ფონ დერ ლაიენი: სასწრაფოდ საჭიროა მტკიცე ზომები ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, ევროპა გააგრძელებს რუსეთზე ზეწოლას, ვიდრე სისხლისღვრა არ დასრულდება და მშვიდობა უკრაინის პირობებით არ მიიღწევა

უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შემდეგ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად სასწრაფოდ საჭიროა გადამწყვეტი ზომების მიღება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
ფონ დერ ლაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სუმიზე დარტყმა არის „საშინელი შეხსენება“ იმისა, რომ რუსეთი იყო და რჩება აგრესორად, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს.
„დღეს დილით რუსეთმა მორიგი სასტიკი დარტყმა განახორციელა ქალაქ სუმიზე, რის შედეგადაც კაცები, ქალები და ბავშვები დაიღუპნენ.
ბარბაროსული თავდასხმა კიდევ უფრო საზიზღარი გახდა, როდესაც ხალხი მშვიდობიანად შეიკრიბა ბზობის დღესასწაულის აღსანიშნავად...
სასწრაფოდ საჭიროა მტკიცე ზომები ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად. ევროპა გააგრძელებს პარტნიორებთან დაკავშირებას და რუსეთზე ძლიერ ზეწოლას, ვიდრე სისხლისღვრა არ დასრულდება და სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა არ მიიღწევა უკრაინის პირობებით.
დღევანდელი თავდასხმის მსხვერპლები, მათი ოჯახები და ყველა უკრაინელი ჩვენს გულებშია დღეს და ყოველდღე.
ევროპა უკრაინისა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გვერდით დგას“, - განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარემ.
1744661122
ახალი ამბებიმაია ბითაძე გიორგი გახარიაზე: მოვისმინეთ სიტყვები, რომლითაც პრაქტიკულად ბრალი დასდო რიგით პოლიციელებს... არ არის ლამაზი მოსასმენი ყოფილი პრემიერ-მინისტრისგან
„დღეს რაც ჩვენ ვიხილეთ, ყველას აღუძრავს ერთ განცდას, რომ ოპერაცია, რომელიც იმ დღეს დაიგეგმა, იყო ან ცუდად მომზადებული, ან ცუდად აღსრულებული, რადგან, საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ...
1744658282
სპორტიქართველი ძალოსანი გოდერძი ბერდელიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია
მოლდოვაში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე გოდერძი ბერდელიძემ (61 კგ) ატაცში - ბრინჯაო, აკვრასა და ორჭიდში კი ვერცხლის მედლები მოიპოვა. სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა ძალოსანმა ატ...
1744656062
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: ტყუილები ემსახურება იმას, რომ გახლიჩონ ჩვენი საზოგადოება, შემდეგ მართვა უფრო ადვილია. უბრალოდ ქართული საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა გაშიფრა ეს და არ წაჰყვა აგენტურის ნარატივს
ტყუილები ემსახურება იმას, რომ გახლიჩონ ჩვენი საზოგადოება და გახლეჩილი საზოგადოების მართვა უფრო ადვილია. უბრალოდ ქართული საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა გაშიფრა ეს და არ წაჰყვა აგენტურის ნარატივს, რითაც...
1744653683
მსოფლიოდონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის ვადა მისცა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაგანაცხადა, რომ მან რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის ვადა მისცა. „პუტინს ცეცხლის შეწყვეტის ვადა მივეცი“, - განაცხადა ტრამპმა. დონალდ ტრამპს ცეცხლის შეწყვეტის თარიღი არ დაუკონკ...
1744651954
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: მზად ვართ, მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აგენტურულ პარტიებს ჯერ ქართველმა ხალხმა გასცეს საკადრისი პასუხი, შემდეგ კი ფაქტებზე დაფუძნებული საკონსტიტუციო სარჩელი მოვამზადოთ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა. მმართველი გუნდის მიერ განხილული საკითხებიდან, მდინარაძემ ყურადღება გაა...