Georgia First NEWS: ჩვენი ფეისბუქგვერდი კიდევ ერთხელ გახდა სოციალურ მედიაში ამ დრომდე ინერციით მოქმედი ლიბერალური ცენზურის სამიზნე

„როგორც ცნობილია, Meta-ს დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგის გადაწყვეტილებით, აშშ-ში გაუქმდა ე.წ. „ფაქტების შემოწმების“ პროგრამა, მაგრამ საქართველოში „აზრის პოლიცია“ ჯერ კიდევ მუშაობს და ცდილობს შეზღუდოს იმ რევოლუციური მნიშვნელობის სიახლეების გავრცელება, რომლებიც აშშ-იდან მოდის − იქნება ეს USAID-ის რეალური საქმიანობის მამხილებელი თუ ზოგადად, ლიბერალური დიქტატის დასრულების შესახებ არსებული ინფორმაციები“, - ამის შესახებ Georgia First NEWS-ის გუნდი აცხადებს.

როგორც საინფორმაციო პორტალის განცხადებაშია აღნიშნული, Georgia First NEWS-ის გუნდმა საჯარო წერილით მიმართა მარკ ცუკერბერგს, ასევე გასაჩივრდა აბსოლუტურად უსამართლოდ დაწესებული შეზღუდვები.

„კონსერვატიული საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი 2022 წელს დაფუძნდა, როდესაც მედიასივრცეში ალტერნატიულ, არამეინსტრიმულ აზრზე საზოგადოებაში დიდი მოთხოვნა იყო. Georgia First News აქტიურად აშუქებდა რეალურ ამბებს უკრაინის ომის შესახებ, ევროპაში არსებული ღირებულებითი, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისების თაობაზე, წყაროებად კი, დასავლურ გამოცემებსა და სხვადასხვა ავტორიტეტული პოლიტიკოსის, მოაზროვნის თუ სხვა პირების საჯარო განცხადებებს იყენებდა, მაგალითად: დონალდ ტრამპი, ილონ მასკი, ჯეფრი საქსი, ნოამ ჩომსკი, ემანუელ ტოდი, ტაკერ კარლსონი, რონ პოლი, ტულსი გაბარდი, რობერტ კენედი უმცროსი და ა.შ.

Georgia First NEWS-ის გუნდმა საჯარო წერილით მიმართა მარკ ცუკერბერგს, ასევე გასაჩივრდა აბსოლუტურად უსამართლოდ დაწესებული შეზღუდვები. ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოებისთვის რეალური ამბების მიწოდებას და ამისათვის შევქმენით ახალი პლატფორმა. ასევე, სხვა ორგანიზაციებთან ერთად გავაძლიერებთ ბრძოლას ცენზურასთან, რომლისგანაც აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, მარკ ცუკერბერგმა უკვე გაათავისუფლა ამერიკელი ხალხი. მიგვაჩნია, რომ სიტყვის თავისუფლება უნივერსალური ღირებულებაა, რომლის დაცვა არ უნდა ხდებოდეს გეოგრაფიული საზღვრების მიხედვით. აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ დაწყებული Deep State-ის დაშლის ინტენსიური პროცესი იმედს აჩენს, რომ საქართველოში მოქმედი „აზრის პოლიციელების“ საქმიანობა ძალიან მალე დასრულდება. www.facebook.com/geofirstnewsofficial გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე!“, - აღნიშნულია მიმართვაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1739265339

ახალი ამბები

საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, 31 იანვრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 16 229-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 65.8 მლნ ლარი

საპენსიო სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა მილიონ 591 ათასი ადამიანია. სააგენტოს ცნობით, 2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, დაგროვებითი პ...

იტალია

1739262605

ახალი ამბები

2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალურ აზიის რეგიონში ლიდერობს

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ „კორუფციის აღქმის ინდექსი 2024“ გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და წელსაც პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ...

კორუფცია

1739260671

ახალი ამბები

„თბილისი ენერჯი“ გაზის აღდგენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„თბილისი ენერჯის“ განცხადებით, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე დღის ბოლომდე ეტაპობრივად დასრულდება ყველა აბონენტის გაზით მომარაგება. კომპანია აბონენტებს თხოვნით მიმართავს, გადაკეტონ გაზის ონკანები. „თბილი...

„თბილისი ენერჯი“

1739257999

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა, სიტყვით მიმართოს გლობალურ ლიდერებს და წარუდგინოს ჩვენი ქვეყნის შედეგები

 დღეს დაიწყო გლობალური მთავრობათა სამიტი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მონაწილეობას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისა და პოზიციონირებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის...

მარიამ ქვრივიშვილი

1739219255

მსოფლიო

„გამოიკვეთა არარჩეული ბიუროკრატიის მასობრივი ძალისხმევა, რომელიც ცდილობს დაუპირისპირდეს არჩეულ პრეზიდენტს, კონგრესსა და სენატს“ - ილონ მასკი

გამოიკვეთა არარჩეული ბიუროკრატიის მასობრივი ძალისხმევა, რომელიც ცდილობს დაუპირისპირდეს არჩეულ პრეზიდენტს, კონგრესსა და სენატს, - განაცხადა კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში ა...

ილონ მასკი