დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, დასაფასებელია, რომ რუსეთის პრეზიდენტი მოდის ჩვენს ქვეყანაში, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ წავიდეთ მის ქვეყანაში ან მესამე მხარის ადგილას

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ალასკაში ჩავა ომის საკითხზე სასაუბროდ.
„მე ვფიქრობ, დასაფასებელია, რომ რუსეთის პრეზიდენტი მოდის ჩვენს ქვეყანაში, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ წავიდეთ მის ქვეყანაში ან მესამე მხარის ადგილას“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, უკრაინაში ომი არასდროს მოხდებოდა, ის რომ ყოფილიყო პრეზიდენტი. ტრამპის განცხადებით, მასზე ამბობდნენ, რომ არ იყო მკაცრი რუსეთის მიმართ, თუმცა სწორედ მან შეაჩერა „ნორდ სტრიმ 2“-ის მილსადენის პროექტი.
„ეს ომია, რომელიც არ უნდა მომხდარიყო ან არ მოხდებოდა, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი. მე არ ვყოფილვარ რუსეთის მეგობარი, მაგრამ მე ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა ვლადიმერ პუტინთან. ყოველთვის კარგია, რომ სხვა ქვეყნებსაც შეგიძლია, კარგად უგებდე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დანებდე, როგორც ეს ბაიდენმა გააკეთა. ამბობდნენ, რომ მე არ ვიყავი მკაცრი რუსეთის მიმართ. მე ყველაზე მკაცრი ვიყავი. მე შევაჩერე უდიდესი ეკონომიკური განვითარება და უდიდესი სამუშაო, რაც რუსეთმა დაიწყო“, – აღნიშნავს ტრამპი.
დონალდ ტრამპმა ისაუბრა ვლადიმერ პუტინის მიმართ არსებული უკმაყოფილების შესახებაც.
„პრეზიდენტმა პუტინმა შემომთავაზა მოლაპარაკებებში ჩართვა. მე მჯერა, რომ მას სურს ამ საქმის დასრულება. ეს რამდენჯერმე ვთქვი, რომ იმედგაცრუებული ვარ, რადგან მასთან შესანიშნავი საუბარი მქონდა და შემდეგ რაკეტები გაისროლეს კიევში ან სხვა მიმართულებით. მე ვაპირებ ვლადიმერ პუტინთან საუბარს და ვეტყვი, რომ მან უნდა დაასრულოს ეს ომი. ვფიქრობ, რომ კონსტრუქციული საუბრები გვექნება და შეხვედრის შემდეგ, დაუყოვნებლივ შეიძლება, გაფრენისას ან ოთახიდან გამოსვლის შემდეგ, დავურეკო ევროპელ ლიდერებს, რომლებთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. მე კარგი ურთიერთობა მაქვს ზელენსკისთანაც, მაგრამ არ ვეთანხმები, რაც მან გააკეთა. ეს ომი არასდროს არ უნდა მომხდარიყო. შემდეგი შეხვედრა ზელნესკისა და პუტინს შორის იქნება. მეც იქ ვიქნები, თუ ენდომებათ. მინდა, რომ ორ ლიდერს შორის შეხვედრა დაინიშნოს. ცოტა შემაწუხა იმ ფაქტმა, რომ ზელენსკი ამბობდა: „მე კონსტიტუციური თანხმობა უნდა მივიღო“. მას ომში შესვლის თანხმობა ჰქონდა ყველას მოკვლისთვის, მაგრამ მიწების გაცვლისთვის თანხმობა სჭირდება. იქნება ტერიტორიების გაცვლა, ეს ვიცი რუსეთისგან, ყველასთან საუბრისგან გამომდინარე. მიწების გაცვლა უკრაინის საკეთილდღეოდ მოხდება. ასევე, ზოგიერთი ცუდი რამ იქნება ორივესთვის. არის კარგიც და ცუდიც. ეს ძალიან რთულია, რადგან არსებობს ძალიან არაზუსტი ხაზები და იქნება გარკვეული ცვლილებები. მიწებში იქნება გარკვეული ცვლილებები. ჩვენ ვაპირებთ, შევცვალოთ საბროძოლო ხაზები. რუსეთმა დაიკავა უკრაინის დიდი ნაწილი. მათ დაიკავეს მნიშვნელოვანი ტერიტორია. ჩვენ ვეცდებით, რომ დავიბრუნოთ ამ ტერიტორიის ნაწილი უკრაინისთვის. რუსეთს აქვს ოკუპირებული ძალიან მნიშვნელოვანი ტერიტორიები. თუ გაქვს ტბა, მდინარე ან ოკეანე – ეს ყოველთვის ყველაზე ღირებულია. უკრაინას ადრე ჰქონდა ათასი მილი სანაპირო ზოლი. ეს გაქრა. ერთი პატარა უბნის გარდა – ოდესა, პატარა უბანი, ცოტაოდენი წყალია დარჩენილი. ასე რომ, წავალ და ვნახავ სიტუაციას. შეიძლება, წამოვიდე და ვთქვა – წარმატებები და ეს იქნება დასასრული. შეიძლება, ვთქვა, რომ ეს არ მოგვარდება. არიან ისეთებიც, ვინც მიიჩნევს, რომ პუტინს მთელი უკრაინა სურდა. სხვათა შორის, მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ. ვფიქრობ, რომ მე რომ არა, ის სხვა არავისთან ისაუბრებდა. მაგრამ მე შევხვდები მას და ვნახავ, რა სიტუაციაა. დავურეკავ პრეზიდენტ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს შეხვედრის შემდეგ. ჩემზე არ არის დამოკიდებული გარიგების დადება“, – აღნიშნა ტრამპმა.
1754932699
საზოგადოებადათო კოდუა: ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის უმთავრესი პრიორიტეტი იქნება ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის მართვაში, ჩვენი თანაქალაქელების ჩართულობის ზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი დათო კოდუა, განცხადებას ავრცელებს. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი მის სამომავლო გეგმებსა და ხედვებზე საუბრობს და სამთავრობო გუნდს ნდობისთვის მადლობას უ...
1754930213
სპორტისამხრეთ აფრიკასთან საერთაშორისო სერიის მატჩისთვის საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო სერიის მეორე მატჩს მასპინძელ თანატოლთა A ნაკრებთან 12 აგვისტოს გამართავს – მატჩში თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება....
1754929205
მსოფლიოტრამპმა განაცხადა, რომ მას ცოტათი აწუხებს ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებები ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებით
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ცოტათი აწუხებს ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებები ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებით. „მე და ზელენსკი კარგად ვუგებთ ერთმანეთს. მაგრამ არ ვეთანხმები ი...
1754926937
საზოგადოებაირაკლი ნადარეიშვილი: საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქებს შორის ფრენების ზრდა კიდევ ერთი ხელშემწყობი გარემოება იქნება ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, ავიაკომპანია Air Arabia Abu Dhabiს მიერ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების სიხშირის გაზრდის გადაწყვეტილ...
1754923968
საზოგადოებაირაკლი კობახიძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის ცხრა მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა - მერობის ახალი კანდიდატები არიან: ზუგდიდში დათო კოდუა, ჩხოროწყუში ჯუმბერ იზორია, მარტვილში გიორგი ნაჭყებია, წალენჯიხაში - გუბა საჯაია
საქართველოს მთავრობის მეთაურმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის ცხრა მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები წარადგინა. ფოთში, ხობში, სენაკში, აბაშასა და მ...