიანობისა და სომხეთის დამოუკიდებლობის მხარდაჭერისთვის.
მირზოიანის თქმით, ერევანი ერთგულია სამშვიდობო დღის წესრიგისა და მისი განხორციელების მიმართ, ასევე განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას აშშ-სთან ამ საერთო მიზნის მისაღწევად.
მირზოიანმა ასევე განაცხადა, რომ ოფიციალური ერევანი მზად არის იმუშაოს აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას სომხეთის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ.
1736868035
მსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი ბრიგადები დღეისთვის არ არიან საკმარისად აღჭურვილი, უნდა აღვჭურვოთ შესაბამისი სამხედრო ტექნიკით, უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა უზრუნველყონ პარტნიორებმა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პირველ რიგში საჭიროა უკრაინის არმიის შეიარაღებითა და ტექნიკით უზრუნველყოფა. ამის შესახებ ზელენსკიმ გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსთან შ...
1736865240
მსოფლიოჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ უკრაინის არმიაში ცოცხალი ძალის დეფიციტი მწვავე პრობლემად რჩება და უკრაინას მისი გადაჭრა მოუწევს
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ ცოცხალი ძალის დეფიციტი უკრაინის არმიაში მწვავე პრობლემად რჩება და ეს არის ის საკითხი, რომლის გადაჭრაც უკრაინას...
1736861303
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8448 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8292 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...
1736860109
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიასთან შეხვედრაზე: განვიხილავთ, რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო და რა ტიპის ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟია
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიასთან მმართველი გუნდის შეხვედრისას საქართველოში მიმდინარე პროცესები გ...
1736858351
ახალი ამბები15 წლის ტურისტი თხილამურებით სრიალის დროს დაიღუპა - შემთხვევა თურქეთში მოხდა
თურქეთში, 15 წლის რუსი ტურისტი თხილამურებით სრიალის დროს დაეცა და დაიღუპა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. შემთხვევა კაისერის პროვინციაში, სათხილამურო კურორტ ერჩიესში მოხდა. ტურისტი ფერდობზე დაეც...