ჩინეთის საგარეო უწყება: აშშ-ის ქმედებები სერიოზულად არღვევს გაეროს ქარტიასა და საერთაშორისო სამართალს

ირანის ბირთვულ ობიექტებზე ამერიკის შეერთებული შტატების იერიშს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოეხმაურნენ.
„ჩინეთი მკაცრად გმობს ირანზე აშშ-ის თავდასხმებს და ბირთვული ობიექტების დაბომბვას, რომლებიც ატომური ენერგიის სააგენტოს გარანტიების ქვეშ იმყოფებიან. აშშ-ის ქმედებები სერიოზულად არღვევს გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის მიზნებსა და პრინციპებს და ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობას ამწვავებს. ჩინეთი მოუწოდებს კონფლიქტის მხარეებს, კერძოდ, ისრაელს, რაც შეიძლება მალე მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტას, უზრუნველყონ მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება და დაიწყონ დიალოგი და მოლაპარაკებები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იერიში მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაანში.
დარტყმები განხორციელდა B-2-ის ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით.
1750613960
ახალი ამბებიუკრაინაში ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე გარდაიცვალა
უკრაინაში ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 22 ივნისამდე რუსეთ-უკრაინის ომში 81-ზე...
1750612996
საზოგადოებაავარია რიკოთზე - არის მსხვერპლი
რიკოთის ერთ-ერთ გვირაბში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ 1 პირი. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, რის გამოც, დასავლეთიდან თბილისისკენ მიმავალი ავტომობილების მოძრაო...
1750612174
მსოფლიო„დემოკრატი“ კონგრესმენი: ამერიკელი ხალხი მკაფიოდ აცხადებს, რომ მათ არ სურთ აშშ კიდევ ერთ დაუსრულებელ ომში ჩაითრიონ
ამერიკელი ხალხი მკაფიოდ აცხადებს, რომ მათ არ სურთ აშშ კიდევ ერთ დაუსრულებელ ომში ჩაითრიონ, - განაცხადა „დემოკრატმა“ კონგრესმენმა, მელანი სტენსბერიმ. „პრეზიდენტმა ცალმხრივი სამხედრო მოქმედება განახორც...
1750609617
მსოფლიოირანული მედია: ირანის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას
ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ირანის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ზომებს, რომლებიც ჰორმუზის სრუტის, გლობალური მნიშვნელობის სატრანზიტო გზის, ჩაკეტვას ითვალისწინებს. ეს გადაწყვეტილება აშშ-ის მიერ ი...
1750606941
მსოფლიოაშშ ჩინეთს მოუწოდებს, დაარწმუნოს ირანი, რომ არ ჩაკეტოს ჰორმუზის სრუტე
აშშ ჩინეთს მოუწოდებს, დაარწმუნოს ირანი, რომ არ ჩაკეტოს ჰორმუზის სრუტე. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მოუწოდებს ჩინეთის მთავრობას, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდნენ ირანელებს, რადგან...