ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ უკრაინის არმიაში ცოცხალი ძალის დეფიციტი მწვავე პრობლემად რჩება და უკრაინას მისი გადაჭრა მოუწევს
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ ცოცხალი ძალის დეფიციტი უკრაინის არმიაში მწვავე პრობლემად რჩება და ეს არის ის საკითხი, რომლის გადაჭრაც უკრაინას მოუწევს. ამის შესახებ სალივანმა სააგენტო „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტმა სალივანს უკრაინაში მობილიზაციის ასაკის 18 წლამდე დაწევის შესაძლებლობის შესახებ ჰკითხა. როგორც სალივანმა აღნიშნა, უკრაინამ უკვე შეამცირა მობილიზაციის ასაკი 27-დან 25 წლამდე.
„ცოცხალი ძალის პრობლემა გამწვავდა გასული წლის განმავლობაში და გაიზარდა საჭიროება იმისა, რომ უკრაინამ სრულად შეძლოს თავისი ბრიგადების და ბატალიონების დაკომპლექტება, რადგანაც ჩვენ მივაწოდეთ დიდი რაოდენობით აუცილებელი საბრძოლო მასალა და სამხედრო აღჭურვილობა“, – განაცხადა სალივანმა.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბაიდენის მრჩეველმა თქვა, რომ არსებული პრობლემების შესახებ მათ მომავალი ადმინისტრაციის გუნდსაც აცნობეს. ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ მობილიზაციის ასაკის შემცირება არის სუვერენული გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ უკრაინამ უნდა მიიღოს.
„ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, მათ შორის საჯაროდ, რომ ცოცხალი ძალა არის მწვავე პრობლემა და ეს არის ის საკითხი, რომლის გადაჭრაც უკრაინას მოუწევს მაშინაც, როდესაც ჩვენ შევიტანთ ჩვენს წვლილს მათთვის საჭირო აღჭურვილობის მიწოდებაში“, – თქვა სალივანმა.
1736868915
მსოფლიოსერგეი ლავროვი - რუსეთი მზადაა განიხილოს უსაფრთხოების გარანტიები იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ახლა უკრაინა ჰქვია
„რუსეთი მზადაა განიხილოს უსაფრთხოების გარანტიები იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ახლა უკრაინა ჰქვია, მაგრამ შეთანხმებების მიღწევაში მთავარი ევრაზიული კონტექსტი გახდება,“ - აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო...
1736868035
მსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი ბრიგადები დღეისთვის არ არიან საკმარისად აღჭურვილი, უნდა აღვჭურვოთ შესაბამისი სამხედრო ტექნიკით, უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა უზრუნველყონ პარტნიორებმა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პირველ რიგში საჭიროა უკრაინის არმიის შეიარაღებითა და ტექნიკით უზრუნველყოფა. ამის შესახებ ზელენსკიმ გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსთან შ...
1736861303
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8448 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8292 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...
1736860109
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიასთან შეხვედრაზე: განვიხილავთ, რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო და რა ტიპის ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟია
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიასთან მმართველი გუნდის შეხვედრისას საქართველოში მიმდინარე პროცესები გ...
1736858351
ახალი ამბები15 წლის ტურისტი თხილამურებით სრიალის დროს დაიღუპა - შემთხვევა თურქეთში მოხდა
თურქეთში, 15 წლის რუსი ტურისტი თხილამურებით სრიალის დროს დაეცა და დაიღუპა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. შემთხვევა კაისერის პროვინციაში, სათხილამურო კურორტ ერჩიესში მოხდა. ტურისტი ფერდობზე დაეც...