დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელის ირანზე თავდასხმის შესახებ მან წინასწარ იცოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან წინასწარ იცოდა, რომ ისრაელი ირანს თავს დაესხმებოდა, თუმცა დასძინა, რომ ამერიკა ამ სამხედრო ოპერაციაში არ მონაწილეობს.
როგორც თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, ის მოსალოდნელი სამხედრო ოპერაციის შესახებ წინასწარ გააფრთხილეს. ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ირანი აშშ-თან ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებებს გააგრძელებს.
„ირანს არ შეიძლება, რომ ჰქონდეს ბირთვული ბომბი, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკების მაგიდას დავუბრუნდებით. ვნახოთ“, - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის განცხადებით, სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე მისი ადმინისტრაცია ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ერთ-ერთ საკვანძო მოკავშირეს დაუკავშირდა და გააფრთხილა ის. ტრამპს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ქვეყანას დაუკავშირდა მისი ადმინისტრაცია.
ცნობისთვის, ისრაელმა გამთენიისას ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით „ლომთა ერი“ დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში დაიბომბა ირანის ბირთვული ობიექტები.
1749842582
ახალი ამბებისაქართველოს საგარეო უწყება: ღრმად ვართ შეშფოთებულნი ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობით, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას
ღრმად ვართ შეშფოთებულნი ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობით, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. „ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ დი...
1749842428
მსოფლიოისრაელის ოფიციალური პირი: ირანი აუტანლად მძიმე ფასს გადაიხდის სამოქალაქო ტერიტორიების მიმართულებით განხორციელებული თავდასხმებისთვის
ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით განხორციელებული მასიური სარაკეტო თავდასხმების ფონზე, რა დროსაც დაახლოებით 200 რაკეტა იყო გაშვებული, Channel 12-ის ცნობით, ისრაელის ოფიციალური პირი ირანს ესკალაციით და...
1749840493
მსოფლიოისრაელის თავდაცვითი ძალები: მთელი ისრაელი ცეცხლქვეშაა
მთელი ისრაელი ცეცხლქვეშაა - ნათქვამია ისრაელის თავდაცვითი ძალების განცხადებაში. ირანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 100 რაკეტა გაუშვეს. ამ დროისთვის, ისრაელის თავდაცვის სისტემები აქტი...
1749839466
მსოფლიომედია: ირანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 100 რაკეტა გაუშვეს - აფეთქებები ისმის თელ-ავივსა და იერუსალიმში
ისრაელის სამხედრო წყაროს ინფორმაციით, ირანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 100 რაკეტა გაუშვეს. ამ დროისთვის, ისრაელის თავდაცვის სისტემები აქტიურად მუშაობენ შემომავალი რაკეტების გადასაჭ...
1749837185
მსოფლიონეთანიაჰუ: ჩვენ ყველამ უნდა ვივარაუდოთ, რომ კონტრშეტევა იქნება
ჩვენ ყველამ უნდა ვივარაუდოთ, რომ კონტრშეტევა იქნება - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ. „საფასურთან დაკავშირებით, მე ვთქვი, რომ საფასური იქნება და ჩვენ ვცდილობთ მის შემცირებას...