რობერტ ფიცო: უახლოესი დღეები გვიჩვენებს, ევროპის გავლენიანი მოთამაშეები კონფლიქტის სწრაფად დასრულებას დაუჭერენ მხარს, თუ გააგრძელებენ რუსეთის დასუსტებისკენ მიმართულ უშედეგო პოლიტიკას

 აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის ალასკაზე შეხვედრას ეხმიანება სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცოც.

ფიცოს თქმით, ორი ქვეყნის ლიდერთა შეხვედრა მისასალმებელია იმ კუთხით, რომ სამიტზე ჯო ბაიდენისა და ევროპელი ლიდერებისგან განსხვავებული ხედვა დაფიქსირდა.

სლოვაკეთის მთავრობის მეთაურის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომს თავისი ფესვები აქვს და უსაფრთხოების გარანტიები არამხოლოდ უკრაინამ, არამედ რუსეთმაც უნდა მიიღოს.

როგორც ფიცომ აღნიშნა, მიმდინარე პროცესები სერიოზული გამოცდის წინაშე აყენებს ევროკავშირს და უახლოესი დღეები გამოაჩენს, ბრიუსელი კონფლიქტის დასრულებას დაუჭერს მხარს თუ კიევის მხარდაჭერისა და რუსეთზე ზეწოლის უშედეგო პოლიტიკას განაგრძობს.

„ყველაზე მთავარი პრეზიდენტ ტრამპისა და პრეზიდენტ პუტინის შეხვედრაში სწორედ მათი შეხვედრა იყო. პოლიტიკოსები აუცილებლად უნდა ხვდებოდნენ ერთმანეთს, პატივისცემას უნდა გამოხატავდნენ ერთმანეთის მიმართ და ერთმანეთს უნდა უგებდნენ. ამ სამიტმა კონფლიქტის შავ-თეთრი ხედვა შეცვალა, ომის შესახებ თავს მოხვეული საერთო ხედვა, რომელსაც მხარს უჭერდა ბაიდენის ადმინისტრაცია, და ახლა მხარს უჭერენ გავლენიანი ევროპელი მოთამაშეები. უკრაინაში ომს თავისი ისტორიული ფესვები აქვს, და ამიტომ საუბარი უნდა იყოს უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაზე არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ რუსეთისთვისაც. სამიტმა კიდევ ერთხელ დაანახა ევროპელ ლიდერებს და ჩვენს ოპოზიციას, რომელსაც რუსეთთან ახალი რკინის ფარდის ჩამოფარება სურს, რომ საჭიროა არა სანქციები და ზეწოლა რუსეთზე, არამედ კონსტრუქციული დიალოგი. დღევანდელი პროცესები ერთგვარი გამოცდაა ევროკავშირისთვის. უახლოესი დღეები გვიჩვენებს, ევროპის გავლენიანი მოთამაშეები კონფლიქტის სწრაფად დასრულებას დაუჭერენ მხარს, თუ გააგრძელებენ რუსეთის დასუსტებისკენ მიმართულ უშედეგო პოლიტიკას“, - აღნიშნა ფიცომ საკუთარ ვიდეომიმართვაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755351194

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი: როცა ხედავ, რომ „მოლოტოვის კოქტეილი“ შევიდა იმ საქმეში, იმ ადამიანების, არასამთავრობოების წარმომადგენლების მიმართ, ვისაც შენ აფინანსებ, ხმის ამოღება გმართებს. ევროპის ინტერესი და მისი ავტორიტეტი უნდა დაიცვა

 როცა ხედავ, რომ „მოლოტოვის კოქტეილი“ შევიდა იმ საქმეში, იმ ადამიანების, არასამთავრობოების წარმომადგენლების მიმართ, ვისაც შენ აფინანსებ, ხმის ამოღება გმართებს. მარტო საქართველოს ინტერესის დაცვაზე არაა...

გიორგი ვოლსკი

1755350416

საზოგადოება

ცხინვალის ე.წ. სამართალდამცველებმა ახალგორის რაიონში ალკოჰოლური პროდუქცია ამოიღეს

 ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებმა ოკუპირებული ახალგორის რაიონის სავაჭრო ობიექტებში შემოწმების ღონისძიებები ჩაატარეს. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება. ორი სავაჭრო ობიექტის მფლობელთა მ...

ცხინვალის ე.წ.

1755347277

მსოფლიო

ტრამპის თქმით, სი ძინპინმა მას უთხრა, რომ ჩინეთი ტაივანში არ შეიჭრება, სანამ ის აშშ-ის პრეზიდენტია

 აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა მას უთხრა, რომ ჩინეთი ტაივანში არ შეიჭრება, სანამ ტრამპი თანამდებობას იკავებს. ამის შესახებ ტრამპმა Fox News-ს რუსეთის...

დონალდ ტრამპი

1755344258

მსოფლიო

ზელენსკი: თუ რუსეთი სამმხრივი შეხვედრის გამართვაზე უარს იტყვის, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები უნდა გამკაცრდეს

 უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა, რომ, თუ რუსეთი უკრაინისა და აშშ-ის მონაწილეობით სამმხრივ შეხვედრას არ გამართავს, მაშინ ვაშინგტონმა მოსკოვის წინააღმდეგ შემო...

ზელენსკი

1755342661

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი ვიზალიბერალიზაციის საკითხზე: როცა მოთხოვნა უსამართლობაზეა დამყარებული, ამას ხანგრძლივი და განგრძობითი შედეგი არ ექნება. ჩვენ ჩვენს პოზიციაზე მყარად ვდგავართ

 რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონებთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა. „...

ირაკლი ქადაგიშვილი