Axios: ტრამპი ალასკის სამიტის შემდეგ ზელენსკისთან „რთულ“ შეხვედრას გამართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ალასკაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. როგორც Axios-ი წერს, პრეზიდენტებს შესაძლოა, სადილის შემდეგ თეთრ სახლში „რთული“ შეხვედრა ჰქონდეთ.
ცნობილია, რომ ზელენსკიმ და ტრამპმა მოახლოებული შეხვედრის შესახებ ნატოს ლიდერებთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადეს. გამოცემის წყაროს ცნობით, საუბარი, რომელიც საათ-ნახევარზე მეტხანს გაგრძელდა, „მარტივი არ ყოფილა“.
Axios-ის ცნობით, ტრამპმა ზელენსკის ალასკიდან ვაშინგტონში დაბრუნებისას Air Force One-ის ბორტიდან დაურეკა. საუბარში ასევე მონაწილეობდნენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და თეთრი სახლის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, რომლებიც ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრას ესწრებოდნენ.
პოლიტიკოსები ზელენსკის ერთი საათის განმავლობაში ესაუბრნენ, რის შემდეგაც საუბარში დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ფინეთის, ნატოსა და ევროკომისიის ლიდერები ჩაერთნენ.
წყაროს ცნობით, ტრამპმა ზელენსკის და ნატოს ლიდერებს უთხრა, რომ პუტინს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა, მაგრამ ომის დასრულების ყოვლისმომცველი შეთანხმების მიღწევას გეგმავს.
„ტრამპმა სატელეფონო საუბრისას თქვა, რომ, მისი აზრით, სწრაფი სამშვიდობო შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე უკეთესია“, - დასძინა წყარომ.
ეს პოზიცია კი ეწინააღმდეგება იმ მიდგომას, რომელსაც ტრამპი თავდაპირველად უჭერდა მხარს. ამავდროულად, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დაწყებამდე ჯერ ცეცხლის შეწყვეტა უნდა მოხდეს.
გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის ლიდერს უთხრა, რომ პუტინმა იგი დაარწმუნა, რომ რუსეთმა ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, ამიტომ თუ მოისურვებს, შეუძლია მთელი დონეცკის ოლქის და სხვა რეგიონების ხელში ჩაგდება, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს.
თუმცა, წყაროს ცნობით, ზელენსკიმ ტრამპს უთხრა, რომ პუტინი ფრონტზე არსებულ სიტუაციას არასწორად წარმოაჩენს.
„ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ტერიტორიის სანაცვლოდ, პუტინი მზად არის, დაასრულოს ომი და აიღოს ვალდებულება, რომ არ შეეცდება უკრაინის სხვა ნაწილების ოკუპაციას და სხვა ქვეყნებზე თავდასხმას“, - დასძინა წყარომ.
ცნობისთვის, ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ ამერიკელი კოლეგის მიწვევით 18 აგვისტოს ვაშინგტონს ეწვევა.
1755356712
მსოფლიომაკრონმა ტრამპისა და პუტინის სამიტის შემდეგ „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნების შეხვედრა დააანონსა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უახლოეს მომავალში ე.წ. „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნების შეხვედრა დააანონსა. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელ X-ზე გააკეთა. საფრანგეთის ლიდერის კომენტარი...
1755354994
საზოგადოებარობერტ ფიცო: უახლოესი დღეები გვიჩვენებს, ევროპის გავლენიანი მოთამაშეები კონფლიქტის სწრაფად დასრულებას დაუჭერენ მხარს, თუ გააგრძელებენ რუსეთის დასუსტებისკენ მიმართულ უშედეგო პოლიტიკას
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის ალასკაზე შეხვედრას ეხმიანება სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცოც. ფიცოს თქმით, ორი ქვეყნის ლიდერთა შეხვედრა მისასალმებელია...
1755353854
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძემ ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, დევნილთა საცხოვრებელი კომპლექსის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე დევნილთა საცხოვრებელი კომპლექსის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. სამი 12-სარ...
1755351194
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: როცა ხედავ, რომ „მოლოტოვის კოქტეილი“ შევიდა იმ საქმეში, იმ ადამიანების, არასამთავრობოების წარმომადგენლების მიმართ, ვისაც შენ აფინანსებ, ხმის ამოღება გმართებს. ევროპის ინტერესი და მისი ავტორიტეტი უნდა დაიცვა
როცა ხედავ, რომ „მოლოტოვის კოქტეილი“ შევიდა იმ საქმეში, იმ ადამიანების, არასამთავრობოების წარმომადგენლების მიმართ, ვისაც შენ აფინანსებ, ხმის ამოღება გმართებს. მარტო საქართველოს ინტერესის დაცვაზე არაა...
1755350416
საზოგადოებაცხინვალის ე.წ. სამართალდამცველებმა ახალგორის რაიონში ალკოჰოლური პროდუქცია ამოიღეს
ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებმა ოკუპირებული ახალგორის რაიონის სავაჭრო ობიექტებში შემოწმების ღონისძიებები ჩაატარეს. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება. ორი სავაჭრო ობიექტის მფლობელთა მ...