მელონი ადასტურებს, რომ ტრამპმა მხარი დაუჭირა იტალიის იდეას, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების ნატოს მე-5 მუხლის საფუძველზე უზრუნველყოფის შესახებ

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის ალასკაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ სამშვიდობო შეთანხმების დადების შესაძლებლობა გაჩნდა.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მნიშვნელობას.
„ᲕᲤᲘᲥᲠᲝᲑ, ᲞᲝᲖᲘᲢᲘᲣᲠᲘᲐ, ᲠᲝᲛ ᲣᲙᲠᲐᲘᲜᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲛᲨᲕᲘᲓᲝᲑᲘᲡ ᲡᲮᲘᲕᲔᲑᲘ ᲩᲜᲓᲔᲑᲐ. ᲨᲔᲗᲐᲜᲮᲛᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲦᲬᲔᲕᲐ ᲙᲕᲚᲐᲕ ᲠᲗᲣᲚᲘᲐ, ᲛᲐᲒᲠᲐᲛ ᲡᲐᲑᲝᲚᲝᲝᲓ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲔᲚᲘᲐ, ᲒᲐᲜᲡᲐᲙᲣᲗᲠᲔᲑᲘᲗ ᲤᲠᲝᲜᲢᲘᲡ ᲮᲐᲖᲖᲔ ᲗᲕᲔᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲜᲛᲐᲕᲚᲝᲑᲐᲨᲘ ᲐᲠᲡᲔᲑᲣᲚᲘ ᲩᲘᲮᲘᲡ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ“, - ᲒᲐᲜᲐᲪᲮᲐᲓᲐ ᲛᲔᲚᲝᲜᲘᲛ.
ამავდროულად, იტალიის მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხოლოდ უკრაინას შეეძლება მოლაპარაკებების წარმოება საკუთარი პირობებით და საკუთარ ტერიტორიაზე.
მისივე თქმით, მთავარ საკითხად უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები რჩება, რათა თავიდან აიცილონ რუსეთის ახალი შეჭრა.
„და სწორედ ამ ასპექტში დაფიქსირდა ყველაზე საინტერესო ამბები ანკორიჯში“, - დასძინა მელონიმ და აღნიშნა, რომ მხოლოდ ძლიერ და საიმედო გარანტიებს შეუძლია ახალი ომებისა და აგრესიის თავიდან აცილება.
მელონის თქმით, ტრამპმა დღეს მხარი დაუჭირა იტალიის იდეას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ნატოს მე-5 მუხლის საფუძველზე.
„ᲬᲘᲜᲐᲓᲐᲓᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲬᲧᲘᲡᲘ ᲬᲔᲠᲢᲘᲚᲘᲐ ᲙᲝᲚᲔᲥᲢᲘᲣᲠᲘ ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲔᲑᲘᲡ ᲓᲔᲑᲣᲚᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲜᲡᲐᲖᲦᲕᲠᲐ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲣᲙᲠᲐᲘᲜᲐᲡ ᲡᲐᲨᲣᲐᲚᲔᲑᲐᲡ ᲛᲘᲡᲪᲔᲛᲡ, ᲓᲐᲔᲧᲠᲓᲜᲝᲡ ᲧᲕᲔᲚᲐ ᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲛᲮᲐᲠᲓᲐᲭᲔᲠᲐᲡ, ᲛᲐᲗ ᲨᲝᲠᲘᲡ ᲨᲔᲔᲠᲗᲔᲑᲣᲚᲘ ᲨᲢᲐᲢᲔᲑᲘᲡ, ᲠᲝᲛᲚᲔᲑᲘᲪ ᲛᲖᲐᲓ ᲐᲠᲘᲐᲜ, ᲛᲘᲘᲦᲝᲜ ᲖᲝᲛᲔᲑᲘ ᲐᲮᲐᲚᲘ ᲨᲔᲢᲔᲕᲘᲡ ᲨᲔᲛᲗᲮᲕᲔᲕᲐᲨᲘ. ᲛᲝᲚᲐᲞᲐᲠᲐᲙᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲐᲛ ᲔᲢᲐᲞᲖᲔ ᲔᲕᲠᲝᲞᲣᲚᲘ ᲡᲐᲮᲔᲚᲛᲬᲘᲤᲝᲔᲑᲘ ᲔᲠᲗᲘᲐᲜᲔᲑᲘ ᲠᲩᲔᲑᲘᲐᲜ ᲣᲙᲠᲐᲘᲜᲘᲡ ᲛᲮᲐᲠᲓᲐᲭᲔᲠᲐᲨᲘ“, - ᲮᲐᲖᲒᲐᲡᲛᲘᲗ ᲐᲦᲜᲘᲨᲜᲐ ᲛᲐᲜ.
როგორც მელონიმ შეაჯამა, მშვიდობისკენ მიმავალი გზა ადვილი არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ის არჩეული იყოს.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპმა და ევროპელმა მოკავშირეებმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების „მე-5 მუხლის სტილში“ განიხილეს, მაგრამ არა ნატოს ფარგლებში.
1755356712
მსოფლიომაკრონმა ტრამპისა და პუტინის სამიტის შემდეგ „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნების შეხვედრა დააანონსა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უახლოეს მომავალში ე.წ. „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნების შეხვედრა დააანონსა. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელ X-ზე გააკეთა. საფრანგეთის ლიდერის კომენტარი...
1755354994
საზოგადოებარობერტ ფიცო: უახლოესი დღეები გვიჩვენებს, ევროპის გავლენიანი მოთამაშეები კონფლიქტის სწრაფად დასრულებას დაუჭერენ მხარს, თუ გააგრძელებენ რუსეთის დასუსტებისკენ მიმართულ უშედეგო პოლიტიკას
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის ალასკაზე შეხვედრას ეხმიანება სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცოც. ფიცოს თქმით, ორი ქვეყნის ლიდერთა შეხვედრა მისასალმებელია...
1755353854
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძემ ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, დევნილთა საცხოვრებელი კომპლექსის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე დევნილთა საცხოვრებელი კომპლექსის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. სამი 12-სარ...
1755351194
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: როცა ხედავ, რომ „მოლოტოვის კოქტეილი“ შევიდა იმ საქმეში, იმ ადამიანების, არასამთავრობოების წარმომადგენლების მიმართ, ვისაც შენ აფინანსებ, ხმის ამოღება გმართებს. ევროპის ინტერესი და მისი ავტორიტეტი უნდა დაიცვა
როცა ხედავ, რომ „მოლოტოვის კოქტეილი“ შევიდა იმ საქმეში, იმ ადამიანების, არასამთავრობოების წარმომადგენლების მიმართ, ვისაც შენ აფინანსებ, ხმის ამოღება გმართებს. მარტო საქართველოს ინტერესის დაცვაზე არაა...
1755350416
საზოგადოებაცხინვალის ე.წ. სამართალდამცველებმა ახალგორის რაიონში ალკოჰოლური პროდუქცია ამოიღეს
ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებმა ოკუპირებული ახალგორის რაიონის სავაჭრო ობიექტებში შემოწმების ღონისძიებები ჩაატარეს. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება. ორი სავაჭრო ობიექტის მფლობელთა მ...