ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საქართველო მრავალფეროვანი, მრავალეთნიკური და მრავალ რელიგიური ქვეყანაა, საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად ხელს უწყობს მუსლიმ თემს და ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარზე სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურმა ქვეყნის განვითარებაში მუსლიმი თემის წვლილზე ისაუბრა.
„ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ გვაქვს ნამდვილად სამაგალითო თანაცხოვრება და ერთად ვქმნით ჩვენი საერთო ქვეყნის მომავალს. საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად ხელს უწყობს მუსლიმ თემს, განსაკუთრებით 2014 წლის შემდეგ და ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. გასული 10 წლის განმავლობაში მუსლიმ თემს მუდმივ სარგებლობაში გადაეცა 250-ზე მეტი მეჩეთი, ასევე დაფინანსების სახით მთავრობისგან გამოეყო 35 მილიონი ლარი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმის გამოხატულებაა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუსლიმი თემის წვლილს საქართველოს განვითარებაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
იფთარზე შეკრებილ მუსლიმ თემს სიტყვით მიმართეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ, დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ, საქართველოს მუსლიმთა შეიხმა ფაიგ ნაბიევმა და აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, პარლამენტის წევრები, სახელმწიფო რწმუნებულები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
1743433932
ახალი ამბებილევან მახაშვილი: მოსახლეობას აქვს ძალიან ბევრი კითხვა, როგორ მივედით 2008 წლის ომამდე? სად იყო ხელისუფლება? რას აკეთებდა იმისთვის, რომ ომი აერიდებინა თავიდან?
„საქართველოს მოსახლეობას აქვს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, როგორც იმაზე თუ როგორ მივედით ამ ომამდე, ასევე, ამ ომის განმავლობაში მიმდინარე პროცესზე და ომის შემდგომ დაკავშირებულ ნაბიჯებზეც, სად იყო ხელი...
1743431537
ახალი ამბებიმაჭავარიანი „ნაცმოძრაობის“ აკრძალვაზე: მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მოვიპოვეთ, მაინც ვასრულებთ ამ დაპირებას
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ აკრძალვა, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება იყო და, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესო...
1743429928
საზოგადოება2024 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 4.4% შეადგინა, რაც ისტორიულად ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია
საქართველოს ეროვნული ბანკი საგადასახდელო ბალანსის განახლებულ სტატისტიკას აქვეყნებს. 2024 წლის მეოთხე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 614 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაშ...
1743429083
საზოგადოება„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე საკუთარ მომხრეებს მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში, ძალის გამოყენებით შეუშალონ ხელი პროცესს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყება
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე საკუთარ მომხრეებს მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში, ძალის გამოყენებით შეუშალონ ხელი პროცესს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყება. მოწოდება ფიზიკური...
1743428969
საზოგადოებაილია მეორე - სწორედ 31 მარტის რეფერენდუმი გახდა დამოუკიდებლობის აღდგენის საფუძველი, რაც ზვიად გამსახურდიას, მაშინდელი უზენაესი საბჭოს და საქართველოს მთელი მოსახლეობის დამსახურებაა
„გილოცავთ საქართველოს ტერიტორიაზე საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარებას და პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს“, – ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მისალოც ტექსტ...